აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, Government Organization, 15a Tamarashvili Street, Tbilisi.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგა...
15/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.

მოზარდებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სივრცეები და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ჯინჭარაძე და გივი მიქანაძე ახალგაზრდების წინადადებებსა და ინიციატივებს გაეცნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა.

წყალტუბოს საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით იმართება და მასში აფხაზეთიდან დევნილი 35 მოსწავლე მონაწილეობს.

სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მიზანია მოზარდებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას, ახალი უნარების განვითარებას, თანატოლებთან ურთიერთობასა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობას.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლე...
14/08/2026

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„1992 წლის 14 აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, სამხედროებს და სამოქალაქო პირებს ვინც თავი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს შესწირა. მათ მოგვცეს იმის მაგალითი თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და ღირსეულად ვემსახურებოდეთ ქვეყანას.

ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით შევძლოთ.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული და თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე ეს იდეა და ეს მისია, რომლისთვისაც ამ ხალხმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ აფხაზ და-ძმებთან ერთად, ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო კონფლიქტი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

#აფხაზეთისმთავრობა

📢 ახალი პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის!აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრ...
14/08/2026

📢 ახალი პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, იწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის გაზრდა და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა. 💼📈

🎓 პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარი მიიღებს სასწავლო კურსის ღირებულების 80%-მდე თანადაფინანსებას — არაუმეტეს 2 000 ლარისა.

📚 სასწავლო კურსები დაფინანსდება შემდეგი მიმართულებებით:

🎨 დიზაინის მიმართულება
გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი, ინტერიერის დიზაინი და სხვა;

📸 ციფრული მედიისა და მულტიმედიური წარმოების მიმართულება
ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია, ვიდეომონტაჟი, ციფრული კონტენტის შექმნა და სხვა;

💻 ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება
პროგრამირება, ვებ-დეველოპმენტი, კიბერუსაფრთხოება, ქსელის ადმინისტრირება და სხვა;

📊 ბიზნესის, ადმინისტრირებისა და მომსახურების სფეროს მიმართულება
ბუღალტერია, პროექტების მართვა, მარკეტინგი, ტურიზმი და სხვა;

👩‍🍳 საწარმოო ტექნოლოგიებისა და წარმოების მიმართულება
კონდიტერია, კულინარია, ტიხრული მინანქარი და სხვა.

🎯 პროგრამის მიზანია ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღების ხელშეწყობა, რაც მონაწილეებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის.

📞 ცხელი ხაზი: 143
🌐 www.portal.apkhazia.gov.ge

#აფხაზეთი #დევნილები #ახალიპროგრამა #პროფესიულიგანვითარება #დასაქმება #განათლება #თანადაფინანსება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გ...
13/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ახალი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათ შრომით ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

„ვიწყებთ პროექტს, რომელიც ჩვენი დევნილი მოქალაქეების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. აღნიშნული კუთხით ჩვენ ვიწყებთ სასწავლო კურსების დაფინანსებას ისეთ მოთხოვნად პროფესიებში, როგორიცაა დიზაინი, ციფრული მედია, მულტიმედია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე, ხორციელდება თანადაფინანსება საწარმოო ტექნოლოგიების, წარმოების, კულინარიის, კონდიტერისა და ტიხრული მინანქრის მიმართულებით.

პროგრამის თითოეული ბენეფიციარი მიიღებს მაქსიმუმ 80%-იან თანადაფინანსებას, 2000 ლარის ფარგლებში.

ასევე ვიწყებთ ახალ პროგრამებს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.

სახელობითი სტიპენდიები აფხაზეთიდან დევნილი, უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ამოქმედდა ოთხთვიანი სტაჟირების პროგრამა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში. შერჩეული კანდიდატები 4 თვის განმავლობაში შეძლებენ, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული უნარები და სრულად წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.

აქვე არ შემიძლია არ შევეხო სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, სადაც უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ვიწყებთ ჩვენი კლუბებისა და გუნდების მხარდაჭერას. ამისათვის 205 000 ლარი გამოიყო. აგრეთვე გავზარდეთ სპორტული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა და ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.

ამ თითოეული პროგრამის განხორციელება ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. გაზრდილი ბიუჯეტი კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავნერგოთ ახალი პროგრამები და პროექტები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო.დიდგორის ბრძოლაშ...
12/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო.

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ...
11/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირი სამხედროს ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.

გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი...
10/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის გამართულ საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა ბანაკის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და კულტურული, ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბანაკი ,,კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მასში აფხაზეთიდან დევნილი 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

მონაწილეებს ისტორიის, ეთნოკულტურის, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ სემინარები, ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ ქორეოგრაფისაგან ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში, მოზარდებმა წყალტუბოსა და ქუთაისის ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

საზაფხულო ბანაკის ,,კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“ მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდებში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურული იდენტობის, მეხსიერებისა და ეროვნული ფასეულობების გაღრმავებას.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბ...
08/08/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 234 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 26 000 კი დევნილად იქცა.

რუსული აგრესიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

#აფხაზეთისმთავრობა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობა...
07/08/2026

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

Address

15a Tamarashvili Street
Tbilisi
0177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო:

Shortcuts

Share