26/02/2021
გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი ფესტივალის დახურვითი ღონისძიება!😊❤️
🇬🇪🇯🇵2021 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ოიტაში, პირველი ქართული კინოფესტივალის ფარგლებში, გაიმართა თენგიზ აბულაძის ფილმი “ვედრების / The Plea / 祈り“კინოჩვენება. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ - ახალგაზრდა ელჩი იაპონიაში სოფო ბადიაშვილი და კინოთეატრი "Cinema 5".
✨სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელს საშუალება ჰქონდა დასწრებოდა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სოფო ბადიაშვილის პრეზენტაციას. პრეზენტაცია მიეძღვნა საქართველოში საბჭოთა პერიოდს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და კულტურულ-სოციალურ საკითხებს.
🙏🏻სპეციალურად ქალაქ ოიტაში გამართული ღონისძიებისთვის ბატონმა იასუჰირო კოჯიმამ / Yasuhiro Kojima, სეანსის შემდეგ, წინასწარ მომზადებული ვიდეო რგოლის საშუალებით მიმართა აუდიტორიას და გაუზიარა საკუთარი შეხედულებები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე.
✨თენგიზ აბულაძის ფილმი „ვედრება“ დაფუძნებულია ვაჟა-ფშაველას მოთხრობებზე, რომლებიც ბატონმა იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა ქართულიდან იაპონურად და შემდგომ 2018 წელს ერთ კრებულად გამოსცა. კრებული „ვედრება“ აერთიანებს ისეთ პოემებს როგორიცაა „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის-მჭამელი“, და მოთხრობებს „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ვერხვი“, „ჩხიკვთა ქორწილი“. წიგნი საშუალებას აძლევს იაპონელ მკითხველს უფრო ახლოს გაეცნოს დიდი ქართველი მწერლის შემოქმედებას. ხოლო, აბულაძის განსაკუთრებული ხედვა ვაჟას შემოქმედებას სულ სხვა მხრიდან გვაჩვენებს.
🙏🏻ბატონი კოჯიმა ქართული ენისა და კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი და ქომაგია. ჩვენთვის დიდი პატივი იყო, მისი აზრის მოსმენა და გვიხარია, რომ ოიტას მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა მის ხედვას! გვსურს, კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ მას გულისხმიერებისთვის, ღონისძიებაში მონაწილეობისთვისა და საკუთარი შეხედულებების გაზიარებისთვის.
✨თავის მხრივ, „ვედრება“ წარმოადგენს თენგიზ აბულაძის მიერ გადაღებული ტრილოგიის პირველ ნაწილს. შესაბამისად, შეუძლებელია უყურადღებოდ დაგვეტოვებინა მისი შემოქემდების ორი გამორჩეული ნიმუში და ტრილოგიის ორი ფილმი „ნატვრის ხე“ და „მონანიება“. ამ ფილმების ნახვის საშუალება მაყურებელს 17 და 18 თებერვალს ჰქონდა.
🙏🏻გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ კინოფესტივალის ყველა მონაწილეს, გულშემატკივარსა და ორგანიზატორს!
シネマ5
Embassy of Georgia to Japan
Masayuki Mori
Yasuhiro Kojima
Zurab Topuridze
Levan Gelbakhiani
Bachi Valishvili
🙏🏻გვსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მაყურებელს, საქართველოსადმი ინტერესის, ყურადღებისა და სითბოსთვის!
გვიხარია, რომ ერთი შეხედვით შორეული საქართველოსა და იაპონიის დაახლოება ოდნავ მაინც შევძელით. მანძილი ხომ მხოლოდ ციფრებია!❤️
მომავალ შეხვედრამდე! 😊❤️