ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Tkibuli
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, Government Organization, Tkibuli.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ტყიბულის  მუნიციპალიტეტის მერ...
02/09/2026

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.

სტაჟიორი კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სპორტის მხარდაჭერის სამსახუში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101232?active=1

სტაჟიორი შიდა აუდიტის სამსახურში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101210?active=1

სტაჟიორი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100877?active=1

სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში:
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100759?active=1

სტაჟიორი ა.(ა).ი.პ. "ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურ გაერთიანებაში":
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101268?active=1

სტაჟირების მსურველებს, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული - 2026“  გაიხსნა.სპორტის სასახლეში  ღონისძიებას  ტყიბულის  მუნიციპალიტეტის მერ...
01/09/2026

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული - 2026“ გაიხსნა.

სპორტის სასახლეში ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან ჩხიკვაძე, მერის მოადგილე მურმან ვერულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე, ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, მიხაილ სოცკი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომელშიც 160-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
შეჯიბრება ფიდეს(FIDE) წესებით, შვიდ ტურად ტარდება და 8, 10, 12 წლიანთა ასაკში, ღია ტურნირსა და ვეტერანთა კატეგორიებში გამარჯვებულებსა და პრიზიორებს გამოავლენს.

ფესტივალი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელიც 5 სექტემბერს საზეიმოდ დაიხურება.

31/08/2026

#ტყიბულქალაქობა
#მეშახტისდღე
#2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტში „ტყიბულქალაქობა“ და „მეშახტის დღე“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქი სადღესასწაულოდ...
31/08/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტში „ტყიბულქალაქობა“ და „მეშახტის დღე“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

ქალაქი სადღესასწაულოდ მოირთო. მოეწყო საბავშვო, გასართობი და სპორტული სივრცეები, ფოტო ზონები და ხილის კუთხეები. გაიმართა ქუჩის თეატრის მსვლელობა, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებები მეშახტეთა მემორიალის შემკობით დაიწყო. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღესასწაულისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა დაათვალიერეს, ასევე დაესწრნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტს.

მოგვიანებით მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტში ტყიბულის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა ტყიბულის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. ამასთანავე, კომპანია „საქნახშირმა“ტრადიციულად სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის წარმატებული მეშახტეები დააჯილდოვა.

სადღესასწაულო ღონისძიებები ტყიბულში „ბანის“, ლინდა ადამიასა და ჯგუფ ,,ერთი მეოთხედის“ კონცერტით დასრულდა.

ტყიბულქალაქობა და მეშახტის დღე 30 აგვისტო 13:00 საათი✨ ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა✨ეთნო...
29/08/2026

ტყიბულქალაქობა და მეშახტის დღე

30 აგვისტო

13:00 საათი
✨ ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
✨ეთნოგრაფიული კუთხე, იმერული ოდა
✨ საბავშვო ატრაქციონები და გასართობი აქტივობები
✨ სპორტული აქტივობები
✨ ფოტო სივრცეები, ყვავილებისა და ხილის კუთხეები, გიფერი, ფოტო სარკე
✨ სამხატვრო გამოფენა, სახეზე ხატვა
✨ ვირტუალური რეალობის სათვალით ტყიბულის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება
✨ წიგნის ფესტივალი

15:00 საათი
✨ მეშახტეთა მემორიალის გვირგვინით შემკობა

15:15 საათი
✨ ქუჩის თეატრი

16 : 00 საათი
✨ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი

16:30 საათი
✨ ოკრიბული სამზარეულო

18:00 საათი
✨ ტყიბულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება


18:30 საათი
✨ წარმატებული მეშახტეების დაჯილდოება

19:00 საათი
✨ ჯგუფი ,,ბანი“
✨ ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4
✨ ფოიერვერკი

27/08/2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოყვარულთა შორის მინი ფეხბურთში ჩემპიონატი დასრულდა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზ...
27/08/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოყვარულთა შორის მინი ფეხბურთში ჩემპიონატი დასრულდა.

გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მურმან ვერულაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ჯინჯიხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ტრადიციული ტურნირის გამარჯვებული სოფელ კურსების გუნდი „ბერე“ გახდა, მეორე ადგილზე გავიდა „სვანეთის ქუჩა“, ხოლო მესამეზე გუნდი ,,პროგრამა".
გამოვლინდნენ ცალკეულ ნომინაციაში გამარჯვებული: საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მეკარე, საუკეთესო ფეხბურთელი.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ ფულადი პრიზები დააწესა.

Address

Tkibuli

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია:

Shortcuts

Share