ათენის ქართული ბიბლიოთეკა

  • Home
  • Greece
  • Athens
  • ათენის ქართული ბიბლიოთეკა

ათენის ქართული ბიბლიოთეკა ათენის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახე

2014 წლის 9 თებერვალს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ "კავკასია"-ს ბაზაზე დაარსდა "ათენის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა", რომელიც შეიქმნა „ათენის ქართული ინსტიტუტის“ სამეცნიერო, და საგანმანათლებლო ცენტრ "კავკასია"-ს მხატვრული ლიტერატურის ბიბლიოთეკების შერწყმის საფუძველზე. ბიბლიოთეკა მოიცავს დაახლოებით 2500 ერთეულს.

ათენის ბიბლიოთეკას საქართველოს სხვადასხვა გამომცემლობ

ებმა 300-ზე მეტი წიგნი გადასცეს საჩუქრად და ასევე, სხვადასხვა ცნობილმა ავტორებმა საკუთარი ავტოგრაფებით. დიდი ნაწილი წიგნებისა მიღებულია საჩუქრად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისაგან.

ათენის ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, მეუღლითურთ, რომელიც მიესალმა საზოგადოებას და აღუთქვა დახმარება ბიბლიოთეკის მესვეურებს მომავალ საქმიანობაში.

ათენის წმ. ექვთიმე მთაწმინდელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მისამართია: ქ. ათენი, პატისიონის 81 ("ვიქტორიას მოედანი"), განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია".

20/12/2025

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

08/10/2025

ჩვენი ბიბლიოთეკის დიდი მოამაგე - ქალბატონი მაია მიქაბერიძე🧡

19/08/2025
დიმიტრი (დოდო) ალექსიძე - გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ნოვატორი ქართველი თეატრალური რეჟისორი.ჩვენთვის,...
26/10/2024

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე - გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ნოვატორი ქართველი თეატრალური რეჟისორი.
ჩვენთვის, საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისათვის საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მან, ერთ-ერთმა პირველმა გაბედა და საბჭოთა კავშირის სცენაზე დადგა ძველი ბერძნული დრამა - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე".

ჩემი შვილების ❤️"ბაბუ დოდო"❤️.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/dzveli-afisha/მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/Hopla.1tv.ge/გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2...

📣 2024 წლის 14 და 15 სექტემბერს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრს „კავკასია“ სტუმრობს ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთ...
15/09/2024

📣 2024 წლის 14 და 15 სექტემბერს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრს „კავკასია“ სტუმრობს ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია (Konstantine Gamsakhurdia).

✍️ კვირა, 15 სექტემბერი, 14:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ქართულ ემიგრაციასთან.
დღის წესრიგი:
- საუბარი „თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების ტენდენციები“;
- პარალელურად გაიმართება ბატონი კონსტანტინეს უკანასკნელი, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული მონოგრაფიის - „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის (ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული პორტრეტი)" პრეზენტაცია.
⚜️ ორივე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგი მირიან ხისიტაშვილი.
⚜️ საღამოების წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთ. მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ ,,კავკასიას“ ხელმძღვანელი.
🔔 დასწრება: თავისუფალი.
⚜️ ვისაც გაქვთ სურვილი, დაესწროთ ამ შეხვედრებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე: 210.7211226/ 6945.381250, ან 6999. 640412
📮 მისამართი: პატისონის ქ. 81 (იგივე 28 ოქტომბრის), I სართული (,,ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია“.

📣 ვიწყებთ...!🎼 ჩვენი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსაბლის უმცროსმა თაობამ გასულ წელს განსაკუთრებით გვასახელა: 🇬🇪 საქართველოს...
11/09/2024

📣 ვიწყებთ...!

🎼 ჩვენი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსაბლის უმცროსმა თაობამ გასულ წელს განსაკუთრებით გვასახელა:
🇬🇪 საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გასულ 26 მაისს, ზუსტად 17:10 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საზეიმოდ შეასრულა 300 ბავშვმა, რომელთა შორისაც იყვნენ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები ათენიდან, პარიზიდან, სტრასბურგიდან და ბარსელონადან.

⚜ ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები (Mamuka Inadze - სამხ. ხელმძღვანელი, ნატალია ანთია ლაშა ნატა & ანნა იმედაძე Anna Imedadze - ხალხური საკრავები, გიული ხმალაძე-მოისიდუ Giuli Khmaladze Moisidu - ფორტეპიანო)
დიდი მონდომებით ასწავლიან როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს ქართულ ხალხურ და ქალაქურ სიმღერებს, ფორტეპიანოსა და ხალხურ ინსტრუმენტებს!

🔸 მოსამზადებელ სტუდიაში აღსაზრდელები მიიღებიან 4 წლიდან;
🔸 მეცადინეობები კვირაში ორჯერ;
🔸 სავალდებულო თეორიული საუბრები ქართული ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის საკითხებზე.

🔹პარალელურად მოქმედებს მოყვარულთა წრეები, ასაკი შეუზღუდავია.
📫 მისამართი: პატისიონის ქ. 81, I სართული.
☎ 210.7211226 - 6999.640412 - 6945381250 - 6995.956444

📌 ახალ წევრებთან გასაუბრება-რეგისტრაცია გაიმართება შაბათობით, 15:00 – 17:00 საათებში.
📫 მისამართი: პატისიონის ქ. 81, I სართული.

🇬🇪 შეისწავლე ქართული სიმღერა ჩვენთან ერთად ათენში!

🇬🇪 საზოგადოებრივ მაუწყებელზე აჩვენეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, 26 მაისს, ზუსტად 17:10 საათზე, საზეიმოდ შეას...

Address

81, Patision Str
Athens
10434

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Telephone

+306999640412

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ათენის ქართული ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ათენის ქართული ბიბლიოთეკა:

Share