LAG Tskaltubo • წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • LAG Tskaltubo • წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

LAG Tskaltubo • წყალტუბოს განვითარების ჯგუფი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ღია სამოქალაქო პლატფორმაა

📌 LAG წყალტუბოს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქობულაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც წარადგინა ...
05/08/2026

📌 LAG წყალტუბოს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქობულაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც წარადგინა მოხსენება და პრეზენტაცია სოფლად ახალგაზრდების მიგრაციისა და ქართული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ.

🎯 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალტუბოს მაღალმთიან სოფლებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის, მცირე კონტიგენტიანი სკოლების ცხოვრების საკითხს. ამასთან დაკავშირებით, თავიანთი გამოცდილება, ვიდეო ჩანაწერის სახით, ადგილობრივებმა და სფეროს პროფესიონალებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს

✅ ასევე, მონაწილეები გაეცნენ LAG-ის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მხარდაჭერილ პროექტებს, მათ შორის, სკოლების, საბავშვო ბაღების გაერთიანების, კულტურის ცენტრის, ინკლუზიური ცენტრისა და სხვათა ინიციატივებს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის პროექტის მნიშვნელობას სოფლისათვის, რომელიც LAG წყალტუბოს მხარდაჭერით მოეწყო.

🏫 პრეზენტაციისას ხაზი გაესვა სოფლად სკოლის როგორც არაფორმალური განათლებისა და სოციალური ჰაბის იდეას, ასევე, მიგრაციის შემცირების მიზნით, ისეთი ინოვაციური მიდგომების დანერგვას როგორიცაა “ჭკვიანი სოფლის” კონცეფცია

💡 ონლაინ კონფერენცია ლატვიური არასამთავრობო ორგანიზაციის “სათემო თანამშრომლობის ქსელი -“Selonian Islands"-ის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ლატვიას, საქართველოსა და სომხეთს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას

🎯 LINC კონგრესის ფარგლებში, LAG წყალტუბომ და საქართველოს LAG-ების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებშ...
04/06/2026

🎯 LINC კონგრესის ფარგლებში, LAG წყალტუბომ და საქართველოს LAG-ების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც მიზნად ისახავდა LEADER/CLLD პროგრამის სამომავლო საქმიანობისა და ევროპისა და მისი სამეზობლოს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივების განხილვას

📌 კონგრესში მონაწილეობა განხორციელდა ორგანიზაცია Action Against Hunger South Caucasus მხარდაჭერით, Galag - საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია-სთან პარტნიორობით, პროექტის FORWARD ფარგლებში








👉 LINC 2026-ის ფარგლებში, LAG წყალტუბომ მონაწილეობა მიიღო სასწავლო ტურში, რომელიც ლატვიის ჩრდილოეთ რეგიონში - კურზემეში ...
31/05/2026

👉 LINC 2026-ის ფარგლებში, LAG წყალტუბომ მონაწილეობა მიიღო სასწავლო ტურში, რომელიც ლატვიის ჩრდილოეთ რეგიონში - კურზემეში გაიმართა

🎯 ტურის ფარგლებში მოვინახულეთ კაპე კოლკა - ეროვნული პარკი, სადაც “ორი ზღვა (რიგის ყურე და ბალტიის ზღვა) ერთმანეთს ხვდება” და ასევე, სხვადასხვა ტურისტული ობიექტები, რომლებიც LEADER/CLLD-ისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მხარდაჭერით ხელს უწყობენ სოფლის განვითარებას და რეგიონში ახალი, საინტერესო სერვისების შექმნას

📌 საქართველოს LAG-ები LINC კონგრესში მონაწილეობენ ორგანიზაცია Action Against Hunger South Caucasus-ის მხარდაჭერით, პროექტის FORWARD ფარგლებში








🇬🇪 ქართული სუფრა, ტრადიციულად, გამორჩეულად ხალხმრავალია LINC კონგრესის ევროპული ბუფეტის ღონისძიებაზე🍷 ჩვენს ევროპელ კოლე...
28/05/2026

🇬🇪 ქართული სუფრა, ტრადიციულად, გამორჩეულად ხალხმრავალია LINC კონგრესის ევროპული ბუფეტის ღონისძიებაზე

