GITA • Tech Park

GITA • Tech Park საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა. Georgia's Innovation and Technology

Agency’s mission is a formation of an ecosystem which improves all kinds of innovations and technologies in our country, to promote a commercialization of knowledge and innovations, to stimulate using them in all fields of economy, to create an environment for the growth of innovations and high-tech products.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს ახალ პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამას “სტარტაპ აკადემ...
03/09/2026

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს ახალ პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამას “სტარტაპ აკადემია”, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველად ჩატარდება. სააგენტო პროგრამის მონაწილეების შესარჩევად განაცხადების მიღებას აცხადებს.

პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონის მონაწილეთა ჩართვა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, მათი სამეწარმეო და პრაქტიკული უნარების განვითარება და ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა.

პროგრამა აერთიანებს ონლაინ სწავლების მოქნილ ფორმატსა და რეგიონებში გამართულ ფიზიკურ, გუნდურ სამუშაო შეხვედრებს, რაც მონაწილეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

3 თვის განმავლობაში მონაწილეები სიღრმისეულად შეისწავლიან:
• პრობლემის იდენტიფიცირებასა და იდეის გენერირებას
• გუნდის ფორმირებას
• მომხმარებლის კვლევასა და იდეის ვალიდაციას
• პირველი პროდუქტის შექმნას
• ბიზნესმოდელსა და ბაზარზე შესვლის სტრატეგიას
• AI ინსტრუმენტების გამოყენებას
• საჯაროდ გამოსვლის და საკუთარი იდეების წარდგენის უნარებს

პროგრამის ხანგრძლივობა: სექტემბერი — ნოემბერი, 2026

ასაკობრივი ზღვარი: 16+

შეავსე განაცხადი ახლავე: https://apps.mygita.ge/zs/kKtqql

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი

დარეგისტრირდი და გახდი „სტარტაპ აკადემიის” მონაწილე!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგ...
01/09/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.
გამოცხადდა 9 ვაკანსია.

განაცხადების მიღება შესაძლებელია 10 სექტემბრის ჩათვლით.

▪️ტექნოპარკების დეპარტამენტის სტაჟიორი - 2 ვაკანსია https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102131?active=1

▪️ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102132?active=1

▪️სტარტაპ ეკოსისტემის მხარდამჭერი პროგრამების დეპარტამენტის საგრანტო პროგრამების მართვის სამმართველოს სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102133?active=1

▪️საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102134?active=1

▪️ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის სტაჟიორი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102135?active=1

▪️სტაჟიორი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულებით - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102136?active=1

▪️საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის სტაჟიორი (საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102138?active=1

▪️საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის სტაჟიორი (სოციალური მედიის მიმართულებით) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102139?active=1

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო...
28/08/2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი სტუდენტებისთვის წარმატებით დასრულდა. მონაწილეებს სერტიფიკატები სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ გადასცა.

წლევანდელ საერთაშორისო ბანაკში 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ბანაკის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა, შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარების განვითარება და AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში ჩართვა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებს 2023 წლიდან მართავს და ამ პერიოდის განმავლობაში 700-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა

ვრცლად: https://shorturl.at/iOGIP

🚀ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის "25 000 ლარამ...
27/08/2026

🚀ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო კონკურსის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

🌎აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 სექტემბრამდე საშუალება აქვთ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ განაცხადები, რომელთაც სპეციალურად პროგრამისთვის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

📍2026 წელს საგრანტო პროგრამა უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში და ჯამში 24 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

🖇️რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/flewb

📍საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ...
25/08/2026

📍საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, თბილისის ტექნოპარკში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

📌შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ერთობლივი ინიციატივებისა და რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნის პერსპექტივებზე.

🚀სომხეთის ელჩი თბილისის ტექნოპარკის ინფრასტრუქტურას გაეცნო, ასევე მიიღო დეტალური ინფორმაცია სააგენტოს განხორციელებული პროგრამებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრაზე სომხეთის ელჩმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი სომხეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Digitec 2026-ზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

🔗https://shorturl.at/3Z8sb

24/08/2026

🚀ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია. მათ შორის იყვნენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 15-ზე მეტი სკოლის მოსწავლეები და 10-მდე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები. გარდა ამისა, ტექნოლოგიური ჰაბი 100-ზე მეტმა უცხოელმა ვიზიტორმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მზარდია.

