თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Terjola
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ოფიციალური გვერდი

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მეომარი გმირის, შმაგი სოფრომაძის, დაბადების დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნ...
05/06/2026

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული მეომარი გმირის, შმაგი სოფრომაძის, დაბადების დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, სერგი ჯიხვაშვილმა, ჯემალ ისაკაძემ, თერჯოლის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ბაზაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გმირის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ძევრში მეომრის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შმაგი სოფრომაძის სახელობის, ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები წარადგინეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მამა დავითმა გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ღოისძიება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

04/06/2026
დღეს, 4 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით გოგბერაშვილი და სერგი ჯიხვაშვილი, მერ...
04/06/2026

დღეს, 4 ივნისს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით გოგბერაშვილი და სერგი ჯიხვაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან, ზვიად ბაზაძესთან ერთად, სოფელ რუფოთსა და გოდოგანში მიმდინარე სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სოფ. გოდოგანში ხორხის უბანთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი, ორ ლოკაციაზე კი საყრდენი კედელი და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1033000 ლარს.

სოფ. რუფოთში ჭანკვეტაძეების უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 179328 ლარს.

გზების მონიტორინგს მაჟორიტარი დეპუტატები: შალვა ჭანკვეტაძე , გრიგოლ გიორგაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები: ზურაბ გოგიაშვილი და გურამ ცირეკიძე დაესწრნენ.

ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით რეაბილიტირდება.

03/06/2026

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 3 ივნისს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დ...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 3 ივნის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა....
03/06/2026

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის 3 ივნის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე უძღვებოდა.

🔗დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebulos-3-ivnisis-morigi-skhdomis-oqmi

📌 2026 წლის 3 ივნისს, 11:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება მორიგი სხდომა.👉 დასწრება თავისუფალია...
02/06/2026

📌 2026 წლის 3 ივნისს, 11:00 საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება მორიგი სხდომა.

👉 დასწრება თავისუფალია.

👉 მისამართი: ქ. თერჯოლა, ჭანტურიძის ქ. №7

🔗დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-morigi-skhdoma-gaimarteba-1780399271

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდო...
02/06/2026

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ლაშა ლანჩავა ხელმძღვანელობდა.

დეტალური ინფორმაცია ჩატერებული სხდომების შესახებ იხილეთ: https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-jandatsvisa-da-sotsialur-sakitkhta-komisiis-skhdoma-gaimarta-1780393141

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ...
02/06/2026

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბიძინა ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.

დეტალური ინფორმაცია ჩატერებული სხდომების შესახებ იხილეთ: https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-iuridiul-sakitkhta-komisiis-skhdoma-gaimarta-1780393041

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის ...
02/06/2026

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე - ბადრი ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობდა.

დეტალური ინფორმაცია ჩატერებული სხდომების შესახებ იხილეთ: https://terjola.gov.ge/news/terjolis-munitsipalitetis-sakrebuloshi-ekonomikis-da-qonebis-martvis-sakitkhta-komisiis-skhdoma-gaimarta-1780392799

Address

ან. ჭანტურიძის ქ. # 7
Terjola
2400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995558208078

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Share