08/01/2025
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა ტრადიციად აქციეს სარეაბილიტაციო ცენტრ “ნაიო”ს ბენეფიციარებთან შეხვედრა.
საბჭოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე მიესალმა პატარა ნაიოელებს და შობა- ახალი წელი მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა ანიმატორმა ბავშვებს გასართობი პროგრამა წარუდგინა.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული გადაეცა.
#ტყიბულისმუნიციპალიტეტისგენდერულითანასწორობისსაბჭო