ქ.ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა

ქ.ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლის ოფიციალური გვერდი

ქალბატონო ნონა! ჩვენო დაუღალავო და შრომისმოყვარე მეგობარო, ღვთაებრივი ნიჭით გაცისკროვნებულო და უსაზღვრო სიყვარულით სავსე...
02/05/2025

ქალბატონო ნონა!

ჩვენო დაუღალავო და შრომისმოყვარე მეგობარო, ღვთაებრივი ნიჭით გაცისკროვნებულო და უსაზღვრო სიყვარულით სავსე ადამიანო, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, გილოცავთ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და ბედნიერ წელთა სიმრავლეს გისურვებთ❤️

მრავალჟამიერ თქვენი ღვაწლი სსიპ ქალაქ ზუგდიდის N8 საჯარო სკოლაში.

8 ნოემბერს საქართველოს საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის, ქვეყნის მფარველის, ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვი...
08/11/2024

8 ნოემბერს საქართველოს საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის, ქვეყნის მფარველის, ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვის დამაშვრალი დიდი ილიას დაბადების დღეა!
სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში ამ გამორჩეულ დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უმცროსმა(მე-2 კლასი) და უფროსმა (მე-11კლასი) თაობამ.
პატარები გაეცნენ ილიას მოკლე ბიოგრაფიას: ბავშვობას, მოზარდობას, სტუდენტობასა და სამშობლოში დაბრუნებული ამ დიდი ადამიანის მოღვაწეობას. მათ წარმოსთქვეს ილიას ბრძნული გამონათქვამები, ლექსები, რომლებიც კალიგრაფიულად წარმოადგინეს.
უფროსკლასელებმა კი გააცოცხლეს ილიას ცხოვრებეში მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მისი გულწრფელი ურთიერთობები ხალხთან, მეგობრებთან, უსაყვარლეს მეუღლესთან. ღონისძიებას თან ერთვოდა უდიდესი ადამიანის სიყვარულით გამოწვეული ემოციები.
დასარულს გაიმართა კინოჩვენება დოკუმენტური ფილმისა: ,,ვინ მოკლა ილია?”

📚სსიპ  ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში 29 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთნ  და ასევე, ქართული საბავშვო წ...
29/10/2024

📚სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში 29 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთნ და ასევე, ქართული საბავშვო წიგნის დღესათან დაკავშირებით მე-2 კლასმა უმასპინძლა საბავშვო პოეტს თუთა ჯგუშიას.❤️
შეხვედრა სავსე იყო სასიამოვნო ემოციებით. ბავშვებმა დაუსვევს საინტერესო შეკითხვები, წარმოთქვეს ლექსები,ისაუბრეს საყვარელ წიგნებზე, პერსონაჟებზე,
შთაბეჭდილებებზე.
ქალბატონმა თუთამ ამომწურავად უპასუხა პატარების შეკითხვებს. მადლიერება გამოხატა მათი მონდომების, ცნობისმოყვარეობის,შემოქმედების მიმართ და შეჰპირდა,რომ თავისი მომდევნო კრებულის დასრულების შემდეგ აუცილებლად შეხვდება მათ.❤️❤️❤️

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.წარმატებულ პედაგოგებს  ზუგდიდის მერმა მამუკა წო...
17/10/2024

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
წარმატებულ პედაგოგებს ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.
მერმა პედაგოგებს სიტყვით მიმართა, გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მასწავლებლისა და მშობლის ამაგი შეუფასებელია.
,,როგორც მშობლის ასევე მასწავლებლის ამაგი, ეს არის შეუფასებელი, გადაუხდელი ამაგი. ადამიანის მეხსიერებაში შეიძლება დროთა განმავლობაში ბევრი რამე წაიშალოს, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე არ გაყვება პირველი მასწავლებლის, ნებისმიერი პედაგოგის მიმართ მეხსიერება და კეთილგანწყობა. თითოეულ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს მადლიერების გრძნობა, იმიტომ რომ თქვენ ოჯახს გარეთ დებთ ძალიან დიდ სიყვარულს თითოეულ აღსაზრდელში, თითოეულ მოსწავლეში დებთ მიდრეკილებას განათლებისკენ, უქმნით ძალიან მყარ აკადემიურ საფუძველს იმისათვის რომ შემდეგ უკვე სხვადასხვა დონეზე განათლების ზედნაშენი იყოს მყარი“-აღნიშნა მერმა.

