Terjola • თერჯოლა

Terjola • თერჯოლა ყოველდღიური ამბები თერჯოლიდან

თერჯოლის მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ერთეულია იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან - თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჩხარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 170მ სიმაღლეზე. დასავლეთით – ქ. ქუთაისი. სამხ.აღმოსავლეთით – ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. ჩრდილოეთით –ტყიბულის მუნიციპალიტეტი. ჩრდ.აღმოსავლეთით – ჭიათურის მუნიციპალიტეტი. სამხრეთით – ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

რელიეფის მთავარი ერთეულებია ოკრიბა არგვეთის ქედის სამხრეთ–ჩრდილოეთ კალთა. კოლხეთის დაბლობის გორაკ–ბორცვიანი მთისწინეთი. აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავს იმერეთის მაღლობს და ჩრდილოეთის საზღვარი მდინარე ყვირილა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ბუჯა, მაძარულა, ძუსა, ჩოლაბური, ყვირილა, ჩხარა ქვერუნა, ბოსელა, ნახშირღელე, ჭიშურა, საბანელა, ძევრულა, წყალწითელა.

თერჯოლაში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი , 45 სოფელი. მუნიციპალიტეტი შემდეგ ტერიტორიულ ერთეულად იყოფა:

1 ქ. თერჯოლა; 19 თემი: ახალუბანი, ალისუბანი, ახალითერჯოლა, ბარდუბანი, გოდოგანი, ეწერი, თუზი, კვახჭირი, ნახშირღელე, რუფოთი, საზანო, სიქთარვა,ჩხარი, ძევრი, გოგნი, ზედასიმონეთი, ქვედასიმონეთი, ღვანკითი, ჭოგნარი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის მაგისტრალი სამტრედია-ხაშურის ხაზზე. არის რკინიგზის სადგური სოფელ კვახჭირში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალის და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: თერჯოლა-ტყიბული და ქუთაისი-ვარციხე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტებია: კურორტი „სიმონეთი“, ნავენახევის მღვიმე, სკანდესციხე, ბერციხე, ღვანკითის დედაღვთისა, ჩიხორისა და ჩხარის შუა საუკუნეების ნაქალაქარების ნაშთები, ძევრის არქიტექტურული კომპლექსი, საგვარჯილეს გამოქვაბული, გოგნის წმინდა გიორგის ტაძარი, დავით და სერგო კლდიაშვილის სახლ–მუზეუმი, შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ–მუზეუმი, სოფელ გოდოგანში თამარის თაღებიანი ხიდი. სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები.

თერჯოლის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლები: ღვთისმშობლის შობის ტაძარი (დედაღვთისა) XII საუკუნე სოფელი ღვანკითი, საკვირაოს ეკლესია XVI საუკუნე სოფელი ჩხარი, წმ.გიორგის ეკლესია 1532–1534 წ სოფელი ჩხარი, კოშკი გვიანი საუკუნე

სოფელი გოდოგანი, სკანდის ციხე–დარბაზი IV- XVIII საუკუნე სოფელი საზანო, ჩიხორის ნაქალაქარი

გვიანი შუა საუკუნე სოფელი საზანო, კონსტანტინე კახის სახელობის დედათა მონასტერი 2006–2008 წ

სოფელი ქვ. სიმონეთი, ჩეხნარის ახალი ეკლესია XIX საუკუნის 70– იანი წ სოფელი ძევრი, გოგნის წმ. გიორგის სალოცავი "კარუგდებელი" VII საუკუნე სოფელი გოგნი, გოგნის წმ.გიორგის ტაძარი XXI საუკუნე სოფელი გოგნი, წმ. გიორგის ეკლესია XI-XII საუკუნე სოფელი გოგნი, სასახლე გვიანი საუკუნე სოფელი გოგნი, ჩიხორის ციხე გვიანი შუა საუკუნე სოფელი საზანო, მაჩიტაურის ციხე XVIII საუკუნე სოფელი ალისუბანი, თამარის ხიდი სოფელი გოდოგანი.

სოფელ სიმონეთში მოქმედებს დავით და სერგო კლდიაშვილის სახლ–მუზეუმი. გარდა ამისა სოფელ ჩხარში შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ–მუზეუმი.

მზის ჩასვლა 🌅
14/09/2026

მზის ჩასვლა 🌅

14/09/2026

ემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, თერჯოლლებო?

ფიტნესზე რას იტყვით? დადიხართ? 🏋🏻‍♀️
11/09/2026

ფიტნესზე რას იტყვით? დადიხართ?

🏋🏻‍♀️

09/09/2026

კიდევ რა სიახლეები გვაქვს თერჯოლაში?

გაგვიზიარეთ ახალი მაღაზიები, დაწესებულებები და სხვ. 🌲

შემოგვეპარა შემოდგომა, ამასობაში
09/09/2026

შემოგვეპარა შემოდგომა, ამასობაში

ამბობენ, საუკეთესო პროდუქცია იქნებაო 🥩🥚🧀🥬
05/09/2026

ამბობენ, საუკეთესო პროდუქცია იქნებაო

🥩🥚🧀🥬

28/08/2026

მარიობას გილოცავთ! 🩵

ვინ და როგორ აღნიშნავთ თერჯოლლებო?!

ვინ არის გამოსახული?
24/08/2026

ვინ არის გამოსახული?

გახსოვთ როდის გაიხსნა დავით კლდიაშვილის ძეგლი თერჯოლაში?
24/08/2026

გახსოვთ როდის გაიხსნა დავით კლდიაშვილის ძეგლი თერჯოლაში?

☀️ 📸 პავლე წულაია
15/02/2026

☀️

📸 პავლე წულაია

Address

9 Aprili Street
Terjola
2400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Terjola • თერჯოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share