Georgia in Japan

Georgia in Japan The Official page of the Embassy of Georgia to Japan also accredited to the Republic of the Marshall Islands

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
29/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://japan.mfa.gov.ge/news/157585-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

27/05/2026
GEO/ENG👇🇬🇪🇯🇵2026 წლის 21 მაისს, ქ. ტოკიოში, გაიმართა საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრი...
27/05/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇯🇵2026 წლის 21 მაისს, ქ. ტოკიოში, გაიმართა საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-15 რაუნდი. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი უძღვებოდა, იაპონიის მხრიდან კი - იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მასაკი იშიკავა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების ფართო სპექტრი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა მთავრობებს შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოითქვა ურთიერთმხარდაჭერის მზაობა.

იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კონსულტაციების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, ორი ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის კავშირებს, არსებული სექტორალური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას, ფართო რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და მათ გავლენას კავკასიის რეგიონზე, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას და „შუა დერეფნის“ სტრატეგიულ როლს, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით.

🇬🇪🇯🇵On 21 May 2026, the 15th round of bilateral political consultations between the Ministries of Foreign Affairs of Georgia and Japan was held in Tokyo. The Georgian delegation was led by the Deputy Minister of Foreign Affairs, Alexander Khvtisiashvili, while the Japanese side was headed by Masaki Ishikawa, Special Representative of the Ministry of Foreign Affairs of Japan for the Caucasus and Central Asia.

During the meeting, the parties discussed a broad range of issues pertaining to the partnership between the two countries, in both bilateral and multilateral formats. The parties noted the growing momentum of intergovernmental cooperation and expressed their readiness to continue mutual support.

The Japanese side once again reaffirmed its unwavering support for Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders.

Within the framework of the consultations, particular emphasis was placed on the importance of exchanging high-level visits, strengthening ties between the executive and legislative branches of the two countries, and expanding the existing sectoral cooperation. The parties also discussed developments in the broader region and their impact on the Caucasus, connectivity between Asia and Europe, and the strategic role of the Middle Corridor in the field of transport and logistics.

25/05/2026
GEO/ENG👇🇬🇪🇯🇵 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარ...
25/05/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇯🇵 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, იჩირო აისავასთან, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან კარენ მაკიშიმასთან და ჰისაიუკი ფუჯისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავკასიის, აგრეთვე შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და განვითარებებს. აღინიშნა შუა დერეფნის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი დერეფნის სტრატეგიული და მზარდი მნიშვნელობა, ასევე საქართველოს, როგორც კავკასიის და „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი ქვეყნის როლი. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებს, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

​🇬🇪🇯🇵 Within the framework of the working visit of the Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia, Alexander Khvtisiashvili, to the city of Tokyo, a meeting was held with Ichiro Aisawa, Chairman of the Georgia-Japan Parliamentary Friendship Group, and members of the Parliamentary Friendship Group, Karen Makishima and Hisayuki Fujii.

​During the meeting, the parties discussed a wide range of cooperation issues between the two countries. Particular attention was paid to the geopolitical situation and developments in the Caucasus, as well as the Black Sea and Middle East regions. The strategic and growing importance of the Middle Corridor as a crucial corridor connecting East and West was noted, along with the role of Georgia as a vital country of the Caucasus and the "Middle Corridor". During the conversation, the prospects for deepening economic cooperation between Georgia and Japan and the implementation of joint infrastructure projects were emphasized. The successful cooperation between the two countries within international organizations was also noted with satisfaction.

GEO/ENG👇🇬🇪🇯🇵 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფა...
23/05/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇯🇵 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, აიანო კუნიმიცუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კანდიდატთა ურთიერთმხარდაჭერა, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა და ორი ქვეყნის ქალაქებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

​🇬🇪🇯🇵 Within the framework of his working visit to Tokyo, the Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia, Alexander Khvtisiashvili, held a meeting with the State Minister for Foreign Affairs of Japan, Ayano Kunimitsu.

​During the meeting, the parties discussed topical issues of cooperation between Georgia and Japan. Special emphasis was placed on mutual support for candidates within international organizations, the importance of exchanging high-level visits, and the prospects for deepening ties between the cities of the two countries.

GEO/ENG👇🇬🇪🇯🇵 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარ...
23/05/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇯🇵 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან, ჰიდეტო კავასაკისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით. აღინიშნა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივა.

​🇬🇪🇯🇵 Within the framework of the working visit of the Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia, Alexander Khvtisiashvili, to Tokyo, a meeting was held with the Parliamentary Vice-Minister for Digital Transformation of Japan, Hideto Kawasaki.

​During the meeting, the parties discussed a wide range of issues on the bilateral agenda between the two countries. The positive dynamics of cooperation was emphasized, including in the field of digital transformation. The prospects for signing a Memorandum of Cooperation between the relevant agencies of the two countries were also noted.

GEO/ENG👇🇬🇪🇯🇵 მიმდინარე წლის 20-22 მაისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილ...
22/05/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇯🇵 მიმდინარე წლის 20-22 მაისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში.

ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა იაპონიის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონოსუკე კოკუბასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობა.

🇬🇪🇯🇵 On May 20-22 of this year, the Deputy Minister of Foreign Affairs of Georgia, Alexander Khvtisiashvili, paid a working visit to Japan.

​Within the framework of the visit, Alexander Khvtisiashvili held a meeting with the Chairman of the Foreign Affairs Committee of the House of Representatives of Japan, Konosuke Kokuba.

​During the meeting, the parties discussed a wide range of issues on the bilateral agenda. They emphasized the positive dynamics of cooperation and highlighted the necessity of exchanging high-level visits and deepening people-to-people contacts.

GEO/ENG👇🇬🇪🇯🇵 19 მაისს, ორგანიზაცია YPO-ს (Young Presidents' Organization) ინიციატივით, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ამა...
19/05/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇯🇵 19 მაისს, ორგანიზაცია YPO-ს (Young Presidents' Organization) ინიციატივით, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ამავე ორგანიზაციის წევრი 15-მდე კომპანიის ხელმძღვანელი პირი ეწვია.

შეხვედრაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ. საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, რუსუდან ლეკიშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

🇬🇪🇯🇵 On May 19, at the initiative of the YPO (Young Presidents' Organization), heads of up to 15 member companies of the organization visited the Embassy of Georgia in Japan.

​During the meeting, the Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to Japan, Teimuraz Lezhava, addressed the guests with a welcoming speech. Rusudan Lekishvili, Senior Counselor of the Embassy, delivered a presentation to the audience on Georgia's economy, business environment, and investment climate.

​The concluding part of the event featured a Q&A discussion.

住所

K2 Bldg. , 2-10-22, Kitaaoyama, Minatoku
Minato, Tokyo
107-0061

営業時間

月曜日 10:00 - 19:00
火曜日 10:00 - 19:00
水曜日 10:00 - 19:00
木曜日 10:00 - 19:00
金曜日 10:00 - 19:00

電話番号

+81355756091

ウェブサイト

アラート

Georgia in Japanがニュースとプロモを投稿した時に最初に知って当社にメールを送信する最初の人になりましょう。あなたのメールアドレスはその他の目的には使用されず、いつでもサブスクリプションを解除することができます。

その団体に問い合わせをする

Georgia in Japanにメッセージを送信:

共有する

カテゴリー