07/10/2024
სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში 27 მაისს მოვაწყვეთ გამოფენა:"აქციე ნარჩენი ინოვაციად"დამზადებაში მონაწილეობა ეკო...
01/07/2024

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში 27 მაისს მოვაწყვეთ გამოფენა:"აქციე ნარჩენი ინოვაციად"დამზადებაში მონაწილეობა ეკო კლუბთან ერთად,მთელმა სკოლამ მიიღო.ნამუშევრები წარვადგინეთ და გავუზიარეთ სკოლის საზოგადოებას.

ჩვენი ეკო კლუბი მაქსიმალურად ცდილობს შევამციროთ ნარჩენები და გავხადოთ დედამიწა მდგრადი.

#ნუ დაყრი ნაგავს!აქციე ნარჩენი ინოვაციად.❤️

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში  ეკო კლუბი"მკურნალის"წევრები 24 მაისს ვეწვიეთ ფერმერების ოჯახს.ჩვენი წინამძღოლი ...
01/07/2024

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში ეკო კლუბი"მკურნალის"წევრები 24 მაისს ვეწვიეთ ფერმერების ოჯახს.ჩვენი წინამძღოლი თვით ფერმის უფროსი ქალბატონი მაგდა გახლდათ რომელმაც საოცრად კარგი წინამძღოლობა გაგვიწია,ნათლად გვანახა როგორ ხდება ძროხების მოწველა და ნატურალური სუფთა რძიის მიიღება აპარატით რომელიც რძეს იცავს ბაქტერიებისგან და გარემოს ტემპერატურისგან.ასევე ვნახეთ ქათმები რომლებსაც აჭამევენ ნატურალურ საკენკს და ქათმებს აქვთ სპეციალური აპარატი რომელიც იცავს მწერებისგან და დავადების გავრცელებისგან. ვნახეთ ასევე ღორებიც.

ფერმაში ყველა მსვლელობა ზედმიწევნით ვიხილეთ და აღფრთოვანებულებიც დავრჩით.

ქალბატონი მაგდას ოჯახი დიდი ხანია ეწევა მსგავს საქმიანობას არანაირი ქიმიური დანამატების გარეშე.

ასევე ვნახეთ როგორ მოყავთ ნატურალური მარწყვი.

საბოლოდ ძალაინ საინტერესო,ნაყოფიერი სტუმრობა გამოგვივიდა.გავსინჯეთ ყველი რომელიც შებოლილი თაფლით მზადდება.

#სტუმრობა ფერმაში❤️

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში 24 მაისს ეკო კლუბ"მკურნალის"ორგანიზებით პატარა ეკო კლუბელებს მოვუწყვეთ ფილმის ჩვ...
01/07/2024

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში 24 მაისს ეკო კლუბ"მკურნალის"ორგანიზებით პატარა ეკო კლუბელებს მოვუწყვეთ ფილმის ჩვენება თემაზე"წყალქვეშა სამყარო"

წყალქვეშა სამყაროს აქტიური შესწავლა შედარებით გვიან დაიწყო – გასული საუკუნის შუა წლებში, რამდენადაც ზუსტი დაკვირვებების ჩასატარებლად საჭირო იყო გამოეგონებინათ ჰიდროლოკატორები, აკვალანგები, ბატისკაფები, ორბიტალური ხომალდები და სხვა.

წყალქვეშა სამყარო ორიგინალური ცოცხალი ორგანიზმების გაერთიანებაა,ეკოლოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წყალქვეშა ბინადრების მოფრთხილება.

ანიმაციაში კარგად იყო ასახული წყალქვეშა ბინადრები და მათი ცხოვრება.

