სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.ახლად რეაბილიტირებული ...
03/06/2026

ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა გახსნეს. მინისტრის და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად 150 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ლაბორატორიები და გარე მოედანი.

შენობაში დამონტაჟებულია გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონ 700 ათას ლარამდეა.

პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ...
03/06/2026

პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრა ამჯერად მესტიის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პანელური დისკუსიის ფორმატში ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული მხარდაჭერა, ინკლუზიური განათლების სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების საფეხურებს შორის ტრანზიცია.

პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მასწავლებლებთან, მშობლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება.

მესტიაში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.

კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, ზუგდიდის მერის მოადგილეებთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.

01/06/2026
ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს....
27/05/2026

ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან, მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლებიც უკვე აშენებულია. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროექტის ფარგლებში, შენდება 7 კორპუსი, რომელთაგან 2 კორპუსი დასრულებულია, ხოლო 3 კორპუსში სრულდება შიდა სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები. განსახლების პროგრამა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით 2027 წელს გადაეცემათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მთავრობ...
27/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მთავრობის სხვა წევრებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

„არია” დღე-ღამეში 3 ტონა რძეს ამუშავებს და პროდუქციას ადგილობრივ ბაზარს აწვდის. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო გაფართოებას და ამ მიზნით სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობას გეგმავს.

Address

ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599626561

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე:

Share