🍷 ჩვენს ევროპელ კოლეგებს ქართული ადგილობრივი პროდუქტები ჩვეული სტუმარმასპინძლობით წარვუდგინეთ - “ყველი, პური და კეთილი გული” და რაც მთავარია, ღვინო ღვინის სამშობლოდან

📌 საქართველოს LAG-ები LINC კონგრესს იურმალაში, ლატვიაში ორგანიზაცია Action Against Hunger South Caucasus-ის მხადაჭერით, პროექტის FORWARD ფარგლებში, ესწრებიან








🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🤝 LAG წყალტუბოს და საქართველოს სხვა LAG-ების წარმომადგენლები ევროპელ კოლეგ...
26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

🤝 LAG წყალტუბოს და საქართველოს სხვა LAG-ების წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ საერთაშორისო LINC კონგრესში, რომელიც წელს იურმალაში, ლატვიაში იმართება

👉 LAG წყალტუბომ მონაწილეობა მიიღო Galag - საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია -ის სამუშაო შეხვედრაში...
24/05/2026

👉 LAG წყალტუბომ მონაწილეობა მიიღო Galag - საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია -ის სამუშაო შეხვედრაში, რომელიც წყალტუბოში გაიმართა

🎯 შეხვედრა მიზნად ისახავდა GALAG-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას, სამომავლო გეგმების განხილვასა და ახალი წევრების - ლენტეხისა და ონის LAG-ების GALAG-ში მიღებას

🤝 LAG წყალტუბოს აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქობულაძემ, როგორც GALAG-ის მმართველი საბჭოს წევრმა, LAG-ების წარმომადგენლებს ყოველწლიური საერთაშორისო LINC კონგრესისა და მისი საქართველოში ჩატარების თაობაზე ევროპელ კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებისა და პერსპექტივების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია

🌳 სამუშაო შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები ესტუმრნენ LAG წყალტუბოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, პორტო გუმათი Porto Gumati-ს

📌 შეხვედრა ორგანიზაცია Action Against Hunger South Caucasus მხარდაჭერით, პროექტის FORWARD ფარგლებში, განხორციელდა

🤝 LAG წყალტუბომ ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს გურიისა და აჭარის რეგიონიდან უმასპინძლა✅ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ოზურგეთ...
04/02/2026

🤝 LAG წყალტუბომ ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს გურიისა და აჭარის რეგიონიდან უმასპინძლა

✅ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ქედის LAG-ების წევრებს LAG წყალტუბოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები გავაცანით, ვესტუმრეთ Tetra Cave • თეთრა მღვიმეს, საპიკნიკე სივრცე იმერეთის და ავტომომსახურების ცენტრს

📌 ვიზიტი მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკების გაცნობას და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებების განხილვას

🤝 Galag - საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციამ LINC კონფერენციის აღმასრულებელ ბორდს საქართველოში, კა...
02/02/2026

🤝 Galag - საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციამ LINC კონფერენციის აღმასრულებელ ბორდს საქართველოში, კახეთის რეგიონში უმასპინძლა

🌍 სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა 2025 წლის LINC კონფერენციის შეჯამებასა და სამომავლო აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვას. შეხვედრას ესწრებოდნენ ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთის, კვიპროსის, უნგრეთის, ფინეთის, რუმინეთის, ლუქსენბურგისა და საქართველოს LAG-ების წარმომადგენლები

✅ ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო LAG წყალტუბომაც, როგორც GALAG-ის მმართველი საბჭოს წევრმა

📌 ვიზიტის ფარგლებში ევროპელი კოლეგები ასევე გაეცნენ ახმეტის LAG-ის საქმიანობასა და მხარდაჭერილ პროექტებს

🔎 LINC კონფერენცია ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და აერთიანებს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) 300-ზე მეტ წარმომადგენელს, რომლებიც მსჯელობენ ადგილობრივი განვითარების გამოწვევებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე

Address

Tskaltubo

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LAG Tskaltubo • წყალტუბოს განვითარების ჯგუფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to LAG Tskaltubo • წყალტუბოს განვითარების ჯგუფი:

Shortcuts

Share