16/07/2022
2022 წლის 15 ივლის საქართველოში აღინიშნა ვლაქერნობის დღესასწაული.
ყოველ 15 ივლისს, დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს გამოაბრძანებენ და ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ასვენებენ, სადაც მომლოცველებს მასთან მიახლების შესაძლებლობა ეძლევათ.
ვლაქერნობის დღესასწაული მეხუთე საუკუნეში დაწესდა, რომელიც ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადებას ნიშნავს, ხოლო ვლაქერნობა ზუგდიდში, ვლაქერნის სახელობის ხატის სახელობის ტაძარში 1990 წლიდან აღინიშნება. მაშინ დღესასწაულის მასშტაბები ბევრად მცირე იყო, ხოლო დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანდებიან მომლოცველები და ზუგდიდში აღნიშნავენ დღესასწაულს.
ვლაქერნობის დღესასწაული გახლავთ არამარტო რელიგიური, არამედე სახალხო დღესასწაული.
ეს დიდებული დღესასწაული გაიმართა მაღალყოვლადუსამღვდელოესის,ზუგდიდისა და ცაიშის პოტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს დამსახურებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტერის მერიის თანამშრომლობით
🇬🇪🇮🇹აღსანიშნავია, რომ ვლაქერნობის დღესასწაულზე საქართველოს იტალიელ მეგობარს, დონ ფრანკო ჩერუტის ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.
Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
ქალაქ ზუგდიდის მერია