09/06/2026
🤝 ტრადიცია, რომელიც გვაერთიანებს და გვახსენებს საუკეთესოებს!
ტრადიციულად, სწავლის მიწურულს ჩვენს სკოლაში წელსაც ჩატარდა თორნიკე თურმანიძის სახელობის სპორტული ტურნირი მკლავჭიდში. ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია — მასში ერთიანდება სპორტული ჟინი, მეგობრობა და სიყვარული.
🙏მადლობა სპორტის მასწავლებელს - ზაზა თაბაგარს Zaza Tabagari, რომლის გულითადი მიდგომით და პროფესიონალიზმით ეს ტურნირი უკვე წლებია სკოლის ლამაზ ტრადიციად იქცა.
🥇🥈🥉ვულოცავთ ტურნირის გამარჯვებულებს
და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს! 👏
🙌 უდიდესი პატივისცემა თორნიკეს მამას, ბატონ ფრიდონ თურმანიძეს და ოჯახის წევრებს, Tatia Turmanidze, რომლებიც ყოველწლიურად ესწრებიან ტურნირს. მათი მზერა, თბილი სიტყვები და მხარდაჭერა მოტივაცია და სტიმულია ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომ ეს ტურნირი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩავატაროთ.
#თორნიკეთურმანიძისტურნირი
#ჩვენიტრადიცია
#სპორტისკოლაში
#ხსოვნა