26/05/2026
🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გურჯაანში, კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში, ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა თემაზე - „ძველი გურჯაანი“, „გურჯაანელი გენერლები“ და „დამოუკიდებელი საქართველო“.
🔹პარკში ასევე მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა და საქართველოს დროშის ხატვის მასტერკლასი.
🔹ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა თეატრალური მსვლელობა და კონცერტი.
🔹ა(ა)იპ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების მიერ, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის პირადი ნივთები და საინტერესო, ინფორმაციული ვიზუალური მასალა პირველი რესპუბლიკის შესახებ.
🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი “ხარება”, "თბილისური კვარტეტი" , მომღერლები - ანიტა აბგარიანი, ანდრია ფუტკარაძე, ლიზა დარასელია, ბენდი “პოზიტივი” და ბენდი “Visioners” მონაწილეობდნენ.
🔹ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მერის მოადგილეები - კონსტანტინე ბერიძიშვილი, ვაჟა ბენაშვილი და დელეგატის ბიუროს უფროსი ზაზა შოშიაშვილი დაესწრნენ.