Young Ambassador of Georgia to the Republic of South Africa

Young Ambassador of Georgia to the Republic of South Africa საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. საგრანტო პროგრამა.

14/11/2023

პროექტის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2024 წლის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

•​პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 27 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩინეთი, ჩეხეთი.
•​კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;

•​განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected], 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://mfa.gov.ge/news/927942-proeqtis-ikavi-sheni-qveknis-akhalgazrda-elchi-2024-tslis-sagranto-konkursi-gamotskhadda

08/11/2023

GEO/ENG

გილოცავთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ! ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენმა ძალისხმევამ დღეს კიდევ უფრო შეუქცევადი სახე მიიღო და მინდა ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ჩემს კოლეგებს, ყველა საჯარო მოხელეს, რომელთა ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომის გარეშე ეს მიზანი ვერ შესრულდებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ისტორიული გარდატეხაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!

ამ რეკომენდაციით შეიქმნა მყარი საფუძველი იმისთვის, რომ წლის ბოლოს საქართველო ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია.

ამ გეოპოლიტიკურმა დამსახურებაზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნა საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს შემდგომ გაძლიერებას.

დღევანდელი ანგარიში ეყრდნობა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. ევროკომისიამ სათანადოდ შეაფასა საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით გაწეული სამუშაო და ის მაქსიმალური ძალისხმევა რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია ამ პროგრესის მისაღწევად.

მოგეხსენებათ, ევროკავშირში გაწევრიანების გზა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი. საქართველო, თანმიმდევრული ნაბიჯებით ბოლომდე მიიყვანს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მიღწევამდე.

ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის პასუხი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, რომელმაც წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა!

ევროპულ არჩევანზე, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნოვანი მიზანია.

ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნებაზე ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, როგორც ეს ქვეყნის უზენაეს კანონში - კონსტიტუციაშია გაწერილი.

დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ფანჯარა გაეხსნა. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ პოლიტიკურ რუკაზე. ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიით, ღირებულებებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად იმსახურებს ყოფნას ევროპულ ოჯახში!

Congratulations on the European Commission’s recommendation on granting Georgia a candidate status! Today, our path to the European Union has become even more irreversible, and I would like to congratulate our people on this important achievement. I would also like to thank the Georgian diplomatic corps of Georgia, my colleagues, all civil servants - without their dedicated and selfless work, this goal could hardly be achieved.

This recommendation marks a historic milestone in our pursuit of EU integration path!

It forms a solid basis for Georgia to officially become a candidate for EU membership by the end of the year.

By granting Georgia a European perspective last year, 27 member states of the European Union unanimously acknowledged that Georgia's place is among the European nations, and in the European Union.

This decision based on our country’s geopolitical importance paves the way for further strengthening Georgia as a European, democratic and free state.

Today's report is based on the progress Georgia has made on implementation of the European Commission’s 12 recommendations.

EU accession is a complicated and lengthy path. At the same, it is a merit-based process. Georgia will move step-by-step closer to the European Union - until reaching the full membership status.

Today's decision of the European Commission comes as a response to the European choice of our country, which has successfully navigated its path to democratic transformation and rapprochement with the European institutions! The European choice, which is not only political, but also civilizational choice, the national interest of our country and the centuries-old aspiration of our ancestors. It also comes as a response to the Georgian government’s strong will to do all in its power to advance the European integration of our country, as it is enshrined in the supreme law of Georgia - the Constitution.

Today’s decision opens up a window of important opportunities for Georgia. We will definitely use these opportunities, Georgia will definitely take its rightful place on the European political map. With its history and values, and with the support of the Georgian people, our country definitely deserves to be part of the European family!

09/12/2022
24/11/2022

საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2023 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო‼️‼️‼️‼️

დეტალური ინფორმაციისთვის: https://mfa.gov.ge/News/gamockhadda-2023-clis-sagranto-konkursi-iyavi-shen.aspx?CatID=5&fbclid=IwAR2KuK3fN8yJGHXPdhMHul6tpZwk04U9oS68E5Kbf5vNq5vVV8wbsdIttUA&mibextid=Zxz2cZ

გამოცხადდა 2023 წლის საგრანტო კონკურსი - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2018 წლიდან ახორციელებს.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

• პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 27 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა; ამერიკის შეერთებული შტატები; ბელგიის სამეფო; ბულგარეთი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; დანია; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ესპანეთის სამეფო, ესტონეთი; თურქეთის რესპუბლიკა; იაპონია; ირლანდია; ისრაელის სახელმწიფო; იტალიის რესპუბლიკა; კანადა; ლატვია; ლიეტუვა; ნიდერლანდების სამეფო; პოლონეთის რესპუბლიკა; საბერძნეთის რესპუბლიკა; საფრანგეთის რესპუბლიკა; უკრაინა; უნგრეთი; შვედეთის სამეფო; შვეიცარია; ჩინეთი; ჩეხეთი.

• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდობის სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;

• განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ საგრანტო პროგრამის დანართები:

1. პროგრამის შესახებ ინფორმაცია;

2. განაცხადის ფორმა.

საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:

• დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე მობ.: +995 592 80 46 55.

• დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).

14/11/2022

🔹 ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება 2022

➡ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) - ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროექტზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.

➡ ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 4 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით.

✅ ვრცლად იხილეთ: http://bit.ly/3TkfjSP

14/08/2022
13/08/2022
13/08/2022
30/07/2022

ქარ/Eng

დღეს, 2022 წლის 30 ივლისს, საქართველოს ეროვნული დროშა დაშვებულია პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში. საქართველოს მთავრობამ 30 ივლისი გამოაცხადა გლოვის დღედ, გუდაურში სამაშველო ოპერაციის განხორციელების დროს ვერტმფრენის კატასტროფისას დაღუპულთა პატივსაცემად.

დაღუპული გმირები არიან: მფრინავი/ეკიპაჟის წევრი ზაზა ლორია; მფრინავი/ეკიპაჟის წევრი დიმიტრი ქააძე; მფრინავი/ეკიპაჟის წევრი ანდრო ჯუღოშვილი; მფრინავი/ეკიპაჟის წევრი ლევან ჩოხელი; მაშველი კახა ტორჩინავა; მაშველი გიორგი მარგიანი; ექიმი ქეთევან გულაღაშვილი; ექიმი გიორგი ვენეცკი.

Today, on 30 July 2022, National Flag of Georgia flies half-mast in Pretoria at the Embassy of Georgia in South Africa, as 30 July declared the Day of Mourning by Government of Georgia, to pay respects to the victims of Georgian rescue mission helicopter crash in the mountainous Georgian region of Gudauri on 29 July 2022.

The fallen heroes are: Zaza Loria, rescue helicopter pilot/crew member; Dimitri Kaadze, rescue helicopter pilot/crew member; Andro Jughoshvili, rescue helicopter pilot/crew member; Levan Chokheli, rescue helicopter pilot/crew member; Giorgi Margiani, Rescuer; Kakha Torchinava, Rescuer; Ketevan Gulaghashvili, ER Medic; Giorgi Venetski, ER medic.

🇬🇪 26 მაისი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულია - დამოუკიდებლობის დღე, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს...
26/05/2022

🇬🇪 26 მაისი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულია - დამოუკიდებლობის დღე, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს. 1918 წლის 26 მაისს აღსრულდა ყველა ქართველის ოცნება - ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რაც ახალი ერის დაბადების ტოლფას მოვლენად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921), მისი მემკვიდრეობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსათვის დღემდე უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად და მომავალი განვითარების ორიენტირად რჩება. გზა, რომელსაც დღეს ვადგავართ და მიზნები, რომლებისთვისაც დღეს ვიბრძვით, სწორედ 1918 წელს დაწყებული საქმის გაგრძელებაა.

➡ დღეს საქართველო დემოკრატიული და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ის მძიმე საფასურია, რომელსაც საქართველო სწორედ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვისთვის იხდის.

🇬🇪 🇪🇺 საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რადგან ეს ის სივრცეა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, ისევე როგორც დღემდე მოტანილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, სიამაყესთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. არაერთი მაგალითი გვახსოვს, თუ როგორ იღებდნენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთა სიყვარული და თავგანწირვა სამშობლოს მიმართ ჩვენთვის მასწავლებლად უნდა იქცეს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გმირები მხოლოდ წარსულში არ არიან, ისინი ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, ყოველდღიურად აკეთებენ ქართულ საქმეს და წარმატებული მომავლისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ, არჩევანი ისევ ჩვენზეა, რადგან ჩვენ თავად ვართ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემოქმედნი - და ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან.

🔹 დღეს საერთაშორისო საზოგადოება როგორც არასდროს, ისე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და ჩვენს ევროპულ მისწრაფებას!

მტკიცედ ვადგავართ ჩვენი ქვეყნის საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში!
🇬🇪 დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!

ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი

Address

Polokwane

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Young Ambassador of Georgia to the Republic of South Africa posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Young Ambassador of Georgia to the Republic of South Africa:

Share