თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network

თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network, Political organisation, Tbilisi.

რუსთავის „აზოტის” თანამშრომლების ნაწილი სამი დღეა სამსახურში შესვლას ვერ ახერხებს. დილით სამსახურში მისულ 350-მდე დასაქმ...
27/01/2017

რუსთავის „აზოტის” თანამშრომლების ნაწილი სამი დღეა სამსახურში შესვლას ვერ ახერხებს. დილით სამსახურში მისულ 350-მდე დასაქმებულს საშვები დაბლოკილი დახვდა. კომპანიას წინასწარ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. 24 იანვარს თანამშრომლების ნაწილს სხვადასხვა საწყობის ხელმძღვანელებმა ერთწლიან კონტრაქტებზე მოაწერინეს ხელი. მათთან კი, ვინც დაბლოკილი საშვების გამო სამსახურში შესვლა ვეღარ მოახერხეს, კონტრაქტები არ გაუფორმებიათ. სწორედ ეს 350 თანამშრომელი აღმოჩნდა სამსახურიდან დათხოვნილი.

„აზოტიდან“ გათავისუფლებულთა გვერდით დგანან ჭიათურელი, ტყიბულელი, ქსნელი, ზესტაფონელი მუშები.

პროფკავშირმა განცხადებით უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს, შრომის სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს.

მანამდე კი, რუსთავის „აზოტის" თანამშრომლები, ვინც ორი დღეა დასაქმების ადგილზე ვეღარ შედის, ხვალიდან აქციებს გეგმავენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში იბრძოლებენ.

რუსთავის “აზოტის” თანამშრომლების ნაწილი სამი დღეა სამსახურში შესვლას ვერ ახერხებს. 350-მდე დასაქმებულს, დილით სამსახურში მისულებს, საშვები დაბლოკილი დახვდა. კომპანიას წინასწარ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. 24 იანვარს თანამშრომლების ნაწილს სხვადასხვა საწყობის ხელმძღვანელებმა ერთწლიან კონტრაქტებზ...

2017 წელი ახალი სტატისტიკით იწყება, პასუხისმგებელია სახელმწიფო
05/01/2017

2017 წელი ახალი სტატისტიკით იწყება, პასუხისმგებელია სახელმწიფო

ქართული ვიდეო პორტალი

სამწუხაროდ, მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისა, ქვეყანას დღემდე არ ჰყავს დამოუკიდებელი უწყება რომ...
18/12/2016

სამწუხაროდ, მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისა, ქვეყანას დღემდე არ ჰყავს დამოუკიდებელი უწყება რომელიც სარკინიგზო ინციდენტებს მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიებს.

აღნიშნული სტრუქტურის არ არსებობის გამო, საზოგადოება მომხდართან დაკავშირებით რეალურ მიზეზებს ვერ შეიტყობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპანია, მომხდარში საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს!

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

მგზავრების ევაკუაცია მსხვერპლის გარეშე, სწრაფადვე განხორციელდა.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

სამწუხაროდ, მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისა, ქვეყანას დღემდე არ ჰყავს დამოუკიდებელი უწყება რომელიც სარკინიგზო ინციდენტებს მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიებს.

აღნიშნული სტრუქტურის არ არსებობის გამო, საზოგადოება მომხდართან დაკავშირებით რეალურ მიზეზებს ვერ შეიტყობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპანია, მომხდარში საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს!

სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს
06/12/2016

სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს

slideshow, ახალი ამბები ქეთი მაჭავარიანი - 04.12.2016 ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა 3 დეკემბერს ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევას ელმავლის მემანქანე, პაატა ღავთაძე ემსხვერპლა – ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმ...

დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქტივისტური ჯგუფების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და გ...
18/11/2016

დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქტივისტური ჯგუფების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და გაერთიანებული პროფკავშირების ერთობლივი აქცია. აქციის ძირითადი მოტივი იყო ახლადფორმირებული მთავრობისთვის რეალური პრობლემატიკის შეხსენება და მათთვის ამ პრობლემების სამომავლო დღის წესრიგში დაყენების პასუხისმგებლობის დაკისრება.

გაეცანით მანიფესტს „აწარმოე რეალური პოლიტიკა.“ ძირითადი მოთხოვნებია:

შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია;
დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები;
გატარდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა;
დაიწყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება;
დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.

შემოგვიერთდით, ერთად ვაჩვენოთ უფლებამოსილ ორგანოებს, რომ რეალური ცვლილებების დროა!

ბოლო წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა უმეტესად ფოკუსირებული იყო ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელთა პრობლემატიზება ხელოვნურად ხდებოდა. შედეგად, ფსევდო დისკურსებმა დაჩრდილა რეალური…

ზვარეს ინციდენტი შეთანხმებით დასრულდა. დასაქმებულებმა ზვარეში, პროფკავშირის ხელშეწყობით მიაღწიეს იმას, რომ თავად აირჩიეს...
11/11/2016

ზვარეს ინციდენტი შეთანხმებით დასრულდა. დასაქმებულებმა ზვარეში, პროფკავშირის ხელშეწყობით მიაღწიეს იმას, რომ თავად აირჩიეს ხელმძღვანელი პირი და მიაღწიეს მის დანიშვნას. კომპანიამ ზვარეში მმართველი გუნდი სრულად შეცვალა, დასაქმებულებს გაცდენილი დღეები აუნაზღაურდებათ, დაინიშნა ქართველი წარმომადგენელი, რომელიც დასაქმებულებს და დამსაქმებლებს კომუნიკაციაში დაეხმარება.

რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს, რამდენადაც ერთი მხრივ შრომის ინსპექტირების მექანიზმი კვლავ არაეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ სს „საქართველოს რკინიგზა“ უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უფლებრივი მდგომარეობის კონტროლზე.

წინამდებარე ღია მიმართვის ხელმომწერები, ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომში მუშათა უფლებების შესაძლო დარღვევაზე, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს და მივმართავთ სს „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რ…

,,სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა მშრომელი, ვითხოვთ რეგულაციებს"
08/11/2016

,,სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა მშრომელი, ვითხოვთ რეგულაციებს"

2016 წელი

ზვარელი მუშები მოუწოდებენ საქართველოს რკინიგზას, პასუხისმგებლობა აიღოს ზვარეში მომხდარ ინციდენტზე, განახორციელონ შრომითი...
06/11/2016

ზვარელი მუშები მოუწოდებენ საქართველოს რკინიგზას, პასუხისმგებლობა აიღოს ზვარეში მომხდარ ინციდენტზე, განახორციელონ შრომითი დარღვევების მონიტორინგი და აღკვეთონ დამსაქმებლის თვითნებობა

2016 წელი

ზვარეში პროტესტი გრძელდება. მუშები ხედავენ იმის გარდაუვალ საჭიროებას, რომ მშრომელთა მობილიზება არა მარტო ლოკალურ კერაზე,...
05/11/2016

ზვარეში პროტესტი გრძელდება. მუშები ხედავენ იმის გარდაუვალ საჭიროებას, რომ მშრომელთა მობილიზება არა მარტო ლოკალურ კერაზე, არამედ უფრო მასშტაბურად, შრომის პოლიტიკის გადახედვისა და რეგულაციების მოთხოვნის ირგვლივ მოხდეს.
ზვარელი მუშა მიმართავს როგორც მშრომელებს, ასევე თბილისს, ცენტრს, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება, რათა მოხდეს მობილიზება და პასუხი მოეთხოვოს რკინიგზას, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს და პოლიტიკურ ელიტებს, რომელთა ამჟამინდელი პრიორიტეტია ინვერსტორებზე მორგებული ბუნება და იაფი მუშახელი.
#ესბრძოლაბოლომდემისაყვანია

