04/05/2019
კორიდა - ღვთისმბრძოლი ბოროტება
--------------
კორიდა (ესპ. corrida de toros) – ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმა. დამახასიათებელია ესპანეთისათვის.
2011 წელს კატალონიაში კორიდას ჩატარება აიკრძალა.[1] ისტორიკოსები ადამიანის ხართან ბრძოლას მსხვერპლშეწირვის ანტიკურ რიტუალს უკავშირებენ.
ესპანეთში ხარებთან ბრძოლის მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული წესების კრებული XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიქმნა.
იმ დროიდან იქცა ტორეადორი ნამდვილ პროფესიონალად, ქვეყანაში კი გაჩნდა ფერმები, სადაც საგანგებოდ კორიდისთვის ხარების ჯიშების (ტოროს დე ლიდია და ტოროს ბრავოს_ი) გამოყვანა დაიწყეს.
იმ დროიდანვე მიჰყვეს ხელი კორიდისთვის საგანგებო არენების აგებასა და რიტუალური წესების ჩამოყალიბებას.
კორიდა არა მხოლოდ ესპანეთში, პორტუგალიასა (ოღონდ ამ ქვეყანაში ხარის არენაზე მოკვლა იკრძალება) და საფრანგეთის რამდენიმე სამხრეთ რაიონში დღემდე ეწყობა.
ესპანელებმა ხარებთან ბრძოლის ტრადიცია ლათინურ ამერიკაშიც დაამკვიდრეს. კორიდა დღესაც იმართება მექსიკაში, კოლუმბიაში, პერუში, ვენესუელასა და ეკვადორში;
არგენტინასა და ჩილეში კი იგი XIX საუკუნის ბოლოს აკრძალეს. (ვიკიპედია)