Georgia in Greece

Georgia in Greece Welcome to the official page of the Georgian Embassy to the Hellenic Republic also accredit

2026 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს ს...
05/06/2026

2026 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნების რეკორდულად მცირე რაოდენობა, 8 დაფიქსირდა.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება [აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4-ით გაიზარდა და 68 შეადგინა]. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

On 4 June 2026, within the framework of its 80th session, the United Nations General Assembly adopted the resolution titled “Status of Internally Displaced Persons and Refugees from Abkhazia, Georgia and the Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia.” The resolution was initiated by Georgia and co-sponsored by 68 countries from various regions of the world. The resolution was supported by 107 countries. A record-low number of countries opposed the resolution, with only 8 voting against it.

Georgia has been submitting this resolution to the UN General Assembly since May 2008 and, given its objectives, is of a humanitarian nature. The resolution condemns the demographic changes carried out by force in the regions of Georgia occupied by Russia, affirms the right of displaced persons, regardless of their ethnicity, to return to their homes in dignity and safety, and emphasizes the need to respect and protect their property rights.

In addition to the humanitarian context, the resolution also has a practical significance, as it instructs the UN Secretary-General to prepare an annual report on the implementation of the resolution. This is particularly important given the difficult human rights situation in the regions of Georgia occupied by Russia and the absence of international monitoring mechanisms.

The resolution further calls on the participants of the Geneva International Discussions to intensify efforts aimed at improving the security and human rights situation in the Abkhazia and Tskhinvali regions. Progress in these areas is essential for enabling the safe and voluntary return of IDPs and refugees to their places of origin.

In recent years, this resolution has evolved into a truly global initiative, garnering support from dozens of countries. This year, the number of co-sponsors increased by 4, reaching 68. Co-sponsorship of the resolution enables these countries to participate even more actively in international efforts aimed at addressing the severe humanitarian situation resulting from Russia’s aggression and occupation.

During the debate on the resolution on 4 June, supportive statements were delivered by the President of the UN General Assembly, the European Union, Lithuania (on behalf of the Baltic and Nordic countries), the United Kingdom, Australia (on behalf of Canada and New Zealand), Ukraine and Japan.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia expresses its gratitude to all the countries that voted in favor of the resolution and joined as co-sponsors. Through their support, each of these countries reaffirmed the right of displaced persons and refugees to return to their homes and expressed solidarity with every individual affected by displacement.

https://www.facebook.com/share/p/18pCC1pXWv/?mibextid=wwXIfr

2026 წლის 27 მაისს, ათენის ვებსტერის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ...
01/06/2026

2026 წლის 27 მაისს, ათენის ვებსტერის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ, ქართველი კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გამოსაშვებ საღამოზე ელჩმა ქართველ სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა, სიგელები გადასცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მან ასევე ხაზი გაუსვა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მზადყოფნას, მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი ქართველ სტუდენტებს.

ღონისძიების ფარგლებში, ვებსტერის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის საგანმანათლებლო და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ლევან ბერიძეს გადასცა ჯილდო „Embassy of Educational Partnership & Collaboration“.

On May 27, 2026, at the graduation ceremony of Webster University in Athens, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the Hellenic Republic, Levan Beridze, participated in the diploma award ceremony for Georgian graduates.

During the event, the Ambassador congratulated the Georgian students on the successful completion of their studies, presented them with certificates, and wished them success in their future professional endeavors. He also emphasized the readiness of the Embassy of Georgia in the Hellenic Republic to continue actively supporting Georgian students in the future.

As part of the ceremony, the administration of Webster University presented Ambassador Levan Beridze with the “Embassy of Educational Partnership & Collaboration” award in recognition of his outstanding contribution to strengthening cooperation with the University and fostering educational and friendly relations between Georgia and Greece.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

⚜️ 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, „ათენისა და მაკედონიის ეროვნულ...
28/05/2026

⚜️ 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით, „ათენისა და მაკედონიის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს“ (ANA-MPA) მიერ გამოქვეყნდა ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის, გელა ჯაფარიძის ინტერვიუს მეორე ნაწილი.

⚜️ გენერალურმა კონსულმა ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიულ მნიშვნელობაზე, 1918 წლის პირველი რესპუბლიკისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესზე, ასევე ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლაზე.

