ურეკი

ურეკი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ურეკი, Public & Government Service, Ureki.

22/09/2016
21/09/2016
გუშინ...
20/09/2013

გუშინ...

06/05/2012

ურეკი — დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. მოსახლეობა 1,4 ათასი (2005). ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.

ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები.

არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი "ნა-ეკ-ურ-ა" ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.

ურეკი ზღვის კლიმატური კურორტია. 2003 წელს აქ საფუძველი ჩაეყარა დასასვენებელ-გასართობ კომპლექსს - „იმედის ქალაქი“. კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ .

Address

Ureki

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ურეკი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share