28/02/2022
დროას ზუგდიდის ოფისის ფანჯრიდან დღეს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ სიჭინავამ ბანერი გადმოფინა, რომელიც რამდენიმე წუთში შსს-ს წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს. ადგილზე მობილიზებული იყო 35-მდე პოლიციელი. აღსანიშნავია, რომ შსს-ს წარმომადგენლები განსაკუთრებული ოპერატიულობით გამოირჩევიან, თუ საპროტესტო წარწერა ირაკლი ღარიბაშვილს ეხება.
ბანერზე დატანილი იყო ფრაზა, რომლითაც უკრაინელმა გმირმა მებრძოლებმა რუსულ ხომალდს დანებების მოთხოვნის პასუხად უთხრეს, თუმცა, ამჯერად ადრესატი არა რუსული ხომალდი, არამედ, რუსეთთან კოლაბორაციონისტულ დამოკიდებულებაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის მხარეს, ბოლო დღეების მანძილზე ღარიბაშვილმა არაერთხელ გააკეთა საჯარო განცხადება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ არჩევანს.
პრემიერი, რომელიც არ გამოხატავს ხალხის არჩევანს, უნდა გადადგეს!
#გადადგესმოღალატეღარიბაშვილი