02/06/2026
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მიხეილ ჯავახიშვილის, წაღვერისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნულ ქუჩებზე გზასთან ერთად სანიაღვრე არხები და ეზოებში მისასვლელებიც მოეწყობა.
აღნიშნული გზები ახალ საავტომობილო ხიდს დაუკავშირდება, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილისა და წაღვერის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში, ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშზე ახალი ხიდი ბოლო 40 წლის განმავლობაში არ აშენებულა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა მიხეილ ჯავახიშვილის, წაღვერისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის შესყიდვაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.