ჩვენი ეკო კლუბი მაქსიმალურად ცდილობს სკოლის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.მსგავსი აქტივობები გვეხმარება გავიგოთ მეტი იმ სამყაროზე სადაც ვცხოვრობთ და ჩვნს მომავალ ეკო კლუბელებს ავუმაღლოთ ცნობიერება.

ანიმაციის დასასრულს მოვაწყვეთ მსჯელობა.🐙🐳🐠

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის ფარგლებში ეკო კლუბელებმა კრეატიული იდეით ლაბოლა...
01/07/2024

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის ფარგლებში ეკო კლუბელებმა კრეატიული იდეით ლაბოლატორიაში "დაკიდული მცენარები"დავამზადეთ სადაც პლასმასის ბოთლები გამოვიყენეთ მეორეულად.

ნარჩენების მეორეული გამოყენებით წვლილი შეგვაქვს გარემოს დაბინძურების აღმოფხვრაში და შეგვიძლია ჩვენი ძალისხმევით ხელნაკეთი ნივთების დამზადება.გარემოს დაცვა თითოული ჩვენგანის ვალდებულებაა რომელიც პირნათლად უნდა შევასრულოთ.

პლასმასით დაბინძურება ერთ-ერთი ყელაზე მძიმე დაბინძურებაა.ადანიანები ბოთლებს გამუდმებით აგდებენ ქუჩაში.ჩვენმა ეკო კლუბ"მკურნალმა"მოვაგროვეთ ბოთლები და დასუფთავებასთან ერთად ლაბორატორიაც გავალამაზებთ.ჩვენი ქმედებებით ვცდილობთ თანატოლებს მივცეთ მაგალითი რომ ნარჩენები განათავსონ სპეციალურ ადგილას ან გამოიყენონ მეორეულად.

თითოული ჩვენგანი ერთი დამაბინძურებელი ნარჩენის მოგროვებით გარემოს დაეხმარება.

ჩვენი კლუბის მთავარი მიზანია ნაკლები ნარჩენი,ეკოლოგიურად სუფთა გარემო!

#დედამიწა ჩვენი სახლია!🌎

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში დავიწყეთ"კომპოსტირების ტრადიცია"დღეს ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა  მოიტანეს ნარჩენ...
01/07/2024

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში დავიწყეთ"კომპოსტირების ტრადიცია"დღეს ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა მოიტანეს ნარჩენები და დავიწყეთ კომპოსტირება.გადავწყვიტეთ რომ ნარჩენების დაკომპოსტირება ტრადიციად ვაქციოთ და დედამიწის დანაგვიანების ნაცვლად შევქმნათ ნოყიერი ნიადაგი.

#კომპოსტირება ნოყიერი ნიადაგისთვის,ბუნებრივი სასუქის მიიღება.❤️

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში ეკო კლუბ:"მკურნალის"ორგანიზებით 23 მაისს ჩავატარეთ ტრენინგი თემაზე:"ნაადრევი ქორ...
01/07/2024

სსიპ ქალაქ ზუგდიდის მე-8 საჯარო სკოლაში ეკო კლუბ:"მკურნალის"ორგანიზებით 23 მაისს ჩავატარეთ ტრენინგი თემაზე:"ნაადრევი ქორწინება" არასრულწლოვან ასაკში ქორწინებას სოციალური, ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შედეგები მოაქვს. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია და მაღალი ალბათობით გავლენას ახდენს ეკონომიკურ შედეგებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლიდან არის დაშვებული. სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ 16 წლამდე ასაკის მიუღწეველ ბავშვთან თანაცხოვრება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

პრეზენტაციაში განხილული იყო თემები: ადრეული ქორწინების მიზეზები:

*ნადრევი ქორწინება და მსისი უარყოფითი მხარეები *ტრადიცია და რელიგია

*ადრეული ქორწინება გენდერულ ჭრილში *მშობლების ზეწოლა

*ადრეული ქორწინების გავლენა ჯანმრთელობაზე *დაუცველად შეგრძნება

*საქართველოს მონაცემები *განათლების დაბალი დონე

*ანიმაცია

#ადრეული ქორწინება

Address

პუშკინის ქუჩა
Zugdidi
2100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქ.ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა:

Share

Category