02/06/2026
✅ საქართველო ECPGR-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრას მასპინძლობს
🔸 თბილისში, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს ECPGR-ის უმაღლესი მმართველი ორგანოს შეხვედრას, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით ევროპული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.
🔸 საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მასპინძლობს. შეხვედრაში ევროპის 34 ქვეყნის ეროვნული კოორდინატორი, გენბანკების, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
🔸 ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა გახსნა.
👤 „მცენარეთა გენეტიკური რესურსები სასურსათო უსაფრთხოების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველია. დღევანდელი გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამშრომლობა, ცოდნის გაზიარება და ერთობლივი ძალისხმევა ამ რესურსების შენარჩუნებისა და ეფექტიანი გამოყენებისთვის. მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ECPGR-ის მმართველი საბჭოს შეხვედრას და აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროცესის განვითარებაში”, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
🔸 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით.
👤„საქართველო მსოფლიოში აგრობიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა და მრავალი კულტურული მცენარის როგორც წარმოშობის კერა, ასევე უნიკალურ გენეტიკურ რესურსებს ინახავს. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, როგორც ეროვნული გენოფონდის დაცვის, ისე თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალისა და საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი დასტურია”, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
🔸 საქართველო ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) წევრია 2019 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო ინიციატივებში.
🔸 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ECPGR-ის მიმდინარე პროგრამული ფაზის შედეგებს, ევროპული გენბანკების ქსელის განვითარების საკითხებს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის თანამედროვე მიდგომებსა და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ვიზიტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, სადაც დელეგატები ქართული ვაზის, ხეხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების უნიკალურ კოლექციებს გაეცნობიან.
➡️ ECPGR-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა საქართველოში 1-4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
_____________________________
✅ Georgia hosts the 18th Steering Committee Meeting of the ECPGR
🔸 The 18th Steering Committee Meeting of the European Cooperation Programme for Plant Genetic Resources (ECPGR) opened in Tbilisi. This marks the first time Georgia is hosting the meeting of ECPGR’s highest governing body, which serves as one of the most vital European platforms for cooperation in the conservation and sustainable use of plant genetic resources.
🔸 The international event is hosted by the LEPL Scientific-Research Center of Agriculture of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. The meeting brings together national coordinators from 34 European countries, alongside representatives from Gene banks, scientific and research institutions, and international organizations.
The event was opened by Lasha Avaliani, Deputy Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia.
👤 "Plant genetic resources are the basis for food security, biodiversity protection and the development of climate-resilient agriculture. In the current challenges, international cooperation, knowledge sharing and joint efforts to preserve and effectively use these resources are of particular importance. We are pleased that Georgia is hosting the ECPGR Governing Board meeting and is actively involved in the development of this important process," – noted Lasha Avaliani.
🔸 According to Levan Ujmajuridze, Director of the LEPL Scientific-Research Center of Agriculture, the meeting once again confirms Georgia's important role in protecting plant genetic resources and preserving agrobiodiversity.
👤 "Georgia is a country with unique agrobiodiversity in the world and is both the birthplace of many cultivated plants and preserves unique genetic resources. Cooperation with international partners is of paramount importance, both for the protection of the national gene pool and for the introduction of modern scientific approaches and sharing of experience. Hosting events of such a scale is another proof of the country's scientific potential and international recognition,"- noted Levan Ujmajuridze.
🔸 Georgia has been a member of the European Cooperative Programme for Plant Genetic Resources (ECPGR) since 2019 and actively participates in international initiatives under the program.
During the meeting, participants will discuss the results of the current program phase of the ECPGR, issues of development of the European Gene bank Network, modern approaches to the conservation of plant genetic resources and future priorities. The program also includes a visit to the Jighaura base of the Scientific-Research Center of Agriculture, where delegates will get acquainted with unique collections of Georgian grapevines, fruit crops and other agricultural collections.
➡️ The 18th meeting of the ECPGR Governing Council will take place in Georgia from June 1-4.
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი