სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative

  • Home
  • Georgia
  • Tsnori
  • სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative

სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative, წნორი, რუსთაველის 41, Tsnori.

"სამოქალაქო ინიციატივა" არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც 2012 წელს შეიქმნა "წნორის საინიციატივო ჯგუფის" ბაზაზე http://goo.gl/gYE4K. ეს უკანასკნელი კი შეიქმნა წნორელი სტუდენტების მიერ.
ორგანიზაციის მიზანია სიღნაღის რაიონში გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა პროცესებში; ახალგაზრდებისთვის შეიქმნას გარემო, სადაც ისინი შეძელებენ თავის რეალიზებასა და სხვადასხვა უნარების ათვისებას.

04/12/2024

ვამაყობთ ასეთი ქიზიყელი დედებით ✊🇬🇪🇪🇺❤

23/10/2024

ქიზიყელ, ანაგელ გოგოს გაგაცნობთ,
სოფიკო ბაბალაშვილს

🥳 წნორში ახალი ბანერი გვაქვს! 🇬🇪 ჩვენი ერთობით აშენებული ცოდნის კაფეს შენობაზე:
19/10/2024

🥳 წნორში ახალი ბანერი გვაქვს!

🇬🇪 ჩვენი ერთობით აშენებული ცოდნის კაფეს შენობაზე:

🥳🇬🇪 ერთობით აშენებულ ცოდნის კაფეს დღეიდან ამ ბანერითაც იცნობთ

საქართველო ირჩევს ევროკავშირს🇬🇪🇪🇺
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს
იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!

ვიკრიბებით ხუთ ლოკაციაზე:
• რესპუბლიკის მოედანი – 17:00სთ
• გმირთა მოედანი – 17:00სთ
• 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) – 17:00სთ
• მარჯანიშვილის მოედანი – 17:00სთ
• ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა)
და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.
ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ
ᲐᲠᲐᲕᲘᲡᲘ ᲡᲮᲕᲘᲡᲘ, ᲔᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ!

09/10/2024

უსმინეთ თელავის ასოცირებულ პროფესორს, ნინო გოგიაშვილს ♡

თუ გინდა პაპა-ბებიები დაასაჩუქრო და საუკეთესო შვილიშვილის სტატუსი მოიპოვო, გაეცანი ამ უუუსაყვარლეს კონკურსს ^_^
01/10/2024

თუ გინდა პაპა-ბებიები დაასაჩუქრო და საუკეთესო შვილიშვილის სტატუსი მოიპოვო, გაეცანი ამ უუუსაყვარლეს კონკურსს ^_^

🆕 შვილიშვილებსა და პაპა-ბებიებისთვის ვიწყებთ წამახალისებელ კამპანიას
წადი პაპა-ბებიასთან ერთად 26 ოქტომბერს, ჩვენ კი მათ წიგნებს ვაჩუქებთ 🗳️✅📚
🤳📸გადაიღე პაპა/ბებოსთან ერთად სელფი ჰეშთეგებით:
#ერთადმივდივართ26ოქტომბერს
#ვირჩევთევროპულმომავალს 🇬🇪 🇪🇺🤝
🗨️ ფოტოს აღწერაში, მოგვიყევი პატარა ამბავი - რატომ მიდიხართ და რატომ ირჩევთ ევროპულ მომავალს. თაობათაშორისი კარგი ამბების მხარდასაჭერად, თქვენს პაპა-ბებიებს საჩუქრად წიგნებს გამოვუგზავნით 🎁
📭 თან როგორ?! ფოსტით მოვუტანთ და გულთბილ წარწერებსაც მოვაყოლებთ!
🙏 თუ ეს ინიციატივა შენთვისაც ძვირფასია, გთხოვ, გაუზიარე ბევრ ახალგაზრდას
ℹ️ იმისთვის, რომ ფოსტამ თქვენს პაპა-ბებიებს ადგილზე მიუტანოს წიგნები, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ლინკი: https://forms.gle/ZKTHS6ugvAxquQfZ6

დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა, 8 წლის გახდა
25/09/2024

დღეს ჩემი გოგოს დაბადების დღეა, 8 წლის გახდა

🎂 დღეს ჩემი დაბადების დღეა, 8 წლის წინ, ამ დღეს დავიბადე

18/08/2024

ვისაც გაინტერესებთ რა ხდებოდა "უფროსი და ახალგაზრდა თაობების წინასაარჩევნო განწყობების კვლევის" პრეზენტაციაზე ცოდნის კაფეში, უყურეთ ამ ვიდეოს 👇

დიდი ხანია რეგიონის ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ გიყვებით, გიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ რეგიონში ახალგაზ...
11/08/2024

დიდი ხანია რეგიონის ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ გიყვებით, გიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ რეგიონში ახალგაზრდები, რა სურთ და როგორ წარმოუდგენიათ აქ ცხოვრება!
გაიცანით ნანუკა,
რომელსაც სათქმელი აქვს საკუთარ თანატოლებთან!

