10/06/2026
ა/წ 9 ივნისს, სსიპ ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო სოფრომაძის და მე-11 კლასის (დამრიგებელი ნანა მაისურაძე) ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება ამერიკელი მოხალისის, ჰანა ლობანის პატივსაცემად, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩვენს სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა.
ღონისძიების მიზანი იყო ჰანა ლობანისადმი მადლიერების გამოხატვა იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებასა და კულტურათაშორისი ურთიერთობების განვითარებაში შეიტანა. მოსწავლეებმა წარადგინეს ინგლისურენოვანი ნომრები, მუსიკალური და შემოქმედებითი გამოსვლები, გაიხსენეს ერთად გატარებული საინტერესო და დაუვიწყარი მომენტები და მადლობა გადაუხადეს მას გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებამ თბილ და ემოციურ გარემოში ჩაიარა. ჰანა ლობანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლების, მეგობრობისა და კულტურული გაცვლის მნიშვნელობას და მოსწავლეებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ვუსურვებთ ჰანა ლობანს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში და მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
On June 9, an event was held at Tkibuli Public School No. 6 in honor of the American volunteer, Hannah Loban, who taught English at our school for one year. The event was organized under the guidance of English teacher Sopio Sopromadze and the 11th-grade students, together with their homeroom teacher, Nana Maisuradze.
The purpose of the event was to express gratitude to Hannah Loban for her valuable contribution to improving students’ English language skills and promoting intercultural understanding. The students presented English-language performances, musical and creative activities, shared memorable moments from the past year, and thanked her for her dedication, support, and hard work.
The event was held in a warm and emotional atmosphere. Hannah Loban once again emphasized the importance of education, friendship, and cultural exchange, and wished the students success in their future endeavors.
We sincerely thank Hannah Loban for her contribution to our school community and wish her continued success in all her future activities.