Georgia in Portugal

Georgia in Portugal Welcome to the official page for the Embassy of Georgia in Lisbon. Official website: www.portugal.mfa.gov.ge

🇬🇪🇵🇹2026 წლის 3 ივნისს, ქ. ლისაბონში, SUD Lisboa-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  საქართველოს საელჩ...
09/06/2026

🇬🇪🇵🇹2026 წლის 3 ივნისს, ქ. ლისაბონში, SUD Lisboa-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს მიღება გაიმართა.

🔹საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, ასევე, კულტურის, მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

🔹ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ.

🔹მიღებაზე პორტუგალიური ბენდის მონაწილეობით შესრულდა ქართული მუსიკალური პროგრამა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა.

🇬🇪🇵🇹A 3 de junho de 2026, a Embaixada da Geórgia organizou uma receção no SUD Lisboa, em Lisboa, para assinalar o Dia da Independência da Geórgia.
🔹A receção contou com a presença de representantes dos poderes executivo e legislativo de Portugal, do corpo diplomático e das organizações internacionais acreditadas em Portugal, bem como de representantes do meio académico, do setor empresarial, da cultura, dos media e da diáspora georgiana.
🔹Sua Excelência Levan Tsurtsumia, Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Portuguesa, dirigiu-se aos presentes.
🔹O evento incluiu um programa musical georgiano com a participação de uma banda portuguesa.
No âmbito da receção, realizou-se também uma exposição fotográfica que destacou o património cultural e o potencial turístico da Geórgia.

🇬🇪🇵🇹 2026 წლის 3 ივნისს, საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პორტუგალიის რესპუბლიკის ა...
04/06/2026

🇬🇪🇵🇹 2026 წლის 3 ივნისს, საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პორტუგალიის რესპუბლიკის ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატ პედრო პესანიასთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები.

🇬🇪🇵🇹 No dia 3 de junho de 2026, o Embaixador da Georgia, Levan Tsurtsumia, realizou uma visita de cortesia junto do Presidente da Comissão de Defesa da Assembleia da República Portuguesa, Deputado Pedro Pessanha.

Durante o encontro, as partes tiveram a oportunidade de abordar questões relacionadas com a cooperação entre a Georgia e Portugal a nível parlamentar, bem como perspetivas para o desenvolvimento das relações bilaterais no futuro.

GEO🇬🇪/POR🇵🇹2026 წლის 28 მაისს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ, ...
29/05/2026

GEO🇬🇪/POR🇵🇹

2026 წლის 28 მაისს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ, შეხვედრა გამართა პორტუგალიის ბანკის მმართველთან, ალვარო სანტოს პერეირასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პორტუგალიის ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, განიხილეს სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები.

No dia 28 de maio de 2026, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Georgia na República Portuguesa, Levan Tsurtsumia, realizou um encontro com o Governador do Banco de Portugal, Álvaro Santos Pereira.
No âmbito da reunião, as partes discutiram o aprofundamento da cooperação entre o Banco Nacional da Georgia e o Banco de Portugal.

Foram igualmente analisadas possibilidades de desenvolvimento de futuras parcerias.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
29/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მ.....

27/05/2026
26/05/2026
GEO🇬🇪/POR🇵🇹2026 წლის 20 მაისს, პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამა...
23/05/2026

GEO🇬🇪/POR🇵🇹

2026 წლის 20 მაისს, პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან, ფატიმა ჟარდიმთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ურთიერთობები, როგორც CPLP-ს ორგანიზაციასთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

No dia 20 de maio de 2026, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Georgia em Portugal, Levan Tsurtsumia manteve um encontro com a Secretária Executiva da Comunidade dos Países de Língua Portuguesa (CPLP), Embaixadora Fátima Jardim.

Durante a reunião, as partes analisaram as relações da Georgia tanto com a organização da CPLP como com os seus Estados-membros. Foram igualmente discutidas perspetivas futuras de cooperação.

22/05/2026

🇬🇪 ძვირფასო თანამემამულეებო!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში გიწვევთ ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც 2026 წლის 3 ივნისს, SUD Lisboa-ში გაიმართება.

🕡 დასაწყისი: 18:30 სთ.
📍 მისამართი: Pavilhão Poente (ao lado do MAAT, Av. Brasília, 1300-598 Lisboa, Portugal

🇬🇪🇬🇪🇬🇪ხმა მიეცით საქართველოს!📣 ხმის მიცემა დაიწყება პორტუგალიის დროით 21:25 საათზე
11/05/2026

🇬🇪🇬🇪🇬🇪ხმა მიეცით საქართველოს!

📣 ხმის მიცემა დაიწყება პორტუგალიის დროით 21:25 საათზე

Endereço

Rua Fernão Soares, 6A
Lisbon
1400-149

Notificações

Seja o primeiro a receber as novidades e deixe-nos enviar-lhe um email quando Georgia in Portugal publica notícias e promoções. O seu endereço de email não será utilizado para qualquer outro propósito, e pode cancelar a subscrição a qualquer momento.

Compartilhar