წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი...
03/06/2026

წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ წყალტუბოში დაიწყო სანიაღვრე წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები წერეთლის, ავალიანისა და ნინოშვილის ქუჩებზე.

მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზედაპირული წყლების დროულ გადინებას. პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და შეიქმნება უფრო კომფორტული გარემო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

„სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სანიაღვრე სისტემა უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებასა და ქალაქის კეთილმოწყობას. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.

პროექტის ღირებულება 1 128 302 ლარს შეადგენს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა.კულტუ...
01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება გაიმართა.

კულტურის ცენტრში ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ შემოქმედებითმა წრეებმა მუსიკალურ-თეატრალიზებული სანახაობა „პატარა მოგზაურები“ წარმოადგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ასევე ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო ხურცია.

დღესვე, კულტურის ცენტრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმარჯვეთა წრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახუ...
01/06/2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან რიმა მარგიანთან და მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს წმინდა ნინოს ხსენებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ ცენტრში“ ღონისძიება გაიმართა.

მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გამართეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. 16:00 საათზე, წ...
29/05/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება.

16:00 საათზე, წყალტუბოს კულტურის ცენტრში მოეწყობა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმარჯვეთა წრის (ხელმძღვანელი: ტასო ხახნელიძე) ნამუშევრების გამოფენა.

17:00 საათზე, წყალტუბოს კულტურის ცენტრში ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ შემოქმედებითი წრეები წარმოგიდგენთ მუსიკალურ-თეატრალიზებულ სანახაობას „პატარა მოგზაურები“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში...
26/05/2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კულტურის ცენტრში გამართულ საზეიმო კონცერტს დაესწრო.

გენადი ბალანჩივაძემ კონცერტის მონაწილეებსა და დამსწრეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კონცერტში ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია" და ფოლკლორული ანსამბლი „ნადური“ მონაწილეობდნენ.

წყალტუბოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის ყვავილე...
26/05/2026

წყალტუბოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყო.

შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მიულოცა.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება იყო ის მთავარი იდეა, რაზეც ქართველი ერის ძლიერება იდგა.
დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლას არაერთი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. სწორედ მათი დამსახურებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და წინაპართა გმირული სულისკვეთება გვავალებს, არასოდეს დავივიწყოთ წარსული და ერთად შევქმნათ ქვეყნის თავისუფალი მომავალი.
გისურვებთ თავისუფალ, ერთიან და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას“,-განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

 #წყალტუბო #26მაისი 🇬🇪
26/05/2026

#წყალტუბო
#26მაისი 🇬🇪

25/05/2026
წყალტუბოს სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 17 წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატმა, რომელშიც ქვეყნის 16 რეგიონიდან 100 ...
25/05/2026

წყალტუბოს სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს 17 წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატმა, რომელშიც ქვეყნის 16 რეგიონიდან 100 სპორტსმენი ასპარეზობს.

ჩემპიონატის ოფიციალურად გახსნის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის გულშემატკივარმა საქართველოს რეკორდიც იხილა: საბა კუჭავამ ქვეყნის რეკორდი აკვრაში 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

ასპარეზობას წყალტუბოს სპორტის სასახლე 25, 26 და 27 მაისს უმასპინძლებს.

Address

რუსთველის 25
Tskaltubo
5200

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599359017

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია:

Share