ტექნოპარკი ზუგდიდი Tech Park Zugdidi

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ტექნოპარკი ზუგდიდი Tech Park Zugdidi

ტექნოპარკი ზუგდიდი Tech Park Zugdidi თქვენი იდეები ხორციელდება ჩვენთან !

ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოე

ბები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს.

ტექნოპარკი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიური სფეროს ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, აერთიანებს რა ეროვნულ ინტელექტუალურ რესურსსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. ტექნოპარკი იქნება მუდმივად მოძრავი, განახლებადი და განვითარებადი. ის გახდება საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების ბირთვი.

ტექნოპარკი უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ცოდნასა და განვითარების პერსპექტივასთან. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მიიღებს კონსულტაციებს იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებამდე. ტექნოლოგიური პარკის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომელთა მთავარი ამოცანა მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვაა.

ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს სთავაზობს აქამდე ძნელად ხელმისაწვდომ რესურებს. იგი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები.

ტექნოპარკი მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ისე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (FabLab), საერთო სამუშაო სივრცე (co-working), საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს უწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.

Address

ლაღიძის 2
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599210884

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტექნოპარკი ზუგდიდი Tech Park Zugdidi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ტექნოპარკი ზუგდიდი Tech Park Zugdidi:

Share