25/05/2026
🏛 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულმა სასახლემ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის პროექტ - „გმირის დღეს“ უმასპინძლა.
ეროვნული სასახლის დირექტორმა - ნინა ყიფიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ისტორიულ გზას, რომელმაც ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა.
კომისიის თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარიამ ლაშხმა, ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლს სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავების პროცესში.
🎨სასახლის აღსაზრდელებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობის გზა: დაკარგული და აღდგენილი თავისუფლება“, სადაც მათი ხედვითა და ემოციებით გაცოცხლდა ქვეყნის ისტორია, გმირების თავგანწირვა და თავისუფლების იდეა.
▪️პროექტის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე წარდგნენ:
✔️სოფიო ცერცვაძე, ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების, ისტორიის პედაგოგი.
✔️ჯონი ხეცურიანი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
🎬 შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიდეორგოლის - „საქართველოს დამოუკიდებლობის გზა“ ჩვენება.
📸 ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული სასახლის „თეთრ დარბაზში“, ისტორიულ დოკუმენტთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.