Georgia in the Holy See

  • Home
  • Georgia in the Holy See

Georgia in the Holy See Georgia in Holy See

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიური აგრო...
17/04/2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფების „Bonifiche Ferraresi” და „EUROVO” ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.

🤝 შეხვედრების დროს მინისტრი გაეცნო კომპანიების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. „Bonifiche Ferraresi” იტალიის ერთ-ერთი წამყვანი აგროინდუსტრიული გაერთიანებაა, რომელიც აგროსასურსათო წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის თანამედროვე მიდგომებით განვითარებაზე მუშაობს.

🌍 კომპანია აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, რომლებიც მოიცავს:
🔹 სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას;
🔹 სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებას;
🔹 ციფრული პლატფორმების განვითარებას;

♻️ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებს, მათ შორის:
🔹 ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას;
🔹 სათბური გაზების ემისიების შემცირებას;
🔹 ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას;

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“📌პროექტის მიზანი:➡️...
14/04/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა და დედაენის დღის აღნიშვნის ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📍კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართუ...

11/04/2026
Buona Pasqua a tutti i fedeli cattolici!
04/04/2026

Buona Pasqua a tutti i fedeli cattolici!

რომში მცხოვრები ქართველებისთვის, სამრევლო ტაძარში, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ (გარმელიას) კურთხევით, პატრიარქ ილ...
22/03/2026

რომში მცხოვრები ქართველებისთვის, სამრევლო ტაძარში, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ (გარმელიას) კურთხევით, პატრიარქ ილია II სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა. წირვას, წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით მექვაბიშვილი ოჯახთან და საელჩოს თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.

22/03/2026

In un messaggio letto durante la cerimonia funebre del catholicos-patriarca del Paese caucasico, scomparso lo scorso 17 marzo, Leone XIV lo definisce ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან  დაკავშირებით, რომში, წმინდა საყდართან და მალტის ს...
22/03/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომში, წმინდა საყდართან და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან საქართველოს საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

20/03/2026
რომის პაპის ლეონ XIV-ის სამძიმრის წერილი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
20/03/2026

რომის პაპის ლეონ XIV-ის სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვატიკანში და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენ...
20/03/2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვატიკანში და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან საქართველოს საელჩოში, რომში გახსნილ სამძიმრის წიგნში, წმინდა საყდრის აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა კარდინალ კლაუდიო გუჯეროტიმ და აღმოსავლური ეკლესიების დიკასტერიის გენერალური მდივნის მოადგილემ ფილიპო ჩამპანელომ ჩანაწერი გააკეთეს.
კარდინალ გუჯეროტი და მონსინიორ ჩამპანელო, საქართველოში წლების მანძილზე მსახურობდნენ და პატრიარქთან პირადი მეგობრობა აკავშირებდათ. კარდინალ გუჯეროტის ჩანაწერიდან:
„თანამონაწილე ვარ და ვეხმიანები მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას.
მისი უწმინდესობა წარმოადგენდა იმ სულიერ და ეროვნულ საყრდენს, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ერთიანდებოდა ქართველი ერი. მისი მოღვაწეობა იქცა საქართველოს ისტორიული უწყვეტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის განმამტკიცებელ ძალად.
მისი სიბრძნე, სულიერი სიღრმე და მრავალმხრივი მოღვაწეობა — თეოლოგიიდან ხელოვნებამდე — განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. იგი რჩება მშვიდობის, ერთიანობისა და ურთიერთგაგების სიმბოლოდ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა გააგრძელებს გზის გაკვალვას მომავალი თაობებისთვის და მისი სახელი სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიასა და ეკლესიაში.
გამოთქვამ გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, სასულიერო პირებისა და მთელი ქართველი ერის მიმართ.
მარადიული ხსოვნა“
2026 წლის, 20 მარტი

Il libro delle condoglianze sarà aperto presso l’Ambasciata di Georgia presso la Santa Sede e Il Sovrano Militare Ordine...
18/03/2026

Il libro delle condoglianze sarà aperto presso l’Ambasciata di Georgia presso la Santa Sede e Il Sovrano Militare Ordine di Malta.
indirizzo: via Toscana 48/14, Roma
Giovedi e Venerdi
Dalle 11.00-13.00 e 15.00-17.00;

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნი გაიხსნება საქართველოს საელჩოში წმინდა საყდართან და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან.
მისამართზე: ვია ტოსკანა 48/14, რომი
ხუთშაბათი და პარასკევი
11.00-დან 13.00-მდე და 15.00-დან 17.00-მდე

Address


Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in the Holy See posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your organization to be the top-listed Government Service?

Share