29/05/2026
🟢 ენერგოომბუდსმენის ჩართულობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში დაბალი ძაბვის პრობლემა მოგვარდა
⚡ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთიდან მომართეს ელექტროენერგიის დაბალი ძაბვით მიწოდების პრობლემის გამო.
🏠 მოსახლეობა წლების განმავლობაში უჩიოდა სტანდარტთან შეუსაბამო ხარისხის ელექტროენერგიას, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულ მუშაობას აფერხებდა.
🔎 საკითხის შესწავლის მიზნით, ენერგოომბუდსმენმა დაიწყო საქმის წარმოება და რეკომენდაციით მიმართა ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას.
🛠️ ენერგოომბუდსმენის ჩართულობის შედეგად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სოფელში განახორციელა ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია, მათ შორის:
🔹 დაახლოებით 700 მეტრი საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
🔹 🏗️ ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის დამატება;
🔹 🔌 დაახლოებით 1.5 კმ სიგრძის SIP კაბელის მოწყობა;
🔹 🚧 0.4 კვ გამანაწილებელ ქსელში 50-მდე ამორტიზებული საყრდენის დემონტაჟი და განახლება.
✅ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ფუთის მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე სტანდარტის შესაბამისი პარამეტრებით, უსაფრთხოდ, უწყვეტად და საიმედოდ მიეწოდება.
📞 თუ ელექტროენერგიის, 🔥 ბუნებრივი გაზის, 💧 წყალმომარაგების ან 🌱 სარწყავი წყლის მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, მიმართეთ ენერგოომბუდსმენს.
🤝 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი უფასოდ დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვასა და პრობლემის მოგვარებაში.
ენერგოომბუდსმენი - შენი უფლებების დაცვის გარანტია!
#ენერგოომბუსმენი #შენიუფლებებისდაცვისგარანტია