Georgia in Italy

Georgia in Italy Informazioni di contatto, mappa e indicazioni stradali, modulo di contatto, orari di apertura, servizi, valutazioni, foto, video e annunci di Georgia in Italy, Consolato e ambasciata, Via del Plebiscito 102, Rome.

Ambasciata di Georgia presso la Repubblica Italiana, accreditata anche presso la Repubblica di San Marino e la Repubblica di Malta / Rappresentanza Permanente della Georgia presso la FAO, l’IFAD e il WFP მოქალაქეთათვის სატელეფონო კონსულტაცია წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 15:00-დან 17:00 საათამდე. ტელ: 0645540281;

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით.
ჩაწერა ხდება შემდეგი ვ

ებ-გვერდის მეშვეობით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit

გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ სიტუაციებში შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე, კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში. ტელ: +393338879123.

17/08/2026

📣 ტოსკანის რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ.ფლორენციაში.

❗მოქალაქეთა მიღება გაიმართება კვირას, 2026 წლის 6 სექტემბერს 10:00 - დან 16:00სთ-მდე.
📍მისამართი: Via dei Serragli 102 Firenze (სამრევლო ტაძრის დარბაზი)

🔹 შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.

🔹 საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

☎️ ტელეფონი: +39 3338879123

📧 ელ-ფოსტა: [email protected]

🔴 ვინაიდან მოქალაქეებთან შეხვედრა კვირა დღეს გაიმართება, გთხოვთ თან იქონიოთ საკონსულო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

✅ საკონსულო მომსახურების მისაღებად წინასწარ ჩაწერა არ არის სავალდებულო. მოქალაქეთა მიღება განხორციელდება ცოცხალი რიგის პრინციპით.

‼️ პასპორტის და პირადობის ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში, აუცილებელია წარმოადგინოთ 2 პასპორტის ფოტო (დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი)

⬇️ იხილეთ მომსახურების შესაბამისი ქვითრები:

Nulla osta ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობა:
https://drive.google.com/file/d/1Tv3qDXBhgeQgHullxaAnz9ROHJW9tDfU/view?usp=sharing
დასაბრუნებელი მოწმობა:
https://drive.google.com/file/d/1awIA6NbN73d-WHfNer2tP07xcRgBZTCk/view?usp=sharing
თარგმანი:
https://drive.google.com/file/d/1CX7qxw3Vwst8DgEt6NEWTL388cfqYjAB/view?usp=sharing
ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/file/d/1uHVxgvrRWPSUFWCEQwkKg6zCdWIkfSbT/view?usp=sharing
არასრულწლოვანის ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/file/d/1BajP7rZp-hNE7yHNQqk_lYmuHY2jiGRX/view?usp=sharing
პირადობის ელ. მოწმობა:
https://drive.google.com/file/d/1omfQiZZWMkklyzMYDRlboKXH3xOAKMJB/view?usp=sharing
ცნობის გაცემა - სხვადასხვა:
https://drive.google.com/file/d/1JHdOFy7K6kCo9nwi50gxd3ZvpupPjn9E/view?usp=sharing

🌐 GEO / ENG🇬🇪🇺🇳 2026 წლის 13 აგვისტოს, რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს ...
13/08/2026

🌐 GEO / ENG

🇬🇪🇺🇳 2026 წლის 13 აგვისტოს, რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამუნა ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მიმართულების დირექტორთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელთან, ლიამ ჩიკასთან.

🔹 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და IFAD-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროექტის განხორციელებას, მიღწეულ შედეგებსა და მის შემდგომ ეტაპებს.

🇬🇪🇺🇳 On August 13, 2026, Tamuna Liluashvili, Permanent Representative of Georgia to the Rome-based UN Agencies (FAO, IFAD, WFP), held a meeting with Liam F. Chicca, IFAD Country Director for Georgia and Head of the Multi-Country Office for Eastern Europe and Central Asia.

