Georgia in Kraków

Georgia in Kraków Official Facebook profile of the Consulate General of Georgia in Kraków, Poland

GEO/ENG👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, სა...
08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

GEO/ENG👇რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლი...
08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

07/08/2026
🔹2026 წლის 5 აგვისტოს პოლონურ გამოცემა „Gazeta Krakowska“-ში გამოქვეყნდა ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური კონსულის,...
06/08/2026

🔹2026 წლის 5 აგვისტოს პოლონურ გამოცემა „Gazeta Krakowska“-ში გამოქვეყნდა ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური კონსულის, იოსებ ხახალეიშვილის ინტერვიუ.

🔹გენერალურმა კონსულმა ისაუბრა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობაზე, საქართველო-პოლონეთის ისტორიულ კავშირებსა და ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე.

🔹ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს თავისუფალი, სტაბილური და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს განვითარებას. ასევე ხაზგასმულია საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ეკონომიკური ჰაბის, მზარდი როლი.

🔹იოსებ ხახალეიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

🔹ინტერვიუს დასასრულს გენერალურმა კონსულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის საკონსულო ოლქში დიასპორული ორგანიზაციისა და ქართული საკვირაო სკოლის დაფუძნებაზე, კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ვრცლად იხილეთ:
https://gazetakrakowska.pl/na-osiedlu-oficerskim-w-krakowie-pojawil-sie-konsulat-generalny-gruzji-rozmawiamy-z-konsulem-iosebem-khakhaleishvili/ar/c1p2-29243165

🔹5 sierpnia 2026 roku w polskim dzienniku „Gazeta Krakowska” ukazał się wywiad z Konsulem Generalnym Gruzji w Krakowie, Iosebem Khakhaleishvili.

🔹Konsul Generalny omówił znaczenie otwarcia Konsulatu Generalnego Gruzji w Krakowie, historyczne więzi łączące Gruzję i Polskę oraz rosnącą dynamikę współpracy gospodarczej, handlowej i turystycznej.

🔹W wywiadzie zwrócono uwagę na postęp gospodarczy Gruzji, wysokie tempo wzrostu ekonomicznego oraz reformy sprzyjające rozwojowi wolnego, stabilnego i przejrzystego otoczenia biznesowego. Podkreślono również rosnącą rolę Gruzji jako regionalnego węzła tranzytowego i gospodarczego.

🔹Ioseb Khakhaleishvili odniósł się także do sytuacji na okupowanych terytoriach Gruzji, wskazując na znaczenie pokojowego rozwiązania konfliktu oraz polityki nieuznawania.

🔹Na zakończenie wywiadu Konsul Generalny przedstawił plany na przyszłość, w tym utworzenie organizacji diasporalnej oraz gruzińskiej szkoły niedzielnej w okręgu konsularnym, a także dalsze pogłębianie inicjatyw kulturalno-oświatowych i współpracy międzyregionalnej.

Więcej informacji pod linkiem:
https://gazetakrakowska.pl/na-osiedlu-oficerskim-w-krakowie-pojawil-sie-konsulat-generalny-gruzji-rozmawiamy-z-konsulem-iosebem-khakhaleishvili/ar/c1p2-29243165

29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

17/07/2026
📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“📌 პროექტის მიზანი:➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზ...
10/07/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“
📌 პროექტის მიზანი:
➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში;
➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას;
➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს.
🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://mfa.gov.ge/news/366409-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo

06/07/2026

GEO/ENG👇

🇬🇪 🇹🇷 2026 წლის 7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება.

🇬🇪 🇹🇷 On 7-8 July 2026, the Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, is scheduled to visit the Republic of Türkiye, where the Minister will participate in the “Allies in Ankara” event organized by the Republic of Türkiye Directorate of Communications, the Foundation for Political, Economic and Social Research (SETA) and the Munich Security Conference (MSC).

🌐 GEO/PLN✨ 25-26 ივნისს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან  დაკავშირებით, ...
27/06/2026

🌐 GEO/PLN

✨ 25-26 ივნისს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ კრაკოვს საპატრიარქოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია.

