30/05/2026
🌹 ვარდობისთვე ბოტანიკურში 🌹
🌞 ალბათ იცით, რომ მაისის თვის ძველი ქართული სახელწოდება ვარდობისთვეა
✨ სწორედ მაისია საქართველოში ის პერიოდი, როცა ვარდი განსაკუთრებით უხვად ყვავის
🌍 იცით, რომ ვარდი დედამიწაზე ადამიანზე ბევრად ადრე არსებობდა? დიახ, მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ვარდის უძველესი ნამარხები დაახლოებით 35 მილიონი წლითაა დაათარიღებული
📜 ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხსენიებული მცენარეა ძველ ტექსტებში. მას იცნობდნენ ძველ ჩინეთში, სპარსეთში, ეგვიპტეში და რომში. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ რომაელები ვარდს მხოლოდ დეკორაციისთვის არ იყენებდნენ - მისგან ამზადებდნენ სურნელოვან ზეთებს, ღვინოსა და სამკურნალო ნაყენებს
🏛️ ანტიკურ სამყაროში იგი სიყვარულის, საიდუმლოსა და სილამაზის სიმბოლო იყო. ლათინურში არსებობს გამოთქმა Sub rosa („ვარდის ქვეშ“), რაც საიდუმლოდ ნათქვამს ნიშნავს
⛪️ შუა საუკუნეებში ვარდი მონასტრების ბაღებში მოჰყავდათ. ვარდის ფურცლებს იყენებდნენ კანის დასამშვიდებლად, ჩაისთვის და არომატული წყლების დასამზადებლად. ვარდის წყალი დღემდე მსოფლიოს მრავალ კულტურაში გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე კოსმეტიკაში
🫖 მათ შორის ქართულ კულინარიაშიც გვხვდება ვარდის მურაბა, რომელიც ოჯახებში დღემდე მზადდება
🌈 დღეს მსოფლიოში ვარდის 30 000-ზე მეტი კულტურული ჯიში არსებობს, თუმცა მათი ისტორია რამდენიმე ველური სახეობიდან იწყება, რომლებიც აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდებოდა
🌿 არსებობს ველური ვარდები - ბუნებრივად გავრცელებული სახეობები; ჩაის ვარდები (Hybrid Tea) - დიდი, კლასიკური ფორმის ყვავილებით; ფლორიბუნდები - ერთ ღეროზე მრავალი ყვავილით; ხვიერა ვარდები; ბუჩქოვანი და მინიატურული ვარდები
🌹 საინტერესოა, რომ მსოფლიოში დღეს არსებული ბევრი პოპულარული ვარდი მე-18-19 საუკუნეებში ჩინეთიდან ევროპაში შეტანილი ვარდებისგან წარმოიშვა. სწორედ აზიურმა სახეობებმა მისცა თანამედროვე ვარდებს სეზონზე განმეორებითი ყვავილობის უნარი
🇬🇪 საქართველოს ფლორაში გვარი წარმოდგენილია 34 სახეობით, რომელთაგანაც 18 კავკასიის და 5 საქართველოს ენდემია
✅დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვარდნარის კოლექცია 11 სახეობას და 350 ჯიშს მოიცავს
🌸 ბოტანიკური ბაღის ისტორიული სამეცნიერო ანგარიშებიდან ცნობილია, რომ 1870 წელს აქ უკვე არსებობდა ვარდნარი და საკოლექციო ნაკვეთზე თავმოყრილი იყო 134 ჯიშის ვარდი
🌟 XX საუკუნის 70-80-იან წლებში მეყვავილეობის საკოლეციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო 400-მდე ჯიშის ვარდი, რომლებიც შემოტანილი იყო მეზობელი ქვეყნების ბოტანიკური ბაღებიდან და კერძო კოლექციებიდან
#ბოტანიკურიბაღი #გაზაფხული #გაიგემეტი