🔗ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ერთი თვის სტატისტიკას აჯამებს და აღნიშნავს, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უკვე იქცა არა უბრალოდ ახალ ინფრასტრუქტურად, არამედ რეალური მიზიდულობის ცენტრად განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციებისთვის.

🚀“ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო - შეგვექმნა სივრცე, სადაც ბავშვი პირველად ინტერესდება მეცნიერებით, ახალგაზრდა იძენს თანამედროვე ტექნოლოგიურ უნარებს, სტარტაპი ავითარებს იდეას, ხოლო მკვლევარი და ინოვატორი ქმნის პროდუქტს. ქუთაისში ჩვენ ვაშენებთ ეკოსისტემას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადამიანებისთვის და ამავე დროს აძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

📅 ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად 24 ივლისს გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.

🔬 ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას.

💡ჰაბში ასევე განთავსებულია TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყება და პირველ ეტაპზე სასწავლო კურსს 600 აპლიკანტი გაივლის.

🚀 ჰაბში მოქმედებს ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.

#იდეაქმნისმომავალს🚀

🤖ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელ...
23/08/2026

🤖ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, რომელშიც 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.

💡პროგრამა ინგლისურენოვანია და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა შესავალი კომპიუტერულ ინჟინერიაში, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაში, აგრეთვე კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, AI ანტრეპრენერობა, AI სხვადასხვა ინდუსტრიებში და პროფესიებში, პრობლემების იდენტიფიცირება და სხვ.

🚀ბანაკის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში. ასევე, შექმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.

👉 იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/REENS

#იდეაქმნისმომავალს🚀

🚀საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს სტარტაპების შერჩევას მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ და ავტ...
19/08/2026

🚀საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს სტარტაპების შერჩევას მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ და ავტორიტეტულ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში — CES 2027-ზე მონაწილეობის მისაღებად.

🌎CES 2027 აერთიანებს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინვესტორებს, მედიას, პოტენციურ პარტნიორებსა და ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

👥რატომ უნდა მიიღოთ ღონისძიებაში მონაწილეობა?

•გექნებათ შესაძლებლობა, წარადგინოთ თქვენი პროდუქტი ათასობით ინვესტორის, საერთაშორისო მედიისა და ინდუსტრიის ლიდერების წინაშე;

• დაამყაროთ პირდაპირი კავშირები პოტენციურ პარტნიორებსა და გლობალურ ტექ-კომპანიებთან;

• შეისწავლოთ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და გაფართოების რეალური შესაძლებლობები.

🫠საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შერჩეულ სტარტაპებს ღონისძიებაში მონაწილეობის ბილეთს დაუფინანსებს.

📍 ლოკაცია: ლას ვეგასი, აშშ
📅 თარიღი: 6–9 იანვარი, 2027

🖇️შეავსეთ განაცხადი ბმულზე:

Your response would be greatly appreciated.

👥ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საერთაშორისო პლატფორმამ Apoli...
18/08/2026

👥ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საერთაშორისო პლატფორმამ Apolitical-მა საჯარო სექტორში ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა საჯარო მოხელეებისთვის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას ისახავს მიზნად.

👥აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უერთდება ინიციატივას - „Government AI Campus”. ეს არის გლობალური პლატფორმა, რომელიც სპეციალურად მთავრობებისა და საჯარო მოხელეებისთვისაა შექმნილი და ორიენტირებულია საჯარო სექტორის მართვის გაუმჯობესებაზე.

📚გარდა საგანმანათლებლო კომპონენტისა, სააგენტო აქტიურად ჩაერთო გლობალურ ინიციატივაში - „სახელმწიფო ხელოვნური ინტელექტის გზამკვლევი”. ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით შექმნილი უნიკალური ინტერაქციული მონაცემთა ბაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ განხორციელებულ ხელოვნური ინტელექტის რეალურ პროექტებს აერთიანებს.

🌎Apolitical Group Limited წამყვანი გლობალური სასწავლო პლატფორმაა, რომელიც სპეციალიზებულია საჯარო სექტორის განვითარებაზე, აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ვერიფიცირებულ საჯარო მოხელეს 170 ქვეყნიდან და წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად.

🖇️ https://shorturl.at/7r1oK

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საერთაშორისო პლატ....

Address

7, Innovation Str • ინოვაციების ქ. #7
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322004482

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GITA • Tech Park posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GITA • Tech Park:

Shortcuts

Share