ქართული ოცნება / ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ქართული ოცნება / ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია

ქართული ოცნება / ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია ქართული ოცნება / ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth

04/04/2026
08/12/2025

,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნოდარ ბოკერია უმაღლესი განათლების რეფორმაზე:

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიამ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონფეცია შეიმუშავა.

1. უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია

უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია მნიშვნელოვანია, რადგან თბილისისადმი გადაჭარბებული კონცენტრაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში უთანასწორობას ქმნის. ქუთაისში და რეგიონებში ძლიერი საუნივერსიტეტო ცენტრების ჩამოყალიბება უზრუნველყოფს, რომ კადრები, ინოვაციები და ეკონომიკური პოტენციალი თანაბრად განაწილდეს ქვეყანაზე. ეს ამცირებს თბილისისკენ მიგრაციას, აძლიერებს რეგიონულ ეკონომიკებს, ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას და საბოლოოდ განამტკიცებს სახელმწიფოს სტაბილურობასა და გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.

2. რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება

რესურსების ოპტიმიზაცია და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს საგანმანათლებლო კონცეფციის პრიორიტეტულ ამოცანას. ამ მიზნის ეფექტიანი განხორციელებისთვის დაინერგება პრინციპი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“. უნივერსიტეტები საქმიანობას განახორციელებენ თავიანთი პროფილის შესაბამისად, ხოლო ახალი 3+1 მოდელი უმაღლესი განათლების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.


3. საკადრო პოლიტიკის დახვეწა

საკადრო პოლიტიკის დახვეწა და აკადემიური ბირთვის სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებით დაკომპლექტება , ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ასეთ პირობებში პროფესორები სრულად ახერხებენ თავიანთი აკადემიური საქმიანობისა და კვლევის სისტემურად და ხარისხიანად განხორციელებას. მათი სრული ჩართულობა უზრუნველყოფს სწავლების პროცესის სტაბილურობას, მეტად მიზანმიმართულ აკადემიურ ზედამხედველობასა და სტუდენტებთან ეფექტიან პროფესიულ ურთიერთობას, რაც არსებითად ამაღლებს უნივერსიტეტებში განათლების საერთო ხარისხს.


4. სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება და თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შექმნა.

სწავლებასა და კვლევას შორის მჭიდრო კავშირი უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების უმთავრესი წინაპირობაა. კვლევითი დაწესებულებების ინტეგრაცია უნივერსიტეტებში, თანამედროვე სახელმძღვანელოების შექმნა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ სწავლება დაეფუძნოს სამეცნიერო სტანდარტებს, ზრდის ინოვაციურობას და უნივერსიტეტების როლს ქვეყნის განათლებასა და განვითარებაში.



5. შრომის ბაზრის ანალიზი

შრომის ბაზრის ანალიზის მიხედვით, უნივერსიტეტები ზუსტად შეძლებენ განსაზღვრონ, რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე რა რაოდენობის სტუდენტების მიღებაა საჭირო. კონცეფციის ეს მიმართულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკადრო პოლიტიკას, რადგან საბაზრო მოთხოვნა პირდაპირ და პროპორციულად იქნება დაკავშირებული პოტენციურ კადრებთან.

6. დაფინანსების სისტემა

დაფინანსების მოდელი მკვეთრად გადაიხედება. დაფინანსების არსებულ, საგრანტო წესს სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძვნებული სისტემა შეცვლის, რაც ხელს შეუწყობს ხარჯების ოპტიმიზაციასა და პრიორიტეტების განსაზღვრას.

7. ინფრასტრუქტურის განვითარება

ახალი, თანამედროვე საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნა თბილისსა და ქუთაისში, ასევე რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება, რათა სწავლება, კვლევა და სტუდენტური ცხოვრება უმაღლეს სტანდარტებს დაეყრდნოს.



,,ქართული ოცნებისთვის’’ განათლება წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას, რადგან ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ახალი თაობის აღჭურვა უნარებითა და ცოდნით, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ამასთან, ,,ქართული ოცნება” არის პირველი ხელისუფლება ისტორიაში, რომელმაც უზრუნველყო უმაღლესი განათლების უფასოდ მიღება.”

#ქართულიოცნება
#ახალგაზრდულიორგანიზაცია

02/12/2025
30/10/2025

დღეს, საქართველოს მუნიციპალიტეტების ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართა.

გვიხარია, რომ ჩვენი ორგანიზაციის ძალიან ბევრი წევრი გახდა საკრებულოს წევრი.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს!

#ქართულიოცნება
#ახალგაზრდულიორგანიზაცია

შეხვედრა  მოქალაქეებთან:📍ყულიშკარიმშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ზუგდიდს! #ქართულიოცნება #ახალგაზრდულიორგანიზაცი...
03/10/2025

შეხვედრა მოქალაქეებთან:

📍ყულიშკარი

მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ზუგდიდს!

#ქართულიოცნება
#ახალგაზრდულიორგანიზაცია
#არჩევნები2025

🇬🇪სოხუმის დაცემის დღიდან 32 წელი გავიდა!ჩვენ გვახსოვს, ჩვენ გვტკივა აფხაზეთი!!!ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!!!სიმბოლური აქ...
26/09/2025

🇬🇪სოხუმის დაცემის დღიდან 32 წელი გავიდა!

ჩვენ გვახსოვს, ჩვენ გვტკივა აფხაზეთი!!!
ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს!!!

სიმბოლური აქცია ენგურის ხიდზე - ,,მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს''

ქართული ოცნება / ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია ✌🏻

#მშვიდობითდავიბრუნებთერთმანეთს

🔵ზუგდიდის მერობის კანდიდატი   დავით კოდუა,  ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოთარ ქადარიასთან, ...
25/09/2025

🔵ზუგდიდის მერობის კანდიდატი დავით კოდუა, ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოთარ ქადარიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაცხოვრისკარის მაჟორიტარობის კანდიდატთან რატი ყოლბაიასთან და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა.

👉წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა
თაბუკაშვილის ქუჩაზე გაიმართა.

მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ზუგდიდს!

#ქართულიოცნება
#ახალგაზრდულიორგანიზაცია
#არჩევნები2025

Address

ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი #9
Zugdidi
2100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული ოცნება / ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქართული ოცნება / ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაცია:

Share