სკოლა 98 School

სკოლა 98 School სკოლა, რომელიც თავის მოსწავლეებს მომავალს ჰპირდება!
(202)

09/09/2026

✅გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.

კვლევამ აჩვენა, რომ:

✔️საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;

✔️ მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;

✔️ შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.

✔️ საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;

✔️ შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;

✔️ საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;

✔️ კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

✔️ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;

✔️ 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;

2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

✔️ ბულგარეთი
✔️ მოლდოვა
✔️ ყაზახეთი
✔️ მალაიზია
✔️ კვიპროსი
✔️ ჩრდილოეთ მაკედონია
✔️ სომხეთი
✔️ აზერბაიჯანი
✔️ ბრაზილია
✔️ არგენტინა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

🌐კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.ncer.gov.ge/en/_files/ugd/53bb71_30ff38a79c9f4f05a23bc488675fbc5d.pdf

09/09/2026

ირაკლი კობახიძე - განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს

🔹️გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას - სტუდენტობას! 🎓🎉✨️🎊🔹️დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ...
25/08/2026

🔹️გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას - სტუდენტობას! 🎓🎉✨️🎊

🔹️დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო თქვენ ცხოვრებაში. სკოლის წლები ძვირფას მოგონებად იქცა, წინ კი ცოდნის, პროფესიული განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების დიდი გზა გელოდებათ. წარმატებები! 🎓✨️🎊🎉

📢 სსიპ ქალაქ თბილისის N98 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ! 🎒✨ძვირფასო მშობლებო,გაცნობებთ, რომ ჩვენი ...
24/08/2026

📢 სსიპ ქალაქ თბილისის N98 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ! 🎒✨

ძვირფასო მშობლებო,
გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაცემა გაიმართება:

📅 5 სექტემბერს
📍 მისამართი: მარი ბროსეს N8 - სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლა
🕚 სამუშაო საათები: 11:00–19:00

👕 ფორმების შერჩევა და მორგება
ადგილზე გექნებათ შესაძლებლობა, ბავშვებს ფორმები მოარგოთ და შესაბამისი ზომა შეარჩიოთ.

💰 სასკოლო ფორმების ფასები:

🧥 სასკოლო პიჯაკი - 45 ლარი
👖 სასკოლო შარვალი -25 ლარი
👗 სასკოლო ქვედაკაბა - 25 ლარი
💳 გადახდის წესი
ანგარიშსწორება შესაძლებელია ადგილზე უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე საბანკო გადარიცხვით. გადარიცხვის შემთხვევაში, ქვითარი უნდა წარადგინოთ სარეალიზაციო პუნქტში. გადახდის დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ:
მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.

🛍️ სასკოლო ფორმების შეძენა 1 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება როგორც სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის საშუალებით: formebi.emis.ge 💙

📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი ს...
20/08/2026

📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.
​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
​სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
​მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
​მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
​თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
​უკრაინელი მოსწავლეები;
ასევე 65001-დან 12001 ქულამდე ოჯახის 1-6 კლასის მოსწავლეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის წევრია.
საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
​ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი

​💳 როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?
​სარეალიზაციო პუნქტები ძველი თბილისის რაიონის სკოლებისთვის:
ჩუღურეთი, კიევის ქ.N2;
მთაწმინდა, N20 საჯარო სკოლა, ჯამბულის ქუჩა N5;
N51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქუჩა N2.
​გაცემის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
​ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ.
​🗓️ როგორ გადანაწილდება ნაკადი (გეგმა-გრაფიკი)?
​რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჯარო სკოლები(დირექტორები) მოგაწვდიან გეგმა-გრაფიკს.
​📅 როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
​II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
​V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
​📌 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.

​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
​სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
​მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
​მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
​თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
​უკრაინელი მოსწავლეები;
​ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი

​💳 როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?

​სარეალიზაციო პუნქტები ძველი თბილისის რაიონის სკოლებისთვის:
ჩუღურეთი, კიევის ქ.N2;
მთაწმინდა, N20 საჯარო სკოლა, ბროსეს ქუჩა N8;
N51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქუჩა N2.

​გაცემის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
​ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ.
​🗓️ როგორ გადანაწილდება ნაკადი (გეგმა-გრაფიკი)?
​რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჯარო სკოლები(დირექტორები) მოგაწვდიან გეგმა-გრაფიკს.
​📅 როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
​II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
​V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
​📌 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

12/08/2026
02/07/2026

წარმატებები ჩვენ კურსდამთავრებულებს და ყველა აბიტურიენტს!

   🔹️სსიპ ქალაქ თბილისი  #98 საჯარო სკოლის  VII  კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  ინტელექტუალურ   თამაშში   ,,რა?...
14/06/2026


🔹️სსიპ ქალაქ თბილისი #98 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?’’ ბიოლოგიაში.

🔹️თამაშის ძირითადი მიზანი:
მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენება. შეკითხვების გაანალიზება, ინფორმაციის მოძიება, ლოგიკური მსჯელობის, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდურად გადაწყვეტილების მიღების და პასუხისმგებლობის გადანაწილების განვითარების ხელშეწყობა.

🔹️აღნიშნული ინტელექტუალური თამაში განხორციელდა ეტაპობრივად.
🔹️ფინალური შეხვედრაში ერთმანეთს შეხვდნენ შესარჩევ ტურებში გამარჯვებული VII-ე და VII-ბ კლასის მოსწავლეები - გაიმარჯვა VII ე კლასის გუნდმა „ბიო“, გამარჯვებული გუნდის ბიოლოგიის მასწავლებელ მარინა არუთინოვს გადაეცა სიგელი.

🔹️ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - VII-ე
II ადგილი - VII-ბ
III ადგილი - VII-ა

🔹️გამარჯვებულ კლასებს და საუკეთესო მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და სიგელები.

🔹️ხელმძღვანელი : ბიოლოგიის მასწავლებელი ალბინა ეფრემიანცი.

🔹️მადლობა მონაწილეებს, ჟიურის წევრებს და თამაშის წამყვანებს: X ე კლასის მოსწავლეებს ადრიანა ბაღდიევას, კონსტანტინე გიორგაძეს ჩართულობისთვის.

10/06/2026

🎒 IV ეტაპი — პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია იწყება!

📅 15 ივნისს, 09:00 საათზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება და 3 ივლისის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

🔹 პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

🌐 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე:
https://registration.emis.ge/

📄 ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში განხორციელდება 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით.

🎥 რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w

📖 რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://emis.ge/posts/129

⚠️ გთხოვთ, დაიცვათ რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადები. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი შესაბამის სკოლაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის:

📞 0 32 2 200 220
📧 [email protected]

#საყოველთაორეგისტრაცია #პირველკლასელთარეგისტრაცია #პირველიკლასი #საჯაროსკოლა #განათლება

Address

მარტყოფის ქ. N9
Tbilisi
ᲡᲐᲤᲝᲡᲢᲝᲘᲜᲓᲔᲥᲡᲘ0144

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322772111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა 98 School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სკოლა 98 School:

Shortcuts

Share

Category