12/02/2016
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და გამგეობის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფმა შეხვედრა გამართა რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან.
შეხვედრაზე განხილული ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო ტურისტული უბნების განვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და მათ რეაბილიტაციაზე. ამასთანავე, დაიგეგმა განსახორციელებელი პროექტები, სადაც მონაწილეობას უშუალოდ საზოგადოება და მთაწმინდის მოსახლეობა მიიღებს.
„ჩემი ძირითადი ამოცანა არის საზოგადოებასთან მაქსიმალური კონტაქტი და მათი ჩართულობა, საზოგადოებრივი აზრისა და იდეების ხორცშესხმა, სწორედ ამას ემსახურება საბჭო, რომლის შემადგენლობით მე ამაყი ვარ და ამავდროულად დარწმუნებული იმაში რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა იქნება სამაგალითო და ნაყოფიერი. დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი იდეა წარმოიშვა. შევთანხმდით, რომ იმ ბაღებისა და სკვერების გარდა, რომელიც ჩვენს რაიონშია, მოვიძიოთ თავისუფალი ტერიტორია და გავაკეთოთ რეკრეაციული, მოსასვენებელი ზონა. ამასთანავე, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოთქვა ინიციატივა, რომ გაკეთდეს მთაწმინდის ძველი უბნების ქუჩების ფოტო პანორამული განშლა, მათი შემდგომი განვითარების დასაგეგმარებლად, რაც ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იდეაა და ამავდროულად საჭიროც.“-განაცხადა გელა არჩვაძემ.
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და გამგეობის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფმა შეხვედრა გამართა რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს წევრებთან.
შეხვედრაზე ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო ტურისტული უბნების განვითარებაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და მათ რეაბილიტაციაზე. ამასთანავე, დაიგეგმა განსახორციელებელი პროექტები, სადაც მონაწილეობას უშუალოდ საზოგადოება და მთაწმინდის მოსახლეობა მიიღებს.
„ჩემი ძირითადი ამოცანა არის საზოგადოებასთან მაქსიმალური კონტატი და მათი ჩართულობა, საზოგადოებრივი აზრისა და იდეების ხორცშესხმა, სწორედ ამას ემსახურება საბჭო, რომლის შემადგენლობით მე ამაყი ვარ და ამავდროულად დარწმუნებული იმაში რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა იქნება სამაგალითო და ნაყოფიერი. დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრი იდეა წარმოიშვა. შევთანხმდით, რომ იმ ბაღებისა და სკვერების გარდა, რომელიც ჩვენს რაიონშია, მოვიძიოთ თავისუფალი ტერიტორია და გავაკეთოთ რეკრეაციული, მოსასვენებელი ზონა. ამასთანავე, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოთქვა ინიციატივა, რომ გაკეთდეს მთაწმინდის ძველი უბნების ქუჩების ფოტო პანორამული განშლა, მათი შემდგომი განვითარების დასაგეგმარებლად, რაც ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იდეაა და ამავდროულად საჭიროც.“-განაცხადა გელა არჩვაძემ.