ეკლესიები და მონასტრები. Churches and Monasteries. Церкви и Монастыри

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ეკლესიები და მონასტრები. Churches and Monasteries. Церкви и Монастыри

ეკლესიები და მონასტრები. Churches and Monasteries. Церкви и Монастыри Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ეკლესიები და მონასტრები. Churches and Monasteries. Церкви и Монастыри, Library, Tbilisi.

26/02/2016

Castle

20/02/2016

გორიჯვარი — ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გორიჯვარში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მ. ჰავა რბილია, იცის მცირეთოვლიანი ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა არის −1,2 °C, აგვისტოს — 22,3 °C. ნალექები დაახლოებით 600 მმ. წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი (დებიტი 20 ათ. ლ/დღ-ღ). იყენებენ აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. კურორტზე არის ამბულატორული სააბაზანო მკურნალობა. სეზონი — ივნისიდან სექტემბრამდე.

20/02/2016

უფლისციხე
(ძველი წელთაღრიცხვით VI-IV სს)
უფლისციხის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, გორის რაიონში, ქ. გორის აღმოსავლეთით 20 კილომეტრზე, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე;

20/02/2016

არტანუჯი — ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი. ართვინის რეგიონში, ამჟანიმდელი ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე

20/02/2016

მდებარეობს მდინარე კარჩხლის ხეობაში, მდინარე იმერხევიდან დაახლოებით 15 კილომეტრითჩრდილოეთით, ხოლო ბერთის მონასტრიდან 8 კმ–ის მოშორებით. საავტომობილო უასფალტო გზა მიდის მხოლოდ სოფელპარეხის (პარეხთას) გარეუბნამდე. თვითონ მონასტერი სოფლიდან აღმოსავლეთისაკენ ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. პარეხის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ჰორიზონტალურ შვერილზეა განლაგებულ, რომელიც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი და ხეობიდან 80 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კლდის ზედა ნაწილი მონასტერსზემოდან აქვს გადმოფარებული და მას მიუვალს ხდის.
მონასტერს ერთადერთი მისადგომი აქვს დასავლეთიდან, რომლის კარიბჭეც დღეისათვის მთლიანად ჩაქცეულია. კარიბჭიდან იწყება ვიწრო და გრძელი ბილიკი, რომლის სიგანე 1,5–დან 5 მეტრამდე მერყეობს, ხოლო სიგრძე 150 მეტრს შეადგენს. ბილიკი პარეხის მონასტერში მოღვაწე განდეგილი ბერების საცხოვრებლებისა და აქ არსებული სხვა სამონასტრო ნაგებობებისაკენ მიემართება.
კლდოვან მასივში სიგრძეზე გაშენებული სამონასტრო კომპლექსის შუაში, სატრაპეზოსთან ახლოს, ჩამოედინება პატარაჩანჩქერი, რომელთანაც პატარა ცისტერნაცაა მოწყობილი. გალავანში შემოსასვლელი ჭიშკრიდან ჩრდილო-დასავლეთით ორიწყლის წისქვილია, უფრო დასავლეთით კი მინდვრები და ხეხილის ბაღები მდებარეობს. გარშემო მთები დაფარულიანაძვნარით, ფიჭვნარით, წიფლნარითა და შინდის ბუჩქებით. ვახტანგ ჯობაძე თვლის, რომ მონასტერში არსებული ჩანჩქერითავისი ცისტერნით და მონასტრის ირგვლივ არსებული გარემო სრულიად უზრუნველყოფდა ბერებს სასმელი წყლით, საკვებით, ასევე შეშითა და საშენი მასალით.

20/02/2016

კუმურდო
(Xს)
მდბარეობს საქართველოში,სამცხე-ჯავახეთის მხარეში,სოფელ კუმურდოში.

20/02/2016

ბოდბე
(VIII-IX სს)
ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში.

20/02/2016

ბეთანია
(XII-XIII სს)
ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.

20/02/2016

ყინწვისი
(XII-XIII სს)
ყინწვისის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ხეობაში.

20/02/2016

შიომღვიმე
(VI ს)
შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრში.

20/02/2016

კაცხის მონასტერი
(X-XI სს)
კაცხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში.

20/02/2016

კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი
(VI-XIII სს)
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.

Address

Tbilisi
0100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეკლესიები და მონასტრები. Churches and Monasteries. Церкви и Монастыри posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category