28/04/2022
"ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის''კონფერენცია პროექტის ,,საჯარო ბიბლიოთეკებისა და სკოლების დაკავშირება მაღალი სათემო მონაწილეობისთვის'' ფარგლებში გაიმართა.
🤝ღონისძიება საქართველოს საბიბლიოთეკიო ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა. 🇵🇱კონფერენციაზე საქართველოს ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს პოლონეთის ქალაქ გდინიას ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი შეხვდა და ბიბლიოთეკის მულტიფუნქციურ საქმიანობისა და როლზე პოლონური გამოცდილება გაუზიარა.
🇨🇿მონაწილეებს ასვე ჰქონდათ შესაძლებლობა ონლაინ ჩართვით მოესმინათ ჩეხი კოლეგის მოხსენება ჩეხეთის საბიბლიოთეკო ცხოვრების შესახებ:
" ბიბლიოთეკების როლი მოსახლეობის არაფორმალურ განათლებაში", რუსუდან ასათიანი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი.
"ბიბლიოთეკა არის ხალხი", ნატალია გრომოვა, ქ. გდინიას ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, პოლონეთი.
"ჩეხეთის გამოცდილება", კატერინა მასლოვა, ქ. ვოდნანის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ჩეხეთი.
ჩვენ კი ადგილობრივი საბიბლიოთეკო ცხოვრება გავუზიარეთ სხვადასხვა პრეზენტაციებით:
"გზა პოსტსაბჭოთა ბიბლოთეკიდან თანამედროვე ბიბლიოთეკამდე, ბიბლიოთეკის ცხოვრება პანდემიის პირობებში", კახა ქორიძე, ოფურჩხეთის ბიბლიოთეკა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.
"განხორციელებული პროექტები და ახალი, თანამედროვე სერვისები", თეონა კაპანაძე, ქვედა საქარას ბიბლიოთეკა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.
" ბიბლიოთეკა და საბიბლიოთეკო საქმიანობა, როგორც სოციალური გარემოს უმნიშვნელოვანესი მოთამაშე", ლელა დედაბრიშვილი, იყალთოს ბიბლიოთეკა, თელავის მუნიციპალიტეტი.
" ველისციხის საჯარო ბიბლიოთეკის საქმიანობის მიმოხილვა", სანათა აშკარელაშვილი, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება-ველისციხის ბიბლიოთეკა,
პოლონელმა კოლეგამ სურვილი გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის.
პროექტი მხარდაჭერილია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ და ხორციელდება პოლუნურ (Edukator PL) ჩეხურ (Agora CE) და უნგრულ (Demnet HU) ორგანიზაციებთან პარტნიორობით.