ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Zestaponi
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე    კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს  შეხვდ...
02/06/2026

ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შეხვდა. მერმა სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული წარმატება მიულოცა და წარმატებები უსურვა

ქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ზესტაფონიდან 7 სპორტსმენი ასპარეზობდა. მათგან სამმა - გიორგი კობახიძემ, გეგა კოპაძემ და ზურა ცერცვაძემ საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს, ხოლო ორმა სპორტსმენმა - თომა გურგენიძემ და ლევან კურტანიძემ საპრიზო ადგილების დაკავება შეძლეს.

"ჩვენი სპორტსმენების დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. მათი ბრძოლისუნარიანობა და ოსტატობა მისაბაძია თითოეული ახალგაზრდა სპორტსმენისთვის"- აღნიშმა მერმა

საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერს საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებიც შეხვდნენ. მათ შორის მარიამ ახვლედიანი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე კიკბიქსინგში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო თომა გურგენიძემ, ლევან კურტანიძემ და ლუკა შველიძემ მესამე ადგილის მოპოვება შეძლეს.

02/06/2026
ზესტაფონის მერიის ორგანიზებით,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები თეატრალური წარმოდგენ...
01/06/2026

ზესტაფონის მერიის ორგანიზებით,
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები თეატრალური წარმოდგენით დასრულდა

უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა პატარები საბავშვო სპექტაკლის სანახავად მიიწვიეს.

თეატრალებმა "ჯადოსნური ღამის" საპრემიერო ჩვენება გამართეს. პატარებთან ერთად სპექტაკლს მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა გიორგაძე ესწრებოდნენ.

ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად ცენტრალურ მოედანზე ...
01/06/2026

ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მათთან ერთად ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ, შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობებს აერთიანებდა.

1 ივნისის ღონისძიებები ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების გასართობი შოუ პროგრამით გაიხსნა. ღის ცის ქვეშ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, ბავშვთა ვოკალურ - ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ნაჩვენები იყო თოჯინების თეატრის სპექტაკლი.

მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა.

გასართობი აქტივობების ფარგლებში მოეწყო სამხატვრო კუთხე პატარებისთვის, გაიმართა ასფალტზე ფერადი ცარცით ხატვის კონკურსი, საპნის ბუშტების შოუ.

გაიმართა საჩვენებელი მასტერკლასები ფარიკაობაში.

მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვარი მოსწავლეების ნახატები გამოიფინა.

საბავშვო ღონისძიებებს მერის მოადგილეები - ზაზა ხვედელიძე, ნინო ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებები საბავშვო სპექტაკლით დასრულდება. უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში "ჯადოსნური ღამის" საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!ეს განსაკუთრებული დღე გვახსენებს ბავშვთა უფლებების დაცვის, მათი კეთილდღეობისა ...
01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ეს განსაკუთრებული დღე გვახსენებს ბავშვთა უფლებების დაცვის, მათი კეთილდღეობისა და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ბავშვები ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავალი არიან. მათი ღიმილი, სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა ჩვენი საზოგადოების მთავარი ძალა და შთაგონების წყაროა.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, შევუქმნათ მათ უსაფრთხო, მზრუნველი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობებისა და ოცნებების სრულად რეალიზებას.

გისურვებთ ბედნიერ, ლაღ და ფერად ბავშვობას, სიყვარულით, სითბოთი და სიხარულით სავსე დღეებს.

დაე, თითოეული ბავშვის ოცნება ახდეს მშვიდობიან, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოში!

ვახტანგ ღამბაშიძე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი

01/06/2026
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს შეუერთდაზესტაფონის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდ...
31/05/2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ქალაქის ქუჩებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში და სასპორტო სკოლებში სპეციალური ბროშურები დაარიგეს და მოქალაქეებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, თამბაქოს მოხმარების მავნე ზეგავლენისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თასის მფლობელი  ქართულ ჭიდაობაში,  უჩა ტაბატაძე გახდაკუთვნილი ფულადი ჯილდო 3000 ლარი, ...
29/05/2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თასის მფლობელი ქართულ ჭიდაობაში, უჩა ტაბატაძე გახდა

კუთვნილი ფულადი ჯილდო 3000 ლარი, მედალი და თასი გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თასის გათამაშება მიხეილ სალაძის სპორტულ - გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა. ტურნირზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოასპარეზე სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ზესტაფონის სახელით სპორტულ ღონისძიებაში 18 მოჭიდავე ასპარეზობდა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით 5 წონით კატეგორიაში ჩატარდა.

ქართული ჭიდაობის ტურნირზე მეორე ადგილი საბა ქარდავამ დაიკავა ქუთაიდიდან. მესამე ადგილი კი გაბო მუკბანიანმა, რომელიც ჩემპიონატზე წყალტუბოს სახელით ასპარეზობდა.

სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოჭიდავეებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:

გაგა ჯუღელი (60 კგ წონით კატეგორიაში - ზესტაფონი)

თენგიზ ხიდაშელი ( 70 კგ წონით კატეგორიაში - ზესტაფონი)

თენგო ჭუმბურიძე (80 კგ წონით კატეგორიაში - წყალტუბო)

საბა გველესიანი (90 კგ წონით კატეგორიაში - წყალტუბო)

გამარჯვებული მონაწილეები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გაჩეჩილაძემ,
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა,
ევროპის ჩემპიონმა სამბოში გიორგი ქავთარაძემ დააჯილდოვეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  გასართობი, შემე...
29/05/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გასართობი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართება

12 : 00 სთ - ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების გასართობი შოუ პროგრამა;

12 : 00 სთ ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა;

13 : 00 სთ - ბავშვთა ვოკალურ - ქორეოგრაფიული ანსამბლების საკონცერტო პროგრამა;

12 : 00 სთ - 15 : 00 სთ თოჯინების თეატრი, სამხატვრო კუთხე პატარებისთვის, ფოტოსესია ზღაპრის გმირებთან საპნის ბუშტების შოუ, ასფალტზე ფერადი ცარცით ხატვა, საბავშვო ატრაქციონები, საჩვენებელი მასტერკლასები ფარიკაობაში;

12: 00 სთ - 17 : 00 სთ თვითნასწავლი მხატვარი მოსწავლეების ნახატების გამოფენა ( საბავშვო ბიბლიოთეკა)

18 : 30 სთ- საბავშვო სპექტაკლი "ჯადოსნური ღამე" ( უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი)

ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით,   მიხეილ სალაძის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართება. ზესტ...
27/05/2026

ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მიხეილ სალაძის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თასი ოლიმპიური სისტემით 5 წონით კატეგორიაში ჩატარდება.

ტურნიში მონაწილეობას დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მოასპარეზე სპორტსმენები მიიღებენ. ტურნირის საპრიზო ფონდია 20 ათასი ლარი.

ქართული ჭიდაობის ჩემპიონატის გახსნა 29 მაისი, 11 საათი ( დამატებითი ინფორმაციისთვის ტელ: 571 25 18 28)

Address

Akaki Tsereteli Str #11
Zestaponi
2000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category