02/09/2026
🏎️ Ferrari & Michael Schumacher..
ვაგრძელებ ფერარის სერიას.
მილანელებო და ქალაქის სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ შესაძლებლობა გაქვთ, ისტორიული მოდელი ~ Ferrari F399, ნახოთ მილანის საავტომობილო კლუბში ~ Automobile Club Milano.
Ferrari_ის ის ბოლიდი (სპეციალურად შექმნილ მანქანა, რომლითაც პილოტი რბოლაში მონაწილეობს), რომლის ნახვაც და გადაღებაც რვა სექტემბრამდეა შესაძლებელი მილანში, სწორედ ის არის! შუმახერის ეპოქის ლეგენდარული ‘Ferrari’.
🏎️ ეს უბრალოდ ‘მანქანა’ არაა.
ეს არის 1999 წლის F399 მოდელი, რომლითაც Michael Schumacher, Eddie Irvine და Mika Salo მონაწილეობდნენ იმ სეზონში, როცა Ferrari_მ 1983 წლის შემდეგ პირველად მოიგო Constructors’ World Championship.
მოდელმა იმ სეზონში 6 გამარჯვება და 3 დუბლი მოიპოვა და ჩემპიონატი 128 ქულით დაასრულა.
სიმბოლურია, რომ გამოფენა, სწორედ 2026 წლის Monza_ს გრან-პრის წინ ტარდება და შუმახერის Ferrari_სადმი მიძღვნილი ღონისძიება, მისი ~ ფერარისთან პირველი გამარჯვების 30 წლისთავსაც უკავშირდება.
🏎️ ერთი საინტერესო დეტალი ~ გამოფენაზე F399-სთან ერთად დგას 1:1 მასშტაბის, ქაღალდისგან გაკეთებული Formula 1_ის ბოლიდიც, რომელიც შექმნილია Facciavista ETS_ის აუტიზმის მქონე ახალგაზრდების მიერ.
ეს ნამდვილად ღირს სანახავად. განსაკუთრებით ახლა, Monza_ს GP_ის წინ.
🏎️ ლეგენდარული Michael Schumacher ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე. თემა პირადულია და ოჯახი დეტალებს თითქმის არ ასაჯაროებს.
2013 წლის 29 დეკემბერს 44 წლის ასაკში, მან საფრანგეთის ალპებში, სათხილამურო უბედური შემთხვევისას, თავის ტვინის ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდა. უკვე 12 წელზე მეტია ამ მდგომარეობაშია. დღეს, მიხაელი 57 წლისაა. ბოლო წლების განმავლობაში ოჯახი მის მდგომარეობაზე ოფიციალურ სამედიცინო სიახლეს თითქმის არ ავრცელებს. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა და შესაძლებელია ეტლით გადაადგილება შეეძლოს.
• გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო რბოლის გენიოსს!
რომელსაც, კარიერის მანძილზე ~
‘მზის ბიჭი’, ‘წითელი დრაკონი’, ‘შუმი’ და რა აღარ შეარქვეს..
და ფაქტია, რომ სწორედ ამიტომ არის წლევანდელი მონცას Ferrari_ის GP ასეთი ემოციური.
აღნიშნავენ შუმახერის ფერარიში მოსვლიდან 30 წელს და მის პატივსაცემად ~
* მონცაში თანამედროვე Ferrari_ს მანქანებს ექნებათ 1996 წლის F310-ით შთაგონებული სპეციალური დიზაინი;
* გამოფენენ მის F310_ს, 248 F1_სა და F2002_ს;
* Sebastian Vettel და Rubens Barrichello, შუმახერის ისტორიული ფერარებით საპატიო წრეებს გაივლიან.
ანუ ის, რაც ახლა Monza_ზე მოხდება, უბრალოდ ძველი ჩემპიონატის გახსენება კი არა, ცოცხალი ლეგენდისადმი პატივისცემაა!
🏎️ Ferrari_სთან მისი ისტორია მართლაც განსაკუთრებული იყო ~
* 1996 წელს გადავიდა და 2006 წლის სეზონის ბოლომდე დარჩა გუნდში, ანუ 11 სეზონი.
Formula 1_ის ოფიციალური მონაცემებით, ეს იყო ერთ გუნდში გატარებული 11 სეზონი, რომლის განმავლობაშიც, Ferrari_სთვის 178 რბოლა ჩაატარა და 72 გამარჯვება მოიპოვა.
* Ferrari-სთან ერთად მოიგო 5 მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ!
შუმახერმა პრაქტიკულად Ferrari_ის ახალი ეპოქა შექმნა გამორჩეული გერმანული ხასიათითა და წესრიგით.
გუნდი, რომელსაც ტიტული 1979 წლის შემდეგ აღარ ჰქონია, მან მსოფლიო ჩემპიონობის მწვერვალზე დააბრუნა, სწორედ იმიტომაა იგი ფერარის „სახე“, რომ მასთან ასოცირდება Ferrari_ს ის ოქროს ხანა, რომელსაც დღესაც განსაკუთრებული ნოსტალგიით იხსენებენ.
და ასეთი ემოციურიც იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა მისი Ferrari-ში მისვლიდან. მოკლედ ~
🏎️ Ferrari F399 Michael Schumacher, 1999_ ის ნახვას შეძლებთ მისამართზე ~
Corso Venezia 43
გამოფენა 8 სექტემბრამდე გაგრძელდება Automobile Club Milano_ს სალონში.
ღიაა 08:30_ დან 17:00 საათამდე.
შესვლა უფასოა.
დღეს, Palazzo Reale_სთან ფერარის პილოტებთან შესახვედრად ინფორმაციას, წინა პოსტით შეგიძლიათ გაეცნოთ👇
https://www.facebook.com/share/p/1LWioigJeg/?mibextid=wwXIfr
თან, მოიწონეთ გვერდი ~
Milano __ ინგას მილანი __
Milanium M&T
Milanium Voyager
#მილანი #ინგასმილანი #იტალია #სპორტი #ფერარი #რბოლა
#მიხაელშუმახერი #შუმახერი