✨ გაიმართა შეხვედრა ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთში დიანა ჟღენტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ კომახიძემ, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა, თბილისის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა მამა არჩილ ხაჩიძემ, ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარმა იღუმენმა ლუკა ფალავანდიშვილმა, პოლონეთში წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა დეკანოზმა დავით აფხაზმა.

✨ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოელოცათ სიწმინდეები -„ღვთისმშობლის წილხვედრი ხატი“ და ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებელისა და სალოსის ხატი და წმინდა ნაწილები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

✨ 26 ივნისს, კრაკოვის ღვთისმშობლის მიძნების ტაძარში, აღესრულა წირვა ქართულ ენაზე, რომელსაც ქართველი და ადგილობლივი მრევლი ესწრებოდა.

✨ ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა საქართველოს გენერალურ კონსულთან ერთად, ასევე მოინახულეს კრაკოვის ჩარტორიცკების მუზეუმი და გაეცნენ უნიკალურ ქართულ ხელნაწერებს და მნიშვნელოვან საგამოფენო ექსპონატებს. აუშვიც-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმში პატივი მიაგეს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისა და ნაცისტური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნას. აქვე აღესრულა სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი.

✨ W dniach 25–26 czerwca, w związku z obchodami 1700. rocznicy ogłoszenia chrześcijaństwa religią państwową w Gruzji, w ramach wspólnych wydarzeń organizowanych przez Rząd Gruzji i Patriarchat Gruzji, Kraków odwiedziła delegacja Patriarchatu Gruzji oraz Ministerstwa Spraw Zagranicznych Gruzji.

✨ Odbyło się spotkanie z przedstawicielami gruzińskiej diaspory. Do uczestników przemówili: Ambasador Nadzwyczajna i Pełnomocna Gruzji w Rzeczypospolitej Polskiej Diana Żghenti, Dyrektor Departamentu Konsularnego i Spraw Diaspory Ministerstwa Spraw Zagranicznych Gruzji Nodar Komachidze, Konsul Generalny Gruzji w Krakowie Ioseb Khakhaleishvili, proboszcz cerkwi Anczischati w Tbilisi, ksiądz Archil Khachidze, przełożony monasteru ojców w Lisioni ihumen Luka Palavandishvili, proboszcz gruzińskiej parafii pw. św. Grzegorza Peradzego w Polsce, protoprezbiter Dawid Apchazi.

✨ Przedstawiciele gruzińskiej diaspory mogli pokłonić się świętościom – ikonie „Matki Bożej Dziedzictwa Gruzji” oraz ikonie i relikwiom św. Gabriela Wyznawcy i Jurodiwego. W ramach wydarzenia odbył się również pokaz filmów dokumentalnych.

✨ 26 czerwca w Cerkwi Zaśnięcia Najświętszej Marii Panny w Krakowie została odprawiona Liturgia w języku gruzińskim, w której uczestniczyli Gruzini oraz miejscowi wierni.

✨ W ramach wizyty członkowie delegacji wraz z Konsulem Generalnym Gruzji odwiedzili również Muzeum Książąt Czartoryskich w Krakowie, gdzie zapoznali się z unikatowymi gruzińskimi rękopisami oraz najcenniejszymi eksponatami muzealnymi. W Państwowym Muzeum Auschwitz-Birkenau oddali hołd pamięci świętego hieromęczennika Grzegorza Peradzego oraz ofiar terroru nazistowskiego. Na miejscu odprawiono również panichidę za zmarłych.

Adres

Generała Józefa Bema #2
Kraków
31-517

Godziny Otwarcia

Poniedziałek 09:00 - 18:00
Wtorek 09:00 - 18:00
Środa 09:00 - 18:00
Czwartek 09:00 - 18:00
Piątek 09:00 - 18:00

Strona Internetowa

Ostrzeżenia

Bądź na bieżąco i daj nam wysłać e-mail, gdy Georgia in Kraków umieści wiadomości i promocje. Twój adres e-mail nie zostanie wykorzystany do żadnego innego celu i możesz zrezygnować z subskrypcji w dowolnym momencie.

Skróty

Udostępnij