Georgia in Thessaloniki

Georgia in Thessaloniki Consulate General of Georgia in Thessaloniki

GEO/ENG👇2026 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მს...
05/06/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნების რეკორდულად მცირე რაოდენობა, 8 დაფიქსირდა.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება [აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4-ით გაიზარდა და 68 შეადგინა]. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

On 4 June 2026, within the framework of its 80th session, the United Nations General Assembly adopted the resolution titled “Status of Internally Displaced Persons and Refugees from Abkhazia, Georgia and the Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia.” The resolution was initiated by Georgia and co-sponsored by 68 countries from various regions of the world. The resolution was supported by 107 countries. A record-low number of countries opposed the resolution, with only 8 voting against it.

Georgia has been submitting this resolution to the UN General Assembly since May 2008 and, given its objectives, is of a humanitarian nature. The resolution condemns the demographic changes carried out by force in the regions of Georgia occupied by Russia, affirms the right of displaced persons, regardless of their ethnicity, to return to their homes in dignity and safety, and emphasizes the need to respect and protect their property rights.

In addition to the humanitarian context, the resolution also has a practical significance, as it instructs the UN Secretary-General to prepare an annual report on the implementation of the resolution. This is particularly important given the difficult human rights situation in the regions of Georgia occupied by Russia and the absence of international monitoring mechanisms.

The resolution further calls on the participants of the Geneva International Discussions to intensify efforts aimed at improving the security and human rights situation in the Abkhazia and Tskhinvali regions. Progress in these areas is essential for enabling the safe and voluntary return of IDPs and refugees to their places of origin.

In recent years, this resolution has evolved into a truly global initiative, garnering support from dozens of countries. This year, the number of co-sponsors increased by 4, reaching 68. Co-sponsorship of the resolution enables these countries to participate even more actively in international efforts aimed at addressing the severe humanitarian situation resulting from Russia’s aggression and occupation.

During the debate on the resolution on 4 June, supportive statements were delivered by the President of the UN General Assembly, the European Union, Lithuania (on behalf of the Baltic and Nordic countries), the United Kingdom, Australia (on behalf of Canada and New Zealand), Ukraine and Japan.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia expresses its gratitude to all the countries that voted in favor of the resolution and joined as co-sponsors. Through their support, each of these countries reaffirmed the right of displaced persons and refugees to return to their homes and expressed solidarity with every individual affected by displacement.

01/06/2026
⚜️ 2026 წლის 28 მაისს ქ. თესალონიკში გაიმართა ქართული ფოლკლორის ფესტივალი და ქ. თესალონიკში მოღვაწე ქართველ მხატვართა და...
29/05/2026

⚜️ 2026 წლის 28 მაისს ქ. თესალონიკში გაიმართა ქართული ფოლკლორის ფესტივალი და ქ. თესალონიკში მოღვაწე ქართველ მხატვართა და ხელოვანთა გამოფენა.
საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული კულტურისა და ფოლკლორის მრავალფეროვანი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოდან ჩამოსული და თესალონიკში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები.

⚜️ ღონისძიება ჩატარდა საქართველოს გენერალური საკონსულოს ეგიდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თესალონიკის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, კომპანია „მეჯიქ გრუფ არტ ფესტისა“ და „MG Travel“-ის მონაწილეობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. თესალონიკში არსებული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ბიზნეს სექტორის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.

⚜️ საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული კულტურისა და ფოლკლორის მრავალფეროვანი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოდან ჩამოსული და თესალონიკში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები: „გორდა“, „კავკასიელები“, „სიონი“, „არგო“, „იმედი“, „საქართველო“, „შევარდენი“ და „ლომისი“.

⚜️ ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მაკედონია-თრაქიის საკითხებში, კონსტანტინოს გიულეკასი და მმართველი პარტიის თესალონიკის დეპუტატი, დიმიტრიოს კუველასი.

⚜️ ღონისძიების ბოლოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ და კომპანიის „MG Travel“ დირექტორმა, გიორგი ლომიძემ ფესტივალის მონაწილეები სამადლობელი სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

⚜️ Στις 28 Μαΐου 2026 πραγματοποιήθηκε στη Θεσσαλονίκη Φεστιβάλ Γεωργιανού Φολκλόρ και Έκθεση Γεωργιανών Ζωγράφων και Καλλιτεχνών που δραστηριοποιούνται στη Θεσσαλονίκη.

⚜️ Κατά τη διάρκεια της εκδήλωσης παρουσιάστηκε ένα πρόγραμμα γεωργιανού πολιτισμού και φολκλόρ, στο οποίο συμμετείχαν χορευτικά συγκροτήματα τόσο από τη Γεωργία όσο και από τη γεωργιανή κοινότητα της Θεσσαλονίκης.

⚜️ Η εκδήλωση πραγματοποιήθηκε υπό την αιγίδα του Γενικού Προξενείου της Γεωργίας, με την υποστήριξη του Υπουργείου Εξωτερικών της Γεωργίας και του Δήμου Θεσσαλονίκης, καθώς και με τη συμμετοχή των εταιρειών „Magic Group Art Fest” και
„MG Travel”.

⚜️ Στην εκδήλωση παρευρέθηκαν εκπρόσωποι κρατικών φορέων της Θεσσαλονίκης, μέλη του διπλωματικού σώματος, εκπρόσωποι του επιχειρηματικού, εκπαιδευτικού και πολιτιστικού τομέα, καθώς και μέλη της γεωργιανής διασποράς.

⚜️ Στο καλλιτεχνικό πρόγραμμα συμμετείχαν τα χορευτικά συγκροτήματα „Gorda”, „Kavkasielebi”, „Sioni”, „Argo”, „Imedi“, „Sakartvelo“, „Shevardeni“ και „Lomisi“ τα οποία προέρχονταν τόσο από τη Γεωργία όσο και από τη Θεσσαλονίκη.

