Consulate of Georgia in Donetsk - Kyiv

Consulate of Georgia in Donetsk - Kyiv საქართველოს საკონსულო ქ. დონეცკში -კი?

03/07/2020

📢საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ❗️❗️❗️

⚠️უკრაინაში შემოსვლის ახალი წესები

2020 წლის 25 ივნისს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება № 522 „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 20 მაისის №392 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. აღნიშნულის თანახმად, კარანტინის პირობებში უკრაინაში უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების შემოსვლის დროებით წესებში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილებები:
1. შემოტანილ იქნა ობსერვაციის და თვითიზოლაციის შეწყვეტის შესაძლებლობა იმ პირებისთვის, ვინც არიან COVID-19-ის ფართო გავრცელების სახელმწიფოების მოქალაქეები ან ჩამოდიან ასეთი ქვეყნებიდან და შემოდიან უკრაინაში სახელმწიფო საზღვრის გამშვები პუნქტების გავლით ან უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლის გამშვები პუნქტების გავლით, მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ, სახელმწიფო საზღვრის ან ხსენებული გამშვები პუნქტების კვეთის შემდგომ, პოლიმერაზური ჯაჭვური რეაქციის მეთოდით ჩატარებული COVID-19-ის ტესტირების შედეგი უარყოფითი ექნებათ.

2. დაზუსტებულია სამედიცინო დაზღვევის მოთხოვნები, რომელიც უნდა წარუდგინოს უცხოელმა და მოქალაქეობის არმქონე პირმა უკრაინის კომპეტენტური ორგანოებს სასაზღვრო კონტროლზე - კარანტინის პერიოდში უკრაინაში შემოსვლის მიზნით, დაზღვევის ასეთი პოლისი (მოწმობა, სერტიფიკატი) უნდა გაიცეს უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში (ასისტანსტი), და უნდა ფარავდეს COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს, და უნდა მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში.

3. შეცვლილია გარკვეული კატეგორიის პირების თვითიზოლაციის წესები, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლის გამშვები პუნქტების კვეთასთან დაკავშირებით შესვლა-გამოსვლის დროს.
კერძოდ, ხსენებული გამშვები პუნქტების კვეთასთან დაკავშირებით თვითიზოლაციის მოთხოვნისგან გათავისუფლებული არიან შემდეგი კატეგორიის პირები (თუ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ კონტაქტში COVID-19-ით დაავადებულ პირთან):
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის თანამშრომლები;
- უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლები, კერძოდ იმ მისიების, რომლებიც ახორციელებენ ვითარების მონიტორინგს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის;
- დამოუკიდებელი შეფასების და მისაღები გამოცდების მონაწილეები ერთ თანმხლებ პირთან ერთად, კერძოდ საგანმანათლებლო ცენტრების „ყირიმი-უკრაინა“ და „დონბასი-უკრაინა“ მეშვეობით ვინც ირიცხება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების (პროფესიული სასწავლო დაწესებულების) მოწვევით.

4. დაზუსტებულია იმ პირთა კატეგორია, ვისაც აქვს უფლება შემოვიდეს უკრაინაში იზოლაციის პროცედურის გავლის გარეშე:
კერძოდ, უკრაინაში შემოსვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით აუცილებელი ობსერვაციის და თვითიზოლაციისგან გათავისუფლებული არიან დამოუკიდებელი შეფასების და მისაღები გამოცდების მონაწილეები ერთ თანმხლებ პირთან ერთად, კერძოდ საგანმანათლებლო ცენტრების „ყირიმი-უკრაინა“ და „დონბასი-უკრაინა“ მეშვეობით ვინც ირიცხება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების (პროფესიული სასწავლო დაწესებულების) მოწვევით, თუ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ კონტაქტში COVID-19-ით დაავადებულ პირთან.

19/06/2020

The terrible effects of the coronavirus disease have been largely cushioned in Georgia. Georgia’s pragmatic response to the outbreak of the pandemic has recorded remarkable feats across sectors, and this is due to the frontal efforts of the interagency Coordination Council setup by the Prime Minis...

