მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, Government Organization, ა.მიცკევიჩი ქუჩა 29/29ა, Tbilisi.

08/06/2025

🌐 შეიქმნა ახალი ინტერაქტიული რუკის პლატფორმა, სადაც გაერთიანდა საქართველოს მუნიციპალიტეტების გეოგრაფიული მონაცემები.⁣

​​ინტერაქტიულ რუკას დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე:⁣
🔹შემუშავდა 11 თემატური ჯგუფი;⁣
🔹ძირითად კატეგორიბში დაინერგა სასურველი ფენის ძებნის ფუნქციონალი;⁣
🔹 მომხმარებლისთვის ხშირად გამოყენებადი ფენების საფუძველზე, შეიქმნა შეთავაზებული რუკები; ⁣
🔹საფუძველი რუკების ასარჩევი გაიყო ორ ნაწილად - ორთო და ტოპო რუკებად;⁣
🔹დაინერგა მინი რუკის ფუნქციონალიც, რომლის საშუალებითაც ხდება აღქმა, თუ საქართველოს ტერიტორიის რა ნაწილში ხდება შესაბამისი მანიპულაცია;⁣
🔹 რუკას დაემატა ფენების მართვის ინსტრუმენტები:⁣
გადაადგილება და პრიორეტიზაცია;⁣
ფენის გამჭირვალობა;⁣
ფენის ჩართვა/გამორთვა.⁣

ინტერაქტიულ რუკას დაემატა ისეთი ახალი ფუნქციებიც, რომელთა სარგებლობისთვისაც აუცილებელია მოქალაქემ მუნიციპალური სერვისების გარე პორტალზე საკუთარი მომხმარებლის სახელითა და პაროლით გაიაროს ავტორიზაცია, რის შემდეგაც რუკის სრული ფუნქციონალით სარგებლობას შეძლებს ✅⁣

ავტორიზებულ მომხარებელს დამატებით საშუალება ექნებათ გამოიყენონ:⁣
🗺️ ჩემი რუკის შედგენა - არჩეული ფენების შენახვა პირად გვერდზე. ⁣
📐 გეოგრაფიული ობიექტების ხაზვა - რუკის სამართავი ხელსაწყოებით სხვადასხვა სასურველი მანიპულაციის ჩატარება: მიწის ნაკვეთის მოხაზვა, ფართობის დათვლა და ა.შ.⁣

მოქალაქეებს განახლებული სისტემა საჭირო ინფორმაციაზე უფრო სწრაფ და კომფორტულ წვდომას სთავაზობს 🧑‍💻

განახლდა მოქალაქეთა ონლაინ დახმარების სისტემა 𝐌𝐒 𝐇𝐄𝐋𝐏 ⁣🔻ონლაინ განცხადებების პორტალის letters.ms.gov.ge-ს საშუალებით, სხ...
03/06/2025

განახლდა მოქალაქეთა ონლაინ დახმარების სისტემა 𝐌𝐒 𝐇𝐄𝐋𝐏 ⁣🔻
ონლაინ განცხადებების პორტალის letters.ms.gov.ge-ს საშუალებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ონლაინ დახმარების სერვისით და მათთვის სასურველ ან პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით გაიარონ კონსულტაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ⁣💻

დიალოგის დაწყება შეუძლია როგორც ავტორიზებულ, ისე არაავტორიზებულ მოქალაქეს, რომელმაც აუცილებელია აირჩიოს კატეგორია, რა თემაზეც სურს კონსულტაციის გავლა ოპერატორთან;⁣
არავტორიზირებულმა მომხმარებელმა კი, უნდა მიუთითოს სახელი, ტელეფონის ნომერი და სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტა.⁣

ვფიქრობთ, აღნიშნული სისტემა კომუნიკაციას მოქალაქესა და მუნიციპალიტეტის თანამშრომელს შორის უფრო მეტად კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის ✅

Address

ა.მიცკევიჩი ქუჩა 29/29ა
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995322378273

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო:

Share