⚜️ Επίτιμοι προσκεκλημένοι της εκδήλωσης ήταν ο Υφυπουργός Εσωτερικών της Ελληνικής Δημοκρατίας αρμόδιος για θέματα Μακεδονίας και Θράκης, κ. Κωνσταντίνος Γκιουλέκας, καθώς και ο Βουλευτής στην Α Θεσσαλονίκης με το κόμμα της Νέας Δημοκρατίας, κ. Δημήτριος Κούβελας.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
29/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://thessaloniki.mfa.gov.ge/news/523953-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola-sagranto-pro

⚜️ 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, „ათენისა და მაკედონიის ეროვნულ...
28/05/2026

⚜️ 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, „ათენისა და მაკედონიის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს“ (ANA-MPA) მიერ გამოქვეყნდა ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის, გელა ჯაფარიძის ინტერვიუს მეორე ნაწილი.

⚜️ გენერალურმა კონსულმა ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიულ მნიშვნელობაზე, 1918 წლის პირველი რესპუბლიკისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესზე, ასევე ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაზე.

⚜️ გელა ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე, საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის როლზე, როგორც რეგიონულ სატრანზიტო და ეკონომიკურ ჰაბზე. მისი თქმით, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს თავისუფალი, სტაბილური და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემოს განვითარებას, რასაც გავლენიანი უცხოური საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.

⚜️ გენერალურმა კონსულმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და საბერძნეთ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაზე და ხაზი გაუსვა ბათუმისა და თესალონიკის დაძმობილების მნიშვნელობაზე, რაც ახალ იმპულსს მისცემს როგორც ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს, ასევე ტურიზმის განვითარებას.

⚜️ მან ასევე ხაზი გაუსვა პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თესალონიკსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების ზამთრის სეზონზეც განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის.

⚜️ გენერალურმა კონსულმა ისაუბრა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზეც. მისი განცხადებით, არისტოტელეს უნივერსიტეტში იგეგმება ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ქართულ–ბერძნული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განვითარებას.

⚜️ ინტერვიუში ასევე ყურადღება დაეთმო ქართული დიასპორის მხარდაჭერის საკითხს, ქართული საკვირაო სკოლების საქმიანობასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს საბერძნეთში.

სრული ინტერვიუ იხილეთ👇

https://www.amna.gr/macedonia/article/995946/

27/05/2026
25/05/2026
⚜️ ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო გიწვევთ ქართული ფოლკლორის ფესტივალზე და თესალონიკში მოღვაწე ქართველ მ...
22/05/2026

⚜️ ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო გიწვევთ ქართული ფოლკლორის ფესტივალზე და თესალონიკში მოღვაწე ქართველ მხატვართა და ხელოვანთა გამოფენაზე!

⚜️ ღონისძიება ტარდება საქართველოს გენერალური საკონსულოს ეგიდით და თესალონიკის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

⚜️ საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურისა და ფოლკლორის მრავალფეროვანი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: გორდა, კავკასიელები, სიონი, არგო, იმედი, საქართველო, შევარდენი და ლომისი და თესალონიკში მოღვაწე მხატვრები და ხელოვანები: მზია ნონიაშვილი, ნინო ონიანი, თინა შავდათუაშვილი, მადონა ჩოჩორაძე, მერი ბირბიჩაძე და თესალონიკის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები.

📍 28 მაისი
📍 თეატრი „კიპონი“, თესალონიკი
🕖 დასაწყისი — 19:00 სთ-ზე
🎟️ დასწრება თავისუფალია

გელით ქართული კულტურის, მუსიკისა და ცეკვის დაუვიწყარ საღამოზე!

⚜️ Το Γενικό Προξενείο της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη σας προσκαλεί στο Φεστιβάλ Γεωργιανών Παραδοσιακών Χορών και στην Έκθεση Γεωργιανών Καλλιτεχνών που δραστηριοποιούνται στη Θεσσαλονίκη!

⚜️ Η εκδήλωση πραγματοποιείται υπό την αιγίδα του Γενικού Προξενείου της Γεωργίας, με την υποστήριξη του Υπουργείου Εξωτερικών της Γεωργίας και του Δήμου Θεσσαλονίκης.

⚜️ Στη βραδιά θα παρουσιαστεί πρόγραμμα γεωργιανής παράδοσης και πολιτισμού, με τη συμμετοχή των χορευτικών συγκροτημάτων: Gorda, Kavkasielebi, Sioni, Argo, Imedi, Sakartvelo, Shevardeni, Lomisi, καθώς και των Γεωργιανών ζωγράφων και καλλιτεχνών που δραστηριοποιούνται στη Θεσσαλονίκη: Mzia Noniashvili, Nino Oniani, Tina Shavdatuashvili, Madona Chochoradze, Meri Birbichadze και οι μαθητές του Γεωργιανού Κυριακάτικου Σχολείου Θεσσαλονίκης.

📍 28 Μαΐου
📍 Θέατρο Κήπου, Θεσσαλονίκη
🕖 Ώρα έναρξης — 19:00
🎟️ Είσοδος ελεύθερη

Σας περιμένουμε σε μια αξέχαστη βραδιά γεωργιανού πολιτισμού, μουσικής και χορού!

Address

Μητροπολίτου αμβροσιου Μοσχονησίων 11, Θεσσαλονίκης
Thessaloníki
54655

Opening Hours

Monday 09:00 - 13:30
Tuesday 09:00 - 13:30
Wednesday 09:00 - 13:30
Thursday 09:00 - 13:30

Telephone

+306936840912

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Thessaloniki posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Thessaloniki:

Share