18/06/2020
17/06/2020

📢საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ❗️❗️❗️

⚠️უკრაინაში შემოსვლის ახალი წესები

❗️„უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 13 მარტის №288 განკარგულების №1 დანართში ცვლილებების შეტანისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 12 ივნისის №477 დადგენილებისა და „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთ აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 12 ივნისის №480 დადგენილების თანახმად:
🛑დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა უკრაინის ტერიტორიაზე;

🛑დადგენილია აუცილებელი მოთხოვნა უცხოელებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, ვინც გეგმავს უკრაინაში შემოსვლას, წარმოადგინონ COVID-19-ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯების დაზღვევის პოლისი (მოწმობა, სერტიფიკატი).
​ეს მოთხოვნა არ ეხება მხოლოდ იმ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, ვინც ცხოვრობს უკრაინაში, პირებს, რომლებიც აღიარებული არიან როგორც ლტოლვილები და პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი დაცვა/თავშესაფარი;

🛑შეტანილ იქნა ცვლილებები აუცილებელი ობსერვაციის და თვითიზოლაციის წესებში იმ პირებთან მიმართებაში, ვინც კვეთს უკრაინის სახელმწიფო საზღვარს. კერძოდ, აუცილებელი ობსერვაციის მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ჩამოდის უკრაინაში ისეთი ქვეყნებიდან, სადაც COVID-19-ი ფართოდ არის გავრცელებული და აგრეთვე ასეთი სახელმწიფოების მოქალაქეებზე (ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზეhttp://beta.moz.gov.ua/uploads/ckeditor/%D0%BA%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%BD%D0%B0%D0%B2%D1%96%D0%B2%D1%80%D1%83%D1%81/%D0%86%D0%BD%D1%84%D0%BE%D1%80%D0%BC%D0%B0%D1%86%D1%96%D1%8F%20%D0%BF%D0%BE%20%D0%B0%D0%BA%D1%82%D0%B8%D0%B2%D0%BD%D0%B8%D1%85%20%D0%BD%D0%B0%20100%20%D1%82%D0%B8%D1%81.%20%D0%BD%D0%B0%2014%20%D1%87%D0%B5%D1%80%D0%B2%D0%BD%D1%8F.pdf

​❗️ამავდროულად, ეს მოთხოვნა არ გავრცელდება პირებზე, ვინც სახელმწიფო საზღვრის კვეთამდე, ელექტრონული მომსახურეობის ერთიანი სახელმწიფო ვებ-პორტალის ელექტრონული სერვისის „Дій дома“ მეშვეობით, განაცხადებს თანხმობას თვითიზოლაციაზე, და ასევე არ ვრცელდება მოგზაურთა შემდგომ კატეგორიებზე (თუ არ არსებობს საფუძველი, რომ ასეთი მგზავრები იყვნენ კონტაქტში COVID-19-ით დაავადებულ პირთან):
🛑COVID-19-ის ფართო გავრცელების სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ასეთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ბოლო 14 დღის განმავლობაში;
🛑უკრაინაში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო მისიების, ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
🛑სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის წევრები, საჰაერო და საზღვაო ხომალდების, სამდინარო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრები, მატარებლებისა და ლოკომოტივების ბრიგადის წევრები;

15/06/2020
📣საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამო...
10/06/2020

📣საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

გაიგეთ მეტი 👇

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირ.....

📢 შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, გამოცხადებულია საგრანტო კონკურ...
10/06/2020

📢 შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი.

🔹 პროექტი წარმოადგენს კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ეტაპს.

➡️ წარსადგენი დოკუმენტების და სხვა დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე: http://e.gov.ge/eaiRB

განცხადებები მიღებას გრძელდება 15 ივნისამდე

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირ.....

30/05/2020

Borders of some European countries are opening to travellers now like Greece, Italy, Portugal,...but you wonder where to go on holiday in Europe for safe holidays in countries and regions less affected by coronavirus?

29/05/2020
27/05/2020

Address

Бульвар Тараса Шевченко 25
Kyiv
01032

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Consulate of Georgia in Donetsk - Kyiv posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Consulate of Georgia in Donetsk - Kyiv:

Share