RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური

RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური

27/02/2026
16/12/2025

✅ პროგრამის "დანერგე მომავალი" პირობების შესახებ პროექტის კოორდინატორი მარიამ მეკოშკიშვილი საუბრობს.

➡ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3YoBufy

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

12/12/2025

✅თუ ხართ დაინტერესებული მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით სოფლის განვითარების სააგენტო შესაძლებლობას გაძლევთ მიიღოთ თანადაფინანსება.

➡ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3YoBufy

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

✅ სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები ყოველკვირეულ შეხვედრებს ატარე...
05/12/2025

✅ სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები ყოველკვირეულ შეხვედრებს ატარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, აცნობენ მიმდინარე პროგრამებს და კონსულტაციას უწევენ სასოფლო-სამეურნეო დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებით.

📆 შეხვედრები ჩატარდა:

📍ზუგდიდი - სოფელი ცაიში
📍აბაში - სოფელი ონტოფო
📍ჩხოროწყუ - სოფელი ჭოღა
📍წალენჯიხი - სოფელი ლია

#მეტიცოდნასოფლად
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

20/11/2025

✔️ სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება შემდეგი მიმართულებებით:

➡️ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
➡️ პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა.

✅ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში ასევე გთავაზობთ შემდეგი მიმართულებებით ხელშეწყობას:

➡️ წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენის თანადაფინანსებას;
➡️ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიესათვის ბუღალტერიის შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის თანადაფინანსებას;
➡️ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.

✅ პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია მიიღოთ თანადაფინანსება უცხოელი კონსულტანტების მომსახურების მიზნობრიობით.

➡️ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://rda.gov.ge/programs/technical-assistance/f0b5dbd5-29c2-4145-bb8c-e0e2c1818ca5

ვიდეო რგოლები დამზადებულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) დაფინანსებული „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა 3) პროექტის ფარგლებში.

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

✅ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლე...
11/11/2025

✅ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამები გააცნეს და სასოფლო-სამეურნეო დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიეს.

📆 შეხვედრები ჩატარდა:

📍 ზუგდიდის - სოფელი რიყე
📍 ხობი - სოფელი თორსა
📍 აბაშა - სოფელი პირველი მაისი
📍 სენაკი - სოფელი ახალსოფელი
📍 მესტია - სოფელი ლენჯერი
📍 ჩხოროწყუ - სოფელი ლესიჭინე
📍 წალენჯიხა - სოფელი ფახულანი

#მეტიცოდნასოფლად
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

16/09/2025

✅ სოფლის განვითარების სააგენტო ბიოწარმოებით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ თანადაფინანსება

💸 პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

✔️ ბიოწარმოების სერტიფიცირება
✔️ საკონსულტაციო მომსახურება
✔️ თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება

💸 პროგრამა დამატებით მოიაზრებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:

✔️ მევენახეობა - ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა
✔️ მეფუტკრეობა - ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა

➡️ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3KnrcZi

ვიდეორგოლები დამზადებულია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC) დაფინანსებული „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET “ (ფაზა 3) პროექტის ფარგლებში

პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET “ (ფაზა 3) მიზნობრივი რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

25/07/2025

🥛🐮 „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება

განაცხადების მიღება გაგრძელდება:
🥛 რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე

✅ სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:

✔ რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
✔ მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე;
✔ ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის - ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა.

✅ რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

✅სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით თანადაფინანსების შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.rda.gov.ge/programs/490937-merdzeveobis-dargis-modernizatsiis-da-bazarze-tsvdomis-sakhelmtsipho-programa

#მერძევეობა
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

✅ სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები, მობილური ექსტენციის ფარგლებშ...
29/04/2025

✅ სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები, მობილური ექსტენციის ფარგლებში, ყოველკვირეულ შეხვედრებს ატარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, აცნობენ მიმდინარე პროგრამებს და კონსულტაციას უწევენ სასოფლო-სამეურნეო დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებით.

📆 შეხვედრა ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტში.

#მეტიცოდნასოფლად
#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

11/04/2025

📌 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზება (მე-3 ფაზა)“ ფარგლებში გეგმავს ტრენინგს „ქარსაფარი ზოლების მართვა-მენეჯმენტი“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, ქარსაფარის ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის საკითხებში ცოდნის გაღრმავებას.

🔸 ტრენინგმოდული მოიცავს ქარსაფარი ზოლების გაშენებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს.

🔸 სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

➡️ ფერმერები;
➡️ დარგის სპეციალისტები (ექსტენციონისტები);
➡️ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

🔸 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში Zoom - ის პლატფორმის მეშვეობით.

➡️ ბმული: https://us06web.zoom.us/j/82189797753

🔸 Meeting ID: 821 8979 7753

🔸 ტრენინგები დაგეგმილია შემდეგ რიცხვებში, შესაბამის რეგიონებში:

➡️ 14-15 აპრილი, 17:00-20:00 საათი - კახეთის რეგიონი;
➡️ 28-29 აპრილი, 17:00-20:00 საათი - სამეგრელოს რეგიონი, იმერეთის რეგიონი, გურიის რეგიონი;
➡️ 1-2 მაისი, 17:00-20:00 საათი - შიდა ქართლი; ქვემო ქართლი
➡️ 3-4 მაისი, 17:00-20:00 საათი - სამცხე-ჯავახეთი;
➡️ 5-6 მაისი, 17:00-20:00 საათი - მცხეთა - მთიანეთი.
ტრენინგებზე დარეგისტრირებლად, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

➡️ https://docs.google.com/forms/d/1nl2ZjJqNwrGsGmq-wxSU70aEUfo2nnLIClEzd5wngdU/edit

📢 დამატებითი ინფორმაციისთვის ტრენინგებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ასისტენტი ანა შამათავა (ტელ: 591 98 91 09 ელ.ფოსტა: [email protected]).

✅ აგრორჩევები - მანდარინი✔️ მოისმინეთ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლის გელა...
12/03/2025

✅ აგრორჩევები - მანდარინი

✔️ მოისმინეთ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლის გელა ზენიაშვილის რჩევები მანდარინის მოვლა-მოყვანის შესახებ

➡️ გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://bit.ly/3vCbnat

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2025
#მთავრობა2025

https://youtu.be/cTRvwVIbVeA

მოისმინეთ სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლის გელა ზენიაშვილის რ.....

Address

კოსტავას ქ. 58
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599355015

Alerts

Be the first to know and let us send you an email when RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური:

Share