04/06/2026
🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
🔺დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეტალურად განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, მათი კავშირი განრიდება-მედიაციის პროცესთან და მედიაციის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტების ეფექტიანად მოგვარებაში.
🔺მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იმართება და განრიდება-მედიაციის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამართლებრივი კულტურის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
🔺ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მედიატორები, რომლებმაც პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე სტუდენტებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.