გამარჯობა,
Მე ნანუკა ვარ,
ერთი ისეთივე ჩვეულებრივი თინეიჯერი, როგორც თქვენ და თქვენთვის სათქმელი მაქვს:

შეიძლება რეგიონში მცხოვრები, ჩემი ასაკის ახალგაზრდების უმეტესობა ფიქრობთ, რომ არ ხართ განსაკუთრებულები, ვარსკვლავები, არც დიდი ამბიციებით გამოირჩევით, შინაგანად გჯერათ, რომ ყველაფერი ის, რაც გარშემო ხდება: დაბალი ცხოვრების ხარისხი, განათლების დაბალი დონე, მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება ნორმალურია და სხვანაირად არც შეიძლება, რომ იყოს, მაგრამ რა მოხდება, თუ დაიჯერებ, რომ ეს რეალობა სულაც არაა ნორმალური და ბევრად მეტს იმსახურებ? მაშინ შენს წინაშე სულ სხვა საქართველო, სულ სხვა რეგიონი გადაიშლება.

Წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება უფრო მეტი პროექტი განათლებაში, მეტი ცოდნა და გამოცდილება, თანატოლებთან ერთად თანამშრომლობა; მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მეტი სპორტული აქტივობა, უფრო ჯანსაღი სხეული და გონება; განვითარებული ინფრასტრუქტურა... ეს ყველაფერი სულაც არაა შეუძლებელი, პირიქით, ძალიან რეალურია თუ კი დაიჯერებ, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებთ და უნდა მივიღოთ თუ ინიციატივას გამოვხატავთ.

რთულია როცა ასეთ გარემოში ცხოვრობ, გარშემო ყველაფერი ფასადურია. თითქოს ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი მოსაწესრიგებელია და ნორმალურად არ ფუნქციონირებს. Მე კი მინდა ნაკლები ფასადურობა და მეტი ინვესტიცია განათლებაში, სპორტში და ინფრასტრუქტურაში, ყველაფერ იმაში, რაც განვითარებაში ხელს შეგვიწყობს, ჩვენ, ახალგაზრდებს გვინდა წარმატებული და ღირსეული მომავალი საკუთარ მუნიციპალიტეტში!

ზაფხული რომ დადგა და აღარც სკოლაში დავდიოდი და აღარც მასწავლებლებთან, ასე მეგონა მოვკვდებოდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მერე გამოჩნდა ეს პროგრამა, რაც აქ მოვედი, ისეთი ჭკვიანი და საინტერესო სტუმრები არიან, რასაც ჰქვია, ვისრუტავ ინფორმაციას. აქამდე, "ცოდნის კაფემდე", მეშინოდა ხოლმე ახალი ადამიანების გაცნობის და მათთან საუბრის, ახლა აღარ მეშინია, პირიქით, მინდა ხოლმე ჩემი აზრი გამოვთქვა, დავაფიქსირო, ვთქვა რას ვფიქრობ.
__
Hertie School Netherlands Helsinki Committee

ვისაც ბევრი საინტერესო წიგნის შესახებ გსურთ საუბრის მოსმენა და ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა, გელოდებით 5 აგვისტოს, 15:00 ...
01/08/2024

ვისაც ბევრი საინტერესო წიგნის შესახებ გსურთ საუბრის მოსმენა და ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა, გელოდებით 5 აგვისტოს, 15:00 საათზე,
ცოდნის კაფეში

🆕 წარმოუდგენელი ამბები ხდება ცოდნის კაფეს თავს

29/07/2024

უკვე მესამედ ესტუმრა წნორს დათო ტურაშვილი და უსმინეთ როგორ ამბებს ყვება ♡

გაინტერესებთ რას ფიქრობენ კახელები წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება და როგორ ჩაივლის?თუ კი, გაეც...
11/07/2024

გაინტერესებთ რას ფიქრობენ კახელები წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება და როგორ ჩაივლის?
თუ კი, გაეცანით კვლევის შედეგებს.