⚜️ გელა ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე, საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის როლზე, როგორც რეგიონულ სატრანზიტო და ეკონომიკურ ჰაბზე. მისი თქმით, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს თავისუფალი, სტაბილური და კორუფციისგან თავისუფალი ბიზნესგარემოს განვითარებას, რასაც გავლენიანი უცხოური საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.

⚜️ გენერალურმა კონსულმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და საბერძნეთ შორის ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებაზე და ხაზი გაუსვა ბათუმისა და თესალონიკის დაძმობილების მნიშვნელობაზე, რაც ახალ იმპულსს მისცემს როგორც ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს, ასევე ტურიზმის განვითარებას.

⚜️ მან ასევე ხაზი გაუსვა პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თესალონიკსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების ზამთრის სეზონზეც განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის.

⚜️ გენერალურმა კონსულმა ისაუბრა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზეც. მისი განცხადებით, არისტოტელეს უნივერსიტეტში იგეგმება ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ქართულ–ბერძნული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განვითარებას.

⚜️ ინტერვიუში ასევე ყურადღება დაეთმო ქართული დიასპორის მხარდაჭერის საკითხს, ქართული საკვირაო სკოლების საქმიანობასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს საბერძნეთში.

სრული ინტერვიუ იხილეთ👇

https://www.amna.gr/macedonia/article/995946/

27/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ათენის მერიის თანამშრომლ...
26/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ათენის მერიის თანამშრომლობით, ომონიას მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

To mark Georgia’s Independence Day, in cooperation between the Embassy of Georgia to the Hellenic Republic and the Municipality of Athens, the fountain at Omonia Square was illuminated in the colors of the Georgian flag.

26/05/2026
2026 წლის 20 მაისს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ...
21/05/2026

2026 წლის 20 მაისს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის ახლად დანიშნულ გენერალურ მდივანთან, დიმიტრის ღალამატისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა გენერალურ საკონსულოსა და მაკედონია-თრაქიის თესალონიკის დეცენტრალიზებულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

Στις 20 Μαΐου 2026, στη Θεσσαλονίκη, ο Γενικός Πρόξενος της Γεωργίας, Gela Japaridze, πραγματοποίησε εθιμοτυπική συνάντηση με τον νέο Γενικό Γραμματέα της Αποκεντρωμένης Διοίκησης Μακεδονίας-Θράκης, Δημήτρης Γαλαμάτης.

Κατά τη διάρκεια της συνάντησης συζητήθηκαν ζητήματα συνεργασίας μεταξύ του Γενικού Προξενείου της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη και της Αποκεντρωμένης Διοίκησης Μακεδονίας-Θράκης.

2026 წლის 13-14 მაისს, ათენში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ენერგეტიკულ სამიტში  მ...
16/05/2026

2026 წლის 13-14 მაისს, ათენში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ენერგეტიკის მინისტრების პანელზე სახელწოდებით - “Delivering 2030 – Leadership commitments for the energy transition" საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მოხსენებით გამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრ სტავროს პაპასტავროუსთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებას და ამასთან, მზად არის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.

On May 13–14, 2026, in Athens, Minister of Economy and Sustainable Development Mariam Kvrivishvili participated in the Energy Summit, where she delivered a speech on key directions of Georgia’s energy sector during the panel of energy ministers titled “Delivering 2030 – Leadership Commitments for the Energy Transition.”

As part of the visit, the Minister held a meeting with Greece’s Minister of Environment and Energy, Stavros Papastavrou. During the meeting, the parties discussed prospects for deepening cooperation between the two countries in the energy sector. In addition, it was noted that the Georgian side welcomes the strengthening of cooperation in the energy sector between Georgia and European countries and is ready to contribute to Europe’s energy security through the Black Sea submarine cable project.

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, Federico Menna-ს პოდკასტში “28 Digita...
14/05/2026

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, Federico Menna-ს პოდკასტში “28 Digital – Makers & Shapers”, საუბრობს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სწრაფად მზარდ ეკოსისტემასა და ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ევროპას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიას შორის დამაკავშირებელ ჰაბზე.

The Ambassador of Georgia to the Hellenic Republic, Levan Beridze, joins Federico Menna on “28 Digital – Makers & Shapers” to discuss Georgia’s growing innovation and technology ecosystem and its strategic role as a connecting hub between Europe, the United States, and Asia.

Innovation across borders: Building bridges between Georgia, Europe, and the US

Address

Argonavton 11
Khalándri
15232

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+302107489180

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Greece posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Greece:

Share