🔹 During the meeting, the parties discussed current issues in the cooperation between Georgia and IFAD, along with opportunities to further deepen their partnership. The discussions also focused on the implementation of ongoing projects in Georgia, achievements to date, and the next stages of development.

08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

🌐 GEO/ITA👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, ...
08/08/2026

🌐 GEO/ITA👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

In occasione del 18° anniversario della guerra russo-georgiana del 2008, le bandiere nazionali sono issate a mezz’asta presso la sede del Ministero degli Affari Esteri, nonché presso le rappresentanze diplomatiche e gli uffici consolari della Georgia all’estero, in memoria di coloro che hanno perso la vita.

07/08/2026
29/07/2026
GEO/ENG 👇საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს,...
29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

🌐 GEO/ITA🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწი...
17/07/2026

🌐 GEO/ITA

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.

🔹ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

🔹აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას.

🇬🇪🇺🇸 La Vice Prima Ministra e Ministra degli Affari Esteri della Georgia, Maka Botchorishvili, partecipa alla Ministeriale sulla Recrudescenza del Terrorismo Politico, su invito del Segretario di Stato degli Stati Uniti, Marco Rubio.

🔹L'evento si svolge a Washington, D.C., e riunisce rappresentanti di circa 60 paesi.

🔹Organizzata nell'ambito del nuovo quadro strategico degli Stati Uniti per il contrasto al terrorismo, la Ministeriale si propone di affrontare le modalità per contrastare la nuova ondata di violenza politica e le attività dei gruppi estremisti. Particolare attenzione viene dedicata al rafforzamento di un'efficace cooperazione internazionale e al potenziamento degli sforzi congiunti in questo ambito.

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“📌 პროექტის მიზანი:➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზ...
12/07/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

📌 პროექტის მიზანი:

➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში;
➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას;
➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/366409-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo

🌐 GEO/ITA🇬🇪🇮🇹 იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნა...
08/07/2026

🌐 GEO/ITA

🇬🇪🇮🇹 იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა.

🔹 ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

🔹 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იტალიასთან, მათ შორის, ლომბარდიის რეგიონთან მზარდია. ასევე დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას.

🔹 იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოსთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

🇬🇪🇮🇹 Nell'ambito di una visita istituzionale in Italia, il Vice Ministro dell’Economia e dello Sviluppo Sostenibile della Georgia, Irakli Nadareishvili, ha preso parte a una tavola rotonda dedicata all'approfondimento del clima d'investimento e delle opportunità di cooperazione commerciale offerti dalla Georgia, con particolare focus sulla regione Lombardia.

🔹 L'evento, promosso congiuntamente dall'amministrazione della Presidenza della Regione Lombardia e dall'Ambasciata di Georgia in Italia, ha visto la partecipazione di autorevoli rappresentanti delle principali associazioni di categoria e del tessuto imprenditoriale lombardo.

🔹 Durante il dibattito è stato sottolineato come le relazioni economico-commerciali tra la Georgia e l'Italia, e nello specifico con la regione Lombardia, stiano registrando un trend di crescita costante. È stata inoltre rilevata una dinamica positiva nei settori del turismo e dell'aviazione civile, fattori determinanti per il consolidamento delle relazioni interpersonali e culturali tra i due Paesi.

🔹 A margine della missione, il Vice Ministro Nadareishvili ha tenuto una serie di incontri bilaterali con il Vice Presidente della Regione Lombardia, Raffaele Cattaneo, nonché con esponenti di rilievo del mondo economico e produttivo locale.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Indirizzo

Via Del Plebiscito 102
Rome
00186

Orario di apertura

Lunedì 09:00 - 18:00
Martedì 09:30 - 18:00
Mercoledì 09:00 - 18:00
Giovedì 09:30 - 18:00
Venerdì 09:30 - 18:00
Sabato 09:00 - 17:00

Notifiche

Lasciando la tua email puoi essere il primo a sapere quando Georgia in Italy pubblica notizie e promozioni. Il tuo indirizzo email non verrà utilizzato per nessun altro scopo e potrai annullare l'iscrizione in qualsiasi momento.

Scelte rapide

Condividi