❓ გაინტერესებთ რა მოლოდინები აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით კახელებს? თუ კი, გაეცანით კვლევის შედეგებს 👇

🧑‍🦳👩‍🦳💁‍♂️💁‍♀️არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინები

1️⃣ როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო პროცესი:
🗨️ ბევრი საარჩევნო უბანი გაიხსნას საზღვარგარეთ ან საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ჩატარდეს ელექტრონული არჩევნები.
🗨️ ახალგაზრდებთან არ მიდის ინფორმაცია, რადგან სადაც წინასაარჩევნო კამპანიები ტარდება, იქ ახალგაზრდები საერთოდ არ არიან.
🗨️“ინფორმაცია არ მიდის სწორად, აგიტატორები ვერ მუშაობენ ამ ჯგუფთან, მთელი ცხოვრება აგიტატორი ვარ, ასეთი პოზიცია აქვთ ახალგაზრდებს, ნეტა თქვენ მოგცლიათო, ოღონდაც წამოსულიყვნენ არჩევნებზე და ტორტს ვკისრულობდი, მაგრამ მაინც არ მოდიოდნენ”.
მოქალაქე გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან.
🗨️ “უიუიუი, დედა შვილს არ აიყვანს, ვცდილობ ჩემს თავს, პირი დავმუწო, გლახად არსად არაფერი წამომცდეს, რომ ვიღაცამ არ თქვას იმან იმას ეს უთხრაო. აქ ამბავი მოხდებააა, უნდა გადავიკარგოთ.
ქალი, 69 წლის, დასაქმებული, ლაგოდეხი.

2️⃣ როგორი უნდათ რომ იყოს საარჩევნო პროცესი:
🗨️ “რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ვიმედოვნებ, რომ ჩაივლის მშვიდობიანად, ყოველგვარი ცემა-ტყეპის გარეშე, სამართლიან არჩევნებს ველოდები, იქნებ ევროპის დაკვირვებამ იქნება კარგი ამბები მოგვიტანოს”.
ბიჭი, 17 წლის, მოსწავლე, ყვარელი
🗨️ “ეს იქნება ურთულესი არჩევნები, რაც ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, მაგრამ ეჭვით ვუყურებ იმას, რომ იქნება აბსოლიტურად გამჭვირვალე არჩევნები, გამჭვირვალობა საკმაოდ შეილახება ჩემი აზრით, თუმცა ევროპული ორგანიზაციები და თანამეგობრობა მეტად ჩაერევა ასე მგონია”.
ქალი, 66 წლის, ისტორიის მასწავლებელი, ყვარელი.

3️⃣ როგორი უნდათ რომ იყოს არჩევნებისშემდგომი პროცესები:
🗨️ “მომხრე ვარ მრავალპარტიული არჩევნებისთვის, ოპოზიცია და პოზიცია რომ შეჯერდეს, რა თქმა უნდა კურსი დასავლეთისკენ”.
ქალი, 68 წლის, დაუსაქმებელი, ქალაქი წნორი.

🗨️“პარტიების გაერთიანება გვინდა ან სულ მინიმუმ თავიდანვე იმის თქმა, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთად მოქმედება”.
ქალი, 62 წლის, დაუსაქმებელი, ქალაქი წნორი.

🗨️“აუცილებელია კოალიციური მთავრობა და ოპოზიციის გაერთიანება”.
კაცი; 77 წლის; პენსიონერი, სოფელი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.

მარიამისა და ნინოს, ქიზიყელი გოგოების ინტერვიუს გაეცანით და გაიგეთ რას ფიქრობენ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე.
04/06/2024

მარიამისა და ნინოს, ქიზიყელი გოგოების ინტერვიუს გაეცანით და გაიგეთ რას ფიქრობენ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებზე.

მარიამსა და ნინოს ჩვენკენ, ქიზიყში ყველა იცნობს, ტყუპები რომ არიან და ვერ ვარჩევთ ეგენიო ჰო? სულ მცირე ასე მაინც იცნობენ ♡

ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუს ორივესთან, მარიამთან და ნინოსთანაც.

მარი:

ამ ეტაპზე ერთადერთი სათქმელი მაქვს ჩვენი ხალხისთვის, ყველამ ჩვენი იმედიანობა თუ უიმედობა უნდა მოვიკრიფოთ და წავიდეთ არჩევნებზე.

მესმის რომ ბევრი ვერ გვიერთდება აქციებზე, ბევრი ვერ იღებს ხმას, ასეთ ადამიანებს შეგიძლიათ არჩევნების დღეს დაგვიდგეთ მხარში და ყველანი მოხვიდეთ არჩევნებზე, ეს იქნება ჩვენთვის, ქვეყნისთვის ყველაზე დიდი მხარში დგომა.

არც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვარ, არც სამოქალაქო სექტორის, არც ჟურნალისტი და მთავრობა რომ არ გვაიძულებდეს, არც ქუჩაში ვიდგებოდი. ვინც კიდევ ეჭვობს, რამე არ იცის, ისეთი კითხვა გაუჩნდება, რომელიც მეც არ ვიცი, თანახმა ვარ ყველას ვესაუბრო, ყველასთან განვიხილო, დავსხდეთ, მოვიძიოთ ინფორმაცია და ერთად გავიაზროთ რა დიდი საფრთხის ქვეშ ვართ.

