სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი / Institute for a Fair Economy

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი / Institute for a Fair Economy

სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი / Institute for a Fair Economy IFE არის კვლევითი ორგანიზაცია: იკვლევს საქართველოში ეკონომიკური უთანასწორობის გავლენას საზოგადოებაზე.

სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი (IFE) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს საქართველოში ეკონომიკური უთანასწორობის გავლენას საზოგადოებაზე. ორგანიზაცია დაფუძნდა თბილისში, 2020 წელს. სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი (IFE) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევა და ქონსალტინგი.

25/05/2024

ჩვენ ვართ მშრომელების პლატფორმა, მშრომელებისთვის, რომლის მიზანიცაა პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენოს მშრომელთა ინტერესები და წინ წამოწიოს ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რაც ჩვენი ყოველდღიურობაა. მარტო მშრომელებს გვახსოვს დაჩაგრული მშრომელები!

02/04/2024

ჯანდაცვის პრივატიზაციის შედეგები

"როგორ დაშალეს თავისუფალმა ბაზრის იდეოლოგებმა ჯანდაცვა პოსტსაბჭოთა საქართველოში" - პროფკავშირი "სოლიდარობის ქსელის" თავმ...
12/01/2024

"როგორ დაშალეს თავისუფალმა ბაზრის იდეოლოგებმა ჯანდაცვა პოსტსაბჭოთა საქართველოში" - პროფკავშირი "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარისა და "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" წამყვანი მკვლევარის, სოფო ჯაფარიძის, ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა ცნობილ ამერიკული გამოცემა "ჯეიქობინი". სტატიაში ასევე გაეცნობით: "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შოკურ-თერაპიის პრივატიზაციების საცდელ ადგილად იქცა. შედეგი: მზარდი ავადობა, დიდი ხნის განმავლობაში ჩახშობილი დაავადებების დაბრუნება და პრევენციული ზრუნვის მიტოვება."

After the fall of the Soviet Union, the Georgian health care system became a testing ground for shock-therapy privatizations. The result: soaring morbidity, the return of long-suppressed diseases, and the sidelining of preventive care.

27/12/2023

გარდაიცვალა მარიამ ჩაჩანიძე, 20 წლის "WOLT"-ის კურიერი, რომელიც სამუშაოს შესრულებისას 6 თვის წინ დაშავდა! მარიამი იმყოფებოდა კომაში. პროფკავშირი "სოლიდარობის ქსელი" გამოთქვამს მწუხარებს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. სამწუხაროდ, ეს კურიერის დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არაა. სამუშაო დატვირთვა, ანაზღაურება და კონტრაქტები შეუსაბამოა მათ შრომასთან. სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი / Institute for a Fair Economyს ციფრული შრომის პლატფორმების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კვლევაში მონაწილე ექვსი კომპანიიდან (გლოვო,“ „ვოლტი,“ „ვოლტ ფუდი,“ „ბოლტი,“ „იანდექსი“ და „მაქსიმი“) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს სრულფასოვნად სამართლიანი შრომის პრინციპებს.

„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტისა“ და Fairwork-ის  ციფრული შრომის პლატფორმების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კვლევაშ...
04/12/2023

„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტისა“ და Fairwork-ის ციფრული შრომის პლატფორმების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კვლევაში მონაწილე ექვსი კომპანიიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს სრულფასოვნად სამართლიანი შრომის პრინციპებს. კომპანიები შეფასდნენ ხუთ პრინციპის მიხედვით, უმაღლეს შეფასებას 10 ქულა წარმოადგენდა და თითო პრინციპი ფასდებოდა 2-2 ქულით. აღნიშნული პრინციპები იყო:

🔴 სამართლიანი ანაზღაურება;
🔴 სამართლიანი პირობები;
🔴 სამართლიანი კონტრაქტი;
🔴 სამართლიანი მენეჯმენტი;
🔴 სამართლიანი წარმომადგენლობა;

Fairwork-ისა და "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში არცერთი შრომის პლატფორმა არ უხდ...
30/11/2023

Fairwork-ისა და "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში არცერთი შრომის პლატფორმა არ უხდის (კურიერებს) მშრომელებს საცხოვრებელ ხელფასს! 2022 წლის მონაცემებით საქართველოში ღირსეული საცხოვრებელი ხელფასი შეადგენს სულ მცირე 1770 ლარს.
კვლევის ბმული: https://fair.work/en/fw/publications/fairwork-georgia-ratings-2023-old-challenges-and-new-forms-of-work-in-the-neoliberal-paradise/

28/11/2023

ციფრული შრომის პლატფორმების კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ კვლევაში მონაწილე ექვსი კომპანიიდან ვერც ერთი აკმაყოფილებს სრულფასოვნად სამართლიანი შრომის პრინციპებს. ხუთი პრინციპის მიხედვით გამოკვლეულ კომპანიებს შორის მოხვდნენ: „გლოვო“, „ვოლტი“, „ვოლტ ფუდი“, „ბოლტი“, „იანდექსი“ და „მაქსიმი“. ასევე პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კონკრეტული რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობას, ისე ციფრულ პლატფორმებს.

