სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა''

სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა'' Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა'', ყაზბეგის N2, Jvari.

👩‍🏫 სსიპ კოლეჯის „ლაკადა“ საგანმანათლებლო პროგრამების „ინფორმაციის ტექნოლოგია“ და „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ პროფ...
28/07/2026

👩‍🏫 სსიპ კოლეჯის „ლაკადა“ საგანმანათლებლო პროგრამების „ინფორმაციის ტექნოლოგია“ და „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ პროფესიული მასწავლებელი ნენე ქუხილავა იმყოფება ქსელური ტექნოლოგიების საერთაშორისო სასწავლო კურსზე, 🇹🇷 ქ. ანკარაში.
📅 სასწავლო კურსი მიმდინარეობს 25 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით.
🤝 კურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
🏆 ნენე ქუხილავა სასწავლო კურსზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოსა და TİKA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
✅ შერჩევა განხორციელდა 2025 წლის შემოდგომაზე ტრენინგის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებისა და კონკურსის შედეგების საფუძველზე.
პროფესიული განათლება
Türk İşbirliği ve Koordinasyon Ajansı Başkanlığı - TİKA
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სსიპ კოლეჯის „ლაკადა“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საფინანსო სერვისები“  სტუდენტებმა პროგრამა  წარმატებით დასრუ...
23/07/2026

სსიპ კოლეჯის „ლაკადა“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საფინანსო სერვისები“ სტუდენტებმა პროგრამა წარმატებით დასრულეს! 🎓✨

ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს!
💼 ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას, საინტერესო კარიერულ შესაძლებლობებსა და დიდ წარმატებას მომავალ საქმიანობაში! 🚀❤️

პროფესიული განათლება

08/07/2026
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა კოლეჯებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომა...
08/07/2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა კოლეჯებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერების, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

ბაია კვიციანის თქმით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, პროფესიული განათლების სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან როგორც კვალიფიკაციების შემუშავების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების განახლების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ბიზნესსა და პროფესიულ განათლებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მექანიზმები.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებას და ახალგაზრდების დასაქმებას. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.

🧑‍🏫  სსიპ კოლეჯის ,,,ლაკადა" ელექტროობის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლები მონაწილეობენ ტრენინგში „მზის ე...
03/07/2026

🧑‍🏫 სსიპ კოლეჯის ,,,ლაკადა" ელექტროობის მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლები მონაწილეობენ ტრენინგში „მზის ელექტროსადგურების გაანგარიშება, მონტაჟი და მომსახურება“.

📚 სასწავლო კურსის ფარგლებში, მასწავლებლები თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იღრმავებენ.

კულინარიული კონკურსის ნახევარფინალში კოლეჯი ,,ლაკადა''  ✅️პროფესიული განათლებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახ...
01/07/2026

კულინარიული კონკურსის ნახევარფინალში კოლეჯი ,,ლაკადა'' ✅️
პროფესიული განათლება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
Chefs Association Georgia • საქართველოს შეფთა ასოციაცია

📣  2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, კოლეჯში „ლაკადა" ჩარიცხულ აპლიკანტთა საყურადღებოდ!  📝 საბუთების მიღება დაიწყო!📅 საბუთ...
01/07/2026

📣 2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, კოლეჯში „ლაკადა" ჩარიცხულ აპლიკანტთა საყურადღებოდ! 📝 საბუთების მიღება დაიწყო!

📅 საბუთების წარმოდგენის ვადა:
🗓️ 1–15 ივლისი (ჩათვლით)
✅ კოლეჯში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტები:
🔹 განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
🔹 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
🔹 პირადი (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;
🔹 წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
✅ არასრულწლოვანმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
🔹 დაბადების მოწმობის ასლი;
🔹 მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
🔹 საჭიროების შემთხვევაში – მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.

📌 გთხოვთ, საბუთები წარმოადგინოთ დადგენილ ვადაში.
☀️ კოლეჯი „ლაკადა“ გილოცავთ სტუდენტობას! გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას!

#კოლეჯილაკადა #აქშენიმომავალია
🌐 www.lakada.edu.ge

👨‍🍳👩‍🍳 წარმატებები ჩვენს სტუდენტებს ნახევარფინალში 👌💖
28/06/2026

👨‍🍳👩‍🍳 წარმატებები ჩვენს სტუდენტებს ნახევარფინალში 👌💖

🥇🇬🇪სიურპრიზი ნახევარფინალზე!

