შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office

შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური
15-75

შრომის ინსპექციის სამსახურში ახალი თანამშრომლების გადამზადების კურსი ჩატარდა. ტრეინინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრა...
16/09/2026

შრომის ინსპექციის სამსახურში ახალი თანამშრომლების გადამზადების კურსი ჩატარდა.

ტრეინინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.

მონაწილეები დეტალურად გაეცნენ „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონს, შრომის კოდექსს, შრომის უსაფრთხოების ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. განიხილეს ინსპექტირების ეტაპები, ოქმების, მითითებებისა და შემოწმების აქტების შედგენის პრაქტიკული თავისებურებები.

ყურადღება გამახვილდა შრომით უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებსა და იძულებითი შრომის/ტრეფიკინგის პრევენციის მექანიზმებზე.

ჩატარდა რეალური საქმეების განხილვა და დისკუსიები.

პროგრამა მიზნად ისახავს ახალი კადრების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიან ზედამხედველობას.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახ...
11/09/2026

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს უწყების მიერ გაწეული სამუშაო და ხაზი გაუსვეს შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრების პროცესში მიღწეულ პოზიტიურ დინამიკას.

წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ჯამში 7 111 აქტივობა განხორციელდა, რაც უწყების საზედამხედველო მასშტაბების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები იქნება დაცული. 2025 წლის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თანმიმდევრულმა ზედამხედველობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგები მოიტანა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი შემცირება უზრუნველყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 4 312 ინსპექტირება, შემოწმდა 2 045 ობიექტი და საზედამხედველო ღონისძიებები 41 910-მდე დასაქმებულს შეეხო. გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად გაიცა 24 690 მითითება. წინა წელთან შედარებით ინსპექტირებების რაოდენობა 1,4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ორჯერ იმატა იმ კომპანიების რიცხვმა, რომლებმაც პირველადი ინსპექტირებისას გაცემული მითითებები სრულად შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების რაოდენობა 46%-ით შემცირდა.

შრომითი უფლებების ზედამხედველობის კუთხით განხორციელებულმა 2 799-მა აქტივობამ 35 000-მდე დასაქმებული მოიცვა. დარღვევებზე რეაგირების ფარგლებში გაიცა 3 658 მითითება და შედგა 1 095 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას, დისკრიმინაციული ფაქტები დადგინდა 70 სუბიექტის მიმართ, როგორც უშუალოდ შრომით ურთიერთობებში, ისე ვაკანსიების გამოქვეყნების ეტაპზე.

ანგარიშში ასევე დეტალურად შეფასდა სხვა მიმართულებებიც:

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელდა 224 ინსპექტირება, რომელთა ფარგლებში პირველადად შემოწმდა 188 ადგილობრივი დამსაქმებელი. ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ დასაქმების შუამავლობით დაკავებული კომპანიების საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ჩატარდა 19 მონიტორინგი.

არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლინდა დარღვევები 16 სამუშაო ადგილზე, რაც შეეხებოდა 26 არასრულწლოვანს.

სამედიცინო სექტორში მინიმალური საათობრივი ანაზღაურების კონტროლის მიზნით ჩატარდა 321 გეგმური ინსპექტირება.

გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩატარდა 3 824 საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც 35 000-ზე მეტი პირი ჩაერთო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. პროგრამის ფარგლებშ...
02/09/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

პროგრამის ფარგლებში, შრომის ინსპექციის სამსახური აცხადებს სტაჟირებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

➡️ იურიდიული დეპარტამენტი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101394?active=1

➡️ შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101407?active=1

➡️ შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის შრომით უფლებებზე ზედამხედველობის იმერეთის რეგიონული სამმართველო
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101413?active=1

სტაჟირების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის 1 სექტემბერს და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად :
განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

გისურვებთ წარმატებას!

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შრომის ინსპექ...
01/09/2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა სამშენებლო სექტორში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათი აღსრულების პრაქტიკაზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.

მხარეებმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკა განიხილეს. იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და დამსაქმებელთა მხრიდან, უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების გზებზეც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას, უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანი დანერგვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების პროცესში.

ასევე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევები. მხარეებმა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

01/09/2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა სამშენებლო სექტორში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათი აღსრულების პრაქტიკაზე იმსჯელეს.

მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.

მხარეებმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკა განიხილეს. იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და დამსაქმებელთა მხრიდან, უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების გზებზეც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას, უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანი დანერგვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების პროცესში.

ასევე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევები. მხარეებმა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

👶 დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები - იცოდე, როგორ გიცავს კანონი! ოჯახის დაგეგმვა და შვილის მოვლა ...
24/08/2026

👶 დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები - იცოდე, როგორ გიცავს კანონი!

ოჯახის დაგეგმვა და შვილის მოვლა ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საქართველოს შრომის კოდექსი განსაკუთრებულ გარანტიებს ანიჭებს ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ დასაქმებულებს.

🤰 რა ძირითადი უფლებები გაქვს?

✅ანაზღაურებადი შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო: დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებით 126 კალენდარული დღის ოდენობით (რთული მშობიარობის ან ტყუპების შობის შემთხვევაში 143 დღე)

✅ბავშვის მოვლის გამო - 604 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც 57 კალენდარული დღე ანაზღაურებადია, რაც შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ (ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა შეუძლია ორივე მშობელს).

✅შესვენება ძუძუთი კვებისთვის: 1 წლამდე ასაკის ბავშვის დედას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის (დღეში სულ მცირე 1 საათი), რაც ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

✅ზეგანაკვეთური და ღამის შრომის შეზღუდვა: ორსული, ახალნამშობიარები ან ძუძუთი კვებაზე მყოფი ქალის დასაქმება ღამის სამუშაოზე, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან საქმიანობაზე მისი თანხმობის გარეშე აკრძალულია

⚖️ გახსოვდეს: დედობა და მშობლობა დაცულია კანონით. შრომითი პირობების გაუარესება ოჯახური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციაა!

🔗დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://lio.moh.gov.ge/mainlist.php?lang=1&uid=202504070946273226239505

📞 ცხელი ხაზი: 1575

შრომის ინსპექციის სამსახურს 40 ახალი თანამშრომელი შეემატა. ახლადდანიშნული ინსპექტორები შრომითი უფლებების ზედამხედველობის...
18/08/2026

შრომის ინსპექციის სამსახურს 40 ახალი თანამშრომელი შეემატა. ახლადდანიშნული ინსპექტორები შრომითი უფლებების ზედამხედველობისა და შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტებს, ასევე აჭარის რეგიონულ სამმართველოს გააძლიერებენ.

ახალ თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შეხვდნენ.

გიორგი ცაგარეიშვილმა ახალ გუნდს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ შრომითი სტანდარტების დამკვიდრებისა და დასაქმებულთა უფლებების დაცვის პროცესში.

ბექა ფერაძემ ხაზი გაუსვა სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველყოფა უწყების მთავარი, პრიორიტეტული მიმართულებაა.

შრომის ინსპექციის სამსახური წარმატებულ და პროდუქტიულ საქმიანობას უსურვებს ახალ თანამშრომლებს.

🔍 რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა?✅საფრთხეების შეფასება და პრევენცია: დამსაქმებელმა რეგულარულად უნდა შ...
17/08/2026

🔍 რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა?

✅საფრთხეების შეფასება და პრევენცია: დამსაქმებელმა რეგულარულად უნდა შეაფასოს სამუშაო ადგილზე არსებული რისკები და მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად.

✅ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: სპეცტანსაცმელი, ჩაფხუტი, დამცავი სათვალე თუ ღვედი დამსაქმებელი ვალდებულია უფასოდ უზრუნველყოს, ხოლო დასაქმებული გამოიყენოს ისინი.

✅სავალდებულო სწავლება: სამუშაოზე დაშვებამდე დასაქმებულს უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ.

⚖️ გახსოვდეს: შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ორმხრივი პასუხისმგებლობაა!

📞 ცხელი ხაზი: 1575
🌐 lio.moh.gov.ge

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში, შრომის უსაფრთხოების მონიტორინგს აქტიურად განაგრძობს.სიცხისგან...
13/08/2026

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში, შრომის უსაფრთხოების მონიტორინგს აქტიურად განაგრძობს.

სიცხისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შრომის ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სამშენებლო ობიექტზე ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა და 6 000-მდე დასაქმებულს შრომის უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები გააცნეს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა დეტალური რეკომენდაციები მიიღეს მაღალი ტემპერატურის დროს რისკების სწორად შეფასებასა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ცნობიერების ამაღლების ეტაპის შემდეგ, შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი რისკის ობიექტებზე ინტენსიურ ინსპექტირებას დაიწყებს.

დასვენება შენი შრომითი უფლებაა!სრულფასოვანი დასვენება შრომისუნარიანობის, ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნების აუ...
12/08/2026

დასვენება შენი შრომითი უფლებაა!

სრულფასოვანი დასვენება შრომისუნარიანობის, ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. საქართველოს შრომის კოდექსი მკაფიოდ განსაზღვრავს კუთვნილი შვებულებით სარგებლობის წესებს.

📊 რა უნდა იცოდე შვებულების შესახებ?

✅ანაზღაურებადი შვებულება: დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს წელიწადში 24 სამუშაო დღით

✅ანაზღაურების გარეშე შვებულება: წელიწადში 15 კალენდარული დღე

✅უფლების წარმოშობა: შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, შვებულება დასაქმებულს შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც

🔗დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://lio.moh.gov.ge/mainlist.php?lang=1&uid=202305181156311434526988

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 ცხელი ხაზი: 1575

Address

Mikheil Tamarashvili Str. 15a
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office:

Shortcuts

Share