2016 წელი

2016 წელს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ქვეკონტრაქტორი ჩინური კომპანია "რკინიგზის 23-ე ბიუროს" წინააღმდეგ...
05/11/2016

2016 წელს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ქვეკონტრაქტორი ჩინური კომპანია "რკინიგზის 23-ე ბიუროს" წინააღმდეგ უკვე მეორე ფართომასშტაბიანი პროტესტი მიმდინარეობს. თუ ერთი თვის წინ მუშები ღირსეულ შრომით პირობებს, უსაფრთხო გარემოს, შრომით კონტრაქტებს და დასვენების დღეებს ითხოვდნენ, დღეს მათ კვლავ უწევთ ქუჩაში დგომა, რათა თავი ფიზიკური ძალადობისგან დაიცვან. ჩინური კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები სასიკვდილოდ იმეტებენ ქართველ მუშებს, სცემენ და ნაჯახით უსწორდებიან მათ.
მუშები ითხოვენ: თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჩინელების დასჯას, საწარმოს მენეჯმენტის სრულად შეცვლას, დაზარალებული მუშებისათვის ფიზიკური ზიანის კომპენსაციას და უსაფრთხო შრომით პირობებს.
აქტივისტური ჯგუფები მწვანე მუშტი, აუდიტორია 115, ქალთა მზერა და თვითორგანიზების ქსელი დღეს, უშუალოდ ზვარეში ჩავედით, რათა სოლიდარობა გამოგვეხატა მუშებისათვის, გაგვეგო მათი მოთხოვნები და შეგვემუშავებინა სამომავლო სტრატეგიები.
პროტესტი გრძელდება!
სოლიდარობა ზვარეს!
ქალთა მზერა / Women's Gaze მწვანე მუშტი • Green Fist აუდიტორია #115

,,ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში გაფიცული მუშები დღეს დილიდან გვირაბის მშენებლობას დაუბრუნდნენ. რკინიგზის ახალი პროფკა...
04/10/2016

,,ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში გაფიცული მუშები დღეს დილიდან გვირაბის მშენებლობას დაუბრუნდნენ. რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, შპს "რკინიგზის ჩინეთის 23-ე ბიუროს" ადმინისტრაციამ მუშებს ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაუფორმა, რომელშიც მუშების ინტერესები გათვალისწინებულია.

წერილობით დოკუმენტში, სადაც კომპანია მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, წერია, რომ დასაქმებულები თავისუფლად ისარგებლებენ კუთვნილი შვებულებით; ბიულეტენით; მუშების სამუშაო დღე განისაზღვრება კვირაში 6 სამუშაო დღით და ჯამურად 48 საათით; დასაქმებულებს ფიქსირებული ხელფასი ექნებათ, რომელიც გაფიცვამდე ჰქონდათ; ზეგანაკვეთურად მუშაობა დასაქმებულებს აუნაზრაურდებათ საათების გაზრდის პარალელურად, 1.2 კოეფიციენტით; უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად აუნაზღაურდებათ; ხელშეკრულებების გაფორმების დღიდან კომპანიამ უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის რეკომენდაციების შესრულება და პროფკავშირების წარმომადგენლებს უფლება უნდა მიეცეთ, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განახორციელონ.''

ტყიბულის შემდეგ, ეს უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია მუშების მიერ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლისა და ამ ბრძოლებში გამარჯვების, მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. თუმცა, დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს ქმედითი შრომითი ინსპექციისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მოთხოვნა ყველა დასაქმებულისთვის.

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში გაფიცული მუშები დღეს დილიდან გვირაბის მშენებლობას დაუბრუნდნენ. რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, შპს "რკინიგზის ჩინეთის 23-ე ბიუროს" ადმინისტრაციამ მუშებს ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაუფორმა, რომელშიც მუშების ინტერესები გათვალისწინებულია. …

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network:

Share