01/06/2026
📌სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მიმდინარე საჭიროებები იყო.
➡️🔎შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სკოლების შენობების რეაბილიტაციის, ეზოების კეთილმოწყობის, სპორტული და საბავშვო სივრცეების განახლების, ასევე უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების საკითხები. დირექტორებმა გამგებელს მიაწოდეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვას აფერხებს და ჩარევას საჭიროებს.
✅როგორც გამგებელმა აღნიშნა, განათლების სფეროს მხარდაჭერა და უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, წარმოდგენილი საჭიროებები ეტაპობრივად იქნება შესწავლილი და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, მათი გადაჭრის გზები დაიგეგმება.
👥შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლების დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წამოეწიათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების შესახებ.
🟩მონაწილეებმა მსგავსი ფორმატის შეხვედრების რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც სკოლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.