არ ვარ იურისტი, მაგრამ როცა დამჭირდა ინფორმაციის წაკითხვა, კანონიც წავიკითხე, ახლა ინტერნეტში ყველა ინფორმაციაა, ყველამ შეგვიძლია წავიკითხოთ და თავად გავერკვეთ. მე პირადად როცა წავიკითხე, პირველივე რაც ზედაპირზევე ჩანდა, იყო ის, რომ კრიტიკული აზრის მოსპობა უნდათ, თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი თუ შეიზღუდა, მივალთ იქამდე რომ იარსებებს ერთი დიქტატორი და რასაც ის იტყვის, ის უნდა ვაკეთოთ.

ჩვენნაირი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ გვაქვს იურიდიული განათლება, მარტივად შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ რა ხდება ქვეყანაში. დიდი ცოდნა არ სჭირდება იმის გაგებას, რომ ამდენი წელია მხოლოდ მინისტრებისთვისაა აყვავებული ქვეყანა და რიგითი ადამიანები ვერ ვგრძნობთ.

ნინო:

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვარ წინა ხაზზე, არასდროს ვიბრძვი, ვარ რიგითი მოქალაქე, მაქვს სამსახური, ყოველდღიური ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ მშიშარაც ვარ, წინ წასვლაც არ გამომდის, ვიყინები კიდეც რთულ დროს, ამის მიუხედავად, ჩემი თვალებით ვნახე როგორ შევძელით ერთობით და ერთიანობით ადამიანების გადარჩენა დაჭერებისგან.

რუსეთში ვცხოვრობდით ბესლანის ტრაგედია რომ მოხდა, ყველა დაზაფრული იყო, მაგრამ ერთი მასწავლებელი არ მახსოვს, ხმა რომ ამოეღო. ხმას ვერ იღებდნენ და ერთმანეთში აწყლიანებული თვალებით ლაპარაკობდნენ, ეს გვინდა?! ამას გვინდა შევეგუოთ?! მე არ მინდა, არ მინდა რუსეთი, საქართველოშიც იგივე უნდათ რომ მოხდეს? არ მოხდება.

ფიქრები სულ მაქვს, რომ როცა დასჭირდებათ, ჩვენც მოგვადგებიან, სად არის გარანტია, რომ ჩვენ არ ვიქნებით შემდეგი?! ასეთი ფიქრების მიუხედავად, ყოველ საღამოს აქციაზე ვარ. ეს უკვე არჩევანის საკითხია, ან უნდა აირჩიო იმის გააზრება, რომ საფრთხეა და აქ დგახარ, ან არადა ჩუმად იყო. ჩუმად ყოფნა უკვე მათ მხარეს ყოფნაა და ამიტომ ვდგავარ აქ. ვინ ვარ? ერთი წერტილი ვარ იმ მასაში, მაგრამ ჩემი მოვალეობაა აქ ვიდგე.

მე რომ ვხედავდე, ამ კანონპროექტს ამხელა წინააღმდეგობა არ მოყვა, ბოლო-ბოლო წავიდოდი ქვეყნიდან და ვიტყოდი საზოგადოებას ეს უნდა მეთქი, მაგრამ ვხედავ, რომ საზოგადოებას არ უნდა და ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. აქ ვისწავლე, აქ ვიშრომე, აქ მინდა ცხოვრება და რატომ მხდიან იძულებულს წავიდე?!

თან ახლა რელიგიითაც მანიპულირებენ. ტრადიციული ხალხი ვართ, სენსიტიურ საკითხებს ეხებიან, ყველაფერს კადრულობენ ოღონდაც საკუთარი თავი გადაირჩინონ. ვფიქრობ ხოლმე, რამდენად უპრინციპოები და რწმენაში არამყარი მორწმუნეები ვგონივართ, რომ ფიქრობენ ჩვენს რწმენას ასე მარტივად რამე შეარყევს.

რუსეთისკენ თუ პირი ვიბრუნეთ, ავტოკეფალიის საკითხიც დადგება, რატომ ვუყურებთ ასე მარტივად ამ ამბავს, არ ვიცი. რუსეთთან დაგვაახლოებენ და ავტოკეფალიას ჩამოგვართმევენ, რუსები არ იყვნენ
ეკლესია-მონასტრები რომ გადაგვიღებეს?!

მგონია, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მივა არჩევნებზე. საარჩევნო პერიოდის დროს, ძალიან დიდი სტრესის ქვეშ ვიქნებით, მარტო რეპრესიების გამო არა, ფსიქოლოგიურადაც რთულად ვიქნებით, მაგრამ გვინდა არ გვინდა, მოგვიწევს რომ სიმყარე გამოვიჩინოთ, შუბლით შეხეთქების სიმყარეც ხომ ისაა, რომ მის იქით გზა არ დაგრჩენია, ახლა ზუსტად ის დროა, უბრალოდ სხვა გზა არ დაგვრჩენია.

Address

წნორი, რუსთაველის 41
Tsnori
4210

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative:

Share