ციფრული პლატფორმების მუშაკებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ ტიპის შრომით...
24/11/2023

ციფრული პლატფორმების მუშაკებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ ტიპის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება, – ამის შესახებ დღეს „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ბექა ნაცვლიშვილმა გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ციფრული შრომის პლატფორმების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კვლევაში მონაწილე ექვსი კომპანიიდან ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს სრულფასოვნად სამართლიანი შრომის პრინციპებს. მისი თქმით, გამოკვლეულ კომპანიებს შორის მოხვდნენ: „გლოვო,“ „ვოლტი,“ „ვოლტ ფუდი,“ „ბოლტი,“ „იანდექსი“ და „მაქსიმი.“ ასევე, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კონკრეტული რეკომენდაციები მიემართება როგორც მთავრობას, ისე ციფრულ პლატფორმებს.

ციფრული პლატფორმების მუშაკებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ .....

საბერძნეთში, სალონიკის არისტოტელეს  უნივერსიტეტში იმართება კონფერენცია "ხალხის ჯანმრთელობის მოძრაობისა" და "ჯანმრთელობის...
23/09/2023

საბერძნეთში, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში იმართება კონფერენცია "ხალხის ჯანმრთელობის მოძრაობისა" და "ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის" მიერ. სადაც წამყვანი აკადემიკოსები, სპეციალისტების, პროფკავშირის წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან განვიხილავთ კაპიტალისტური ჯანდაცვის პოლიტეკონომიას, სხვადასხვა სისტემების შედარებებს, ჯანდაცვის სფეროს მშრომელების გამოცდილებებს, პანდემიის შედეგებსა და პანდემიის პოლიტეკონომიასა და ვცდილობთ დავუნახოთ ალტერნატივა წარსული და აწმყო გამოცდილებების გათვალისწინებით. სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი / Institute for a Fair Economy-მა წარადგინა კვლევა - "ჯანდაცვის პრივატიზაციის სოციალური შედეგები საქართველოში".

12 ივნისს, თსუ-ში "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" ორგანიზებით "ჯეიქობინის" რედაქტორის, დეივიდ ბროდერმა გამართა თავის...
14/06/2023

12 ივნისს, თსუ-ში "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" ორგანიზებით "ჯეიქობინის" რედაქტორის, დეივიდ ბროდერმა გამართა თავის წიგნის პრეზენტაცია - "მუსოლინის შვილიშვილები: ფაშიზმი თანამედროვე იტალიაში".

იტალიის ახალი მმართველი პარტია ჯორჯია მელონის “Fratelli d’Italia” გენეალოგიურ სათავეებს მუსოლინის რეჟიმიდან იღებს. უახლეს პერიოდში მათი გავლენა გაძლიერდა, მემარცხენე ძალების წინააღმდეგ კულტურული ომის გაჩაღებითა და მეორე მსოფლიო ომზე პოლარიზებული პოლიტიკური დებატებით. უახლოეს წარსულში მათი ცნობადობა და პოლიტიკური წონა საგრძნობლად გაიზარდა, რამაც მათი წარმატება განაპირობა. 2022 წლის არჩევნებში მათ სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. მუსოლინის რეჟიმის დამარცხებიდან 80 წლის შემდეგ მისი მიმდევრები ისევ ხელისუფლების სათავეებთან აღმოჩნდნენ.

12 ივნისი, 19:00 სთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 115; ისტორიკოსი და ჟურნალ Jacobin-ის რ...
08/06/2023

12 ივნისი, 19:00 სთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 115; ისტორიკოსი და ჟურნალ Jacobin-ის რედაქტორი დევიდ ბროდერი წარადგენს თავის ახალ წიგნს „მუსოლინის შვილიშვილები: ფაშიზმი თანამედროვე იტალიაში“, რასაც მოჰყვება კითხვა-პასუხი.

Monday, June 12th, 7:00 pm, Tbilisi State University, Building 1, Auditorium 115; Historian and editor for Jacobin magazine, David Broder will present on his new book “Mussolini’s Grandchildren: Fascism in Contemporary Italy” followed by a Q&A”

Address

Irakli Abashidze 10
Tbilisi
0172

Opening Hours

Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00
Saturday 11:00 - 14:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი / Institute for a Fair Economy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი / Institute for a Fair Economy:

Share