💫საქართველოს შეფთა ასოციაციის გუნდური კულინარიული კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე მონაწილეებს განსაკუთრებული გამოწვევა ელით!

🔥 პირველად ჩვენი კონკურსის ისტორიაში გაიმართება „შავი ყუთი“ (Black Box) — ფორმატი, რომელიც მსოფლიო კულინარიულ შეჯიბრებებში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოულოდნელ გამოწვევად ითვლება.

👨‍🍳 გუნდებს წინასწარ არ ეცოდინებათ, თუ რა პროდუქტები დახვდებათ შავ ყუთში. მათ ადგილზე მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება, კრეატიული იდეების განვითარება და შეზღუდულ დროში კონკურსისთვის ღირსეული კერძის შექმნა.

❓რა იქნება შავ ყუთში?
❓რომელი გუნდი გაუმკლავდება ყველაზე უკეთ მოულოდნელ გამოწვევას?

ეს მონაწილეებისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება, ხოლო მაყურებლებისთვის — ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა.

⚫️📦 მზად ხართ „შავი ყუთის“ გამოწვევისთვის?

#საქართველოსშეფთაასოციაცია #მსოფლიოშეფთაასოციაცია #განვითარებისშანსი

ჩვენმა სტუდენტებმა🔸ლიზა შეროზია🔸 ელმირა ჩხვიმიანი🔸 ლუკა ჭკადუა🔸 თემური კვანჭიანი🔸 ელისო კვარაცხელია🔸 ქრისტინე კვარაცხელი...
27/06/2026

ჩვენმა სტუდენტებმა
🔸ლიზა შეროზია
🔸 ელმირა ჩხვიმიანი
🔸 ლუკა ჭკადუა
🔸 თემური კვანჭიანი
🔸 ელისო კვარაცხელია
🔸 ქრისტინე კვარაცხელია
🔸 რევაზი ფაჩულია
გომბორის მოხალისეთა ცენტრში ინტენსიური და მრავალფეროვანი სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები შეიძინეს.

📌 პროგრამის ფარგლებში:

🔹 აითვისეს ათეულის ტაქტიკური გადაადგილების პრინციპები, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების მეთოდები და ლიდერობის საფუძვლები. ასევე, მაკეტების გამოყენებით გაეცნენ საინჟინრო უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მის როლს კრიზისულ სიტუაციებში.

🔹 შეისწავლეს ტოპოგრაფიის საფუძვლები, რუკასთან მუშაობა, კოორდინატებისა და აზიმუტის განსაზღვრა. საველე პირობებში პრაქტიკულად გაიარეს ბუნებრივ გარემოში უსაფრთხო გადაადგილებისა და თავშესაფრის მოწყობის მეთოდები.

🔹 დაეუფლნენ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითად პრინციპებს, მათ შორის გულ-ფილტვის რეანიმაციას (CPR), სასუნთქი გზების მართვას, ანტიშოკური ღონისძიებების ჩატარებასა და ვენური კათეტერიზაციის ტექნიკას.

🔹 გაიარეს უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) კურსი, სადაც გაეცნენ აეროდინამიკის საფუძვლებს, დრონების მართვის პრინციპებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად.

🔹 გაეცნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიასა და ტრადიციებს. ასევე, მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით-შემოქმედებით საღამოში თემაზე „ერები სახელმწიფოების გარეშე“, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ხალხის კულტურის შესახებ პრეზენტაციები და შემოქმედებითი წარმოდგენები მოამზადეს.

💪 ვამაყობთ თითოეული სტუდენტით, რომლებმაც კურსის განმავლობაში განივითარეს გუნდური მუშაობის უნარი, ლიდერული თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და მზადყოფნა რთულ გარემოში ეფექტური მოქმედებისთვის.

🇬🇪 ვულოცავთ ჩვენს მოხალისეებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმატებით გამოყენებას მომავალ საქმიანობასა და ცხოვრებაში!
„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“

Address

ყაზბეგის N2
Jvari

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა'' posